Strophe: 4506_[4423] | ||
Verse: a | დალოცა და მიუწერა | საიმედო საუბარი: |
Verse: b | "მძიმის ლახტის მქონებელო, | ვერ დაგიდგამს უზაბარი. |
Verse: c | ჭკვიანი და გონიერი, | შენ ხარ კარგი მეომარი. |
Verse: d და | ღმერთსა მადლი, ჩვენი სპანი | რომე ყველა ამოდ არი. |
Strophe: 4507_[4424] | ||
Verse: a | მე მიხარის, სახიერმან | ჩვენ მოგვხედა წყალობითა. |
Verse: b | კარგი ეტლი მოიმადლე | შენ გივისა გაგზავნითა. |
Verse: c | ვიცი, გულსა არ გაიწმენდს | ფირან ჩვენის მტერობითა. |
Verse: d და | ამას იქით ჩვენგან გული | აევსების მას კვამლითა. |
Strophe: 4508_[4425] | ||
Verse: a | გულის ნებას მიჰყოლია, | შეჭირვებით აივსების. |
Verse: b | ჰგონია თუ"მოვიჭირვებ, | ქვაზედ მდელო გაიზდების". |
Verse: c | მტერთა ტკბილად საუბარი | კაცს სირცხვილად არ მიხვდების. |
Verse: d და | ღვთისაგან არს გამარჯვება, | მოჭირვებით გარდასწყდების. |
Strophe: 4509_[4426] | ||
Verse: a | ლომ-გულსა როსტომს ფარემუზს | მტერთათვის დაუძლევია, |
Verse: b | აშქაშ შებმია შედასა, | ხვარაზმით გაუქცევია; |
Verse: c | ალანი, ღუნძნი ერთობით | ფარემუზს მოურბევია, |
Verse: d და | წყალსა გამოვა, იცოდი, | უკანის მოუქცევია. |
Strophe: 4510_[4427] | ||
Verse: a | ჩემი ჯაშუში თავსა ათქს, | სცნას მისი დანაპირები, |
Verse: b | თუ აფრასიობ დაიძვრის, | მე ფიცხლავ შენკერძ ვირები, |
Verse: c | შენ ფირანს ნუ ერიდები, | მოლესე შუბის პირები, |
Verse: d და | იქნები გამარჯვებული, | მე ლხინსა ვენაწილები". |
Strophe: 4511_[4428] | ||
Verse: a | ესე წიგნი დაბეჭდული | მისცა აჯერ ფალავანსა, |
Verse: b | მერმე ტუსი აჴმობინა, | გაუძახა ერთსა მზღვარსა; |
Verse: c | თვითან წასვლა გააპირა, | არჩევს კარგსა მეომარსა, |
Verse: d და | იგ ახალი ფალავანი | წასდგამს ფეჴსა ბედნიარსა. |
Strophe: 4512_[4429] | ||
Verse: a | ათი ათასის კაცითა | კარგითა, დარჩეულითა, |
Verse: b | პირი მიაპყრო გოდერძის | საომრად დაკაზმულითა; |
Verse: c | აჯერ მოიღო ანბავი | პირითა მხიარულითა, |
Verse: d და | გამოეგებნეს თავადნი, | მათ მოისმინეს ყურითა. |
Strophe: 4513_[4430] | ||
Verse: a | აჯერ ლაშქართ მოაჴსენა | ჴელმწიფისა ბრძანებული, |
Verse: b | კვლა მოკითხვა ქაოზისგან (?), | გაყმაწვილდა ბერი გული; |
Verse: c | გოდერძიმ თქვა: "ყველა გავსცე | ზარდახშანშიგ ჩადებული, |
Verse: d და | აბჯარი და საქონელი, | ჯოგი ძოვნად გაშვებული. |
Strophe: 4514_[4431] | ||
Verse: a | ყველა საომრად მოჰკაზმა, | ქვეითი, ცხენოსანია, |
Verse: b | სისხლისა ძებნას აპირებს | თურქთ ზედა გულოვანია; |
Verse: c | ფირანს რა ესმა, დაღონდა, | თქვა: "ჴერჴი მოსაჴმარია, |
Verse: d და | სჯობს მიუწერო გოდერძის | მე წიგნი სატყუარია". |