TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 227
Previous part

Chapter: 144 
აქა ფირანის წიგნი გოდერძის თანა







Strophe: 4515_[4432] 
Verse: a       მიუწერა: "ვარ მოაჯე,   შევქნათ საქმე მტერობისა,
Verse: b       აგისრულდა გულის ნება,   -- შენი ჴმალი სისხლსა ღვრისა;
Verse: c       ჟამი არის მოგეწყინოს   ჴოცა ყველას მეყვისისა,
Verse: d    და   შენ კაცთაგან არ გრცხვენიან.   რად დაგვიწყდა შიში ღვთისა?






Strophe: 4516_[4433] 
Verse: a       დიდსა საქმეს ნუ დააგდებ,   ბოლო კარგად არ მოჰჴდების,
Verse: b       იცი, შენი ბრალი არის,   რაცა სისხლი დაიღვრების;
Verse: c       კაცსა უნდა ღვთისა შიში,   რა შავი თმა გათეთრდების,
Verse: d    და   თუ აწ კიდევ შეიბმიან,   ერთი მთელი არ მორჩების.






Strophe: 4517_[4434] 
Verse: a       რასაც ირჩით საერანოდ,    გავჰყოთ ყველა სამართლითა,
Verse: b       აფრასიობს შევეკითხვი,   დავსდვა მისის პირობითა:
Verse: c       ბალხეთი და არაბეთი,    ბალახშანი ნიმროზითა,
Verse: d    და   ალანი და დევისტანი    მიითვალე ყაფის მთითა.






Strophe: 4518_[4435] 
Verse: a       მერმე ფიცით შეგიჯერებ,   რომ ცოცხალი არ გემტერო,
Verse: b       შენცა გნუკავთ: მაგაზედა   ქაიხოსრო დააჯერო;
Verse: c       რაც გეთხოვნა საქონელი,   მე მძევლები დავაყენო,
Verse: d    და   ჩემსა ნურას დაიჯერებ,   ვირ თვალითა არ გიჩვენო.






Strophe: 4519_[4436] 
Verse: a       იჴოცებიან უწყალოდ,   მე მეშინიან ღვთისაგან,
Verse: b       არ დასწყნარდები, ვერ გასძეღ   თურანელთ სისხლთა ღვრისაგან;
Verse: c       გამოარჩივე, ვინც გინდა,   ჭკვიანი მაგ ლაშქრისაგან,
Verse: d    და   მოვალ და ათვლით შევიბნეთ,   დაგცდით ჩემისა ჴმლისაგან.






Strophe: 4520_[4437] 
Verse: a       თან მოვიტან შემცოდეთა,   ვინცა გინდა შეაბენით,
Verse: b       თუ ჯობინი თქვენკენ დარჩეს,   უბრალოთა ერიდენით;
Verse: c       ჩვენკენ დარჩეს გამარჯვება,   ვფიცო, აღარ ვიყო წყენით,
Verse: d    და   თუ არ გმართებს დაჯერება,   სამართალი თქვენვე ჰქენით.






Strophe: 4521_[4438] 
Verse: a       თუ გწადიან ერთპირ შებმა,   რაზმში ჴმალმან გაიაროს,
Verse: b       რომელსაცა გაემარჯვოს,   მისმან გულმან გაიხაროს.
Verse: c       ვინცა სჯობდეს სამართლითა,   ღმერთი იმას მოეჴმაროს,
Verse: d    და   შენ მიიგდე საუკუნოს,   რაცა სისხლი დაიღვაროს".






Strophe: 4522_[4439] 
Verse: a       ესე წიგნი დაბეჭდული   ფირან შვილსა მიაბარა,
Verse: b       ათი კაცი წაატანა,   მოციქულად გამოგზავნა;
Verse: c       გოდერძისთან რა მოვიდა,   სფაადარი ესალამა,
Verse: d    და   მას ამბავი ფირანისა    ჰკითხა, შვილსა დააგვანა.






Strophe: 4523_[4440] 
Verse: a       როინ წიგნი ჴელთა მისცა,   დავედრული მოაჴსენა,
Verse: b       იგ ლაშქართა წაუკითხა,   მწიგნობარი წააყენა;
Verse: c       გოდერძის და ვინცა იყვნეს   გამორჩევა მოეწონა,
Verse: d    და   თქვეს: "თუ მაგას არ გაჰყვებით,   უსაცილოდ ვსტყუით ჩვენა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.