Strophe: 4501_[4418] | ||
Verse: a | ფირანს" გივი გაუგზავნე, | ჩვენი არა დაიჯერა, |
Verse: b | კვლა ლაშქარი მოიმატა, | გული სრულად დაგვამტერა". |
Verse: c | ბეჟანისგან კარგად ქცევა, | მამაცობა მიუწერა, |
Verse: d და | "წყლის პირსა დგას აფრასიობ, | გამოსულა ჟამად ვერა. |
Strophe: 4502_[4419] | ||
Verse: a | ჩვენ შენა გნუკავთ, გვიშველო, | მოხვიდე სახელ-დებული, |
Verse: b | რო გნახავს შენი ლაშქარი, | იქნების გამარჯვებული; |
Verse: c | თუ აფრასიობ არ უშველს, | ფირან მყავს დაჯერებული, |
Verse: d და | ბერმან სფაადმან გიჩვენო | მიწასთან გასწორებული. |
Strophe: 4503_[4420] | ||
Verse: a | ლოარსაბ და როსტომ, აშქაშ | რა ქნეს, აჯერს ავედრებდა, |
Verse: b | წიგნი ჴელთა მიაბარა, | დიდს პატივსა უქადებდა, |
Verse: c | სამი კაცი წაიტანა, | ცხენსა ადრე იცვალებდა, |
Verse: d და | წინ თავადნი მოეგებნეს, | ხოსრო ტკბილად აჴსენებდა. |
Strophe: 4504_[4421] | ||
Verse: a | აჯერ ფიცხლავ ტანს შემოსა, | თავს გვირგვინსა დაადგმიდეს, |
Verse: b | ვითა მზესა პრწყინვალესა, | იაგუნდსა გარდაჰყრიდეს; |
Verse: c | მისცა ოქრო უსაზომო, | მისნი მჭვრეტნი დანატრიდეს, |
Verse: d და | წართვით იყვნეს მხიარულნი, | მას ღამესა ღვინოს სმიდეს. |
Strophe: 4505_[4422] | ||
Verse: a | გათენდა და ტანს ჩაიცვა, | ეხვეწების პრჭეთა პრჭესა. |
Verse: b | თვალთა ცრემლი მოსდიოდა. | "გამარჯვება მომეც დღესა!" |
Verse: c | მერმე იჴმო მწიგნობარი, | მან დაისვა სიახლესა: |
Verse: d და | "მე გოდერძის წიგნს მიუწერ, | მივხვდი მისგან სიამესა". |