TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 228
Previous part

Chapter: 145 
აქა გოდერძისაგან ფირანის წიგნის პასუხი







Strophe: 4524_[4441] 
Verse: a       მიუწერა: "გავიგონე   როინისგან მონაჴსენი,
Verse: b       ნამეტნავად გამიკვირდა   ასრე ტკბილი წიგნი შენი;
Verse: c       ენა გულსა არ გაბია,   ხარ ტყუილი მოლაყფენი,
Verse: d    და   უგუნურთა მოატყუებ,   შენ შეგიტყობს კაცი ბრძენი.






Strophe: 4525_[4442] 
Verse: a       აწ ღალატი უჟამო არს,   რას აპირებ, არ იქნების,
Verse: b       ჩემი გული ჯავრიანი   საომრადვე ემზადების;
Verse: c       მანდით თქვენცა შეეკაზმეთ,   ვნახოთ ეტლი ვით ბრუნდების,
Verse: d    და   რაცა ღმერთსა გაუგია,   კაცი ვერსით ვერ ასცდების.






Strophe: 4526_[4443] 
Verse: a       როდის გივი გამოვგზავნე   თქვენს წინაშე მოციქულად,
Verse: b       მაშინ არა გაიგონე,   აწ შეგქნია სინანულად;
Verse: c       რაცა თურიმ და სალიმ ქნეს,   კმა არ იყო მესისხლურად?
Verse: d    და   აწ სიაოშ თქვენ მოჰკალით,   ჩაგვიგზენით ცეცხლი გულად.






Strophe: 4527_[4444] 
Verse: a       სამოცდათის შვილისათვის   მე ვყოფილვარ ცრემლთა მღვრელი,
Verse: b       ყველა უწყლად დამიჴოცე,   მოყვასთათვის სასურველი;
Verse: c       მწარე თესლი დაგითესავს,   ტკბილს ნაყოფსა ვით მოელი?
Verse: d    და   მე თურანი მოვამტვერო,   რასა ხლათავ ვითა მელი?






Strophe: 4528_[4445] 
Verse: a       რაცა ჰქენ ერანელთზედა,    გახსოვს და მოგაგონდების,
Verse: b       გებრძანა: "მოგცემ მზევალთა,   საჭურჭლე რაც გვექონების,
Verse: c       ჴელმწიფეს წინა გაგზავნეთ,   თურანი დაგემონების,
Verse: d    და   დავიდვათ თქვენი ხარაჯა,   თქვენ ჩვენგან გაგეგონების".






Strophe: 4529_[4446] 
Verse: a       გოდერძი ეტყვის: "რას გარგებს   ეგ ახლა მოგონებული?
Verse: b       სისხლის საძებრად მოვსულვარ,   საომრად გაფიცხებული.
Verse: c       უწყლად მოჰკალით სიაოშ,    ღვთისაგან შეყვარებული,
Verse: d    და   მრავალი ქიშვადიანი,    სხვა ბევრი სახელ-დებული.






Strophe: 4530_[4447] 
Verse: a       ვერ უტყუი ბრძანებულსა,   ღმერთმან ნუ ყოს მისი მავნე,
Verse: b       მოიგონე ღონე რამე,   ჩვენი სპანი დაგაზავნე;
Verse: c       საჭურჭლე და ეგ მზევალნი   ქაიხოსროს გაუგზავნე,
Verse: d    და   შენ თუ ამას დაიჯერებ,   მომირჩები, არა გავნე.






Strophe: 4531_[4448] 
Verse: a       მე ხვაშიადად გიანბობ:   ნუ ხარ თავისა მტერია,
Verse: b       სად არის აღმოსავლეთი,   შენ იცი მზის აერია;
Verse: c       იქითით ხაზარეთამდის    ფარემუზს დაუჭერია,
Verse: d    და   ნიმროზი, სინდნი, ჰინდონი    გმირს როსტომს მოუმტვერია.






Strophe: 4532_[4449] 
Verse: a       შენ გონიერად ისმინე,   ცნობანი ნუ დაგლევიან:
Verse: b       მებრძვი, ჩემისა ჴელითა   დღეს სისხლი დაგექცევიან,
Verse: c       მოსულან სახელ-დებულნი,   იცი, რომ მოგერევიან,
Verse: d    და   ასი ათასი მებრძოლი   აგერ აქ შეიქცევიან.






Strophe: 4533_[4450] 
Verse: a       თქვენ სიაოშ მოატყუე,   შეჰფიცე და მამად ხადე,
Verse: b       სულიერსა არ დაინდობ,   ეშმაკისა ნუ ხარ ბადე;
Verse: c       გებრძანა თუ: "მე გჯობივარ,   კარგ ყმობითა დაიბადე".
Verse: d    და   თუ არ გაჴსოვს ვაჟკაცობა,   ბერი კიდევ გამომცადე.






Strophe: 4534_[4451] 
Verse: a       ჩვენ შევიბნეთ რაზმ-წყობილნი,   უამისოდ არ იქნების,
Verse: b       თუ მას იტყვი, ვერ დაგიდგამ,   მოყვასთაცა შეგჭირდების;
Verse: c       სხვა ლაშქარი მოივატო,   ჩემგან ცლითა გედროების,
Verse: d    და   დაკოდილი ვინცა არის,   გაცლი ვირემ გამთელდების".






Strophe: 4535_[4452] 
Verse: a       ლაშქარზედა წაიკითხეს,   დიდებულთა მოეწონა,
Verse: b       დაბეჭდა და როინს მისცა,   საუბარი გააგონა;
Verse: c       მერმე მისცა უსაზომო   თვალ-გუარი, ვინ აწონა?!
Verse: d    და   ძენი მისნი დაჴოცილნი,   შვილის შვილნი მოიგონა.






Strophe: 45ṗ6_[4453] 
Verse: a       ფირანს ესმა საუბარი,   არ იმათი საწადელი,
Verse: b       თქვა: გოდერძის" მოეგონა,   რაც აკლია საყვარელი;
Verse: c       მე საძილად არ მცალიან,   მიმაჩნია ომი ძნელი,
Verse: d    და   აქანამდის რაცა ვსთხოეთ,   გამოჩნდების საძირკველი.






Strophe: 4537_[4454] 
Verse: a       ჴორციელი ომანს გვანდეს,   არვინ არის ჯავშან-სრული,
Verse: b       იგ ნოსტევან დამავიწყა,   მან გამიპო ორად გული;
Verse: c       მათი სისხლი ჩვენ ვიძებნოთ,   ჴმალი გვქონდეს მოლესული,
Verse: d    და   მოიწიფოს ერანელთზედ    ღვთის ძალითა აღსასრული".






Strophe: 4538_[4455] 
Verse: a       აფრასიობს წინ გაგზავნა   მან კაცი სახელ-დებული,
Verse: b       "ეტლს არ უნახავს შენებრივ   ჴელმწიფე დაბადებული.
Verse: c       ქაიხოსროვის საქმითა   ვარ შენი შეცოდებული,
Verse: d    და   ღვთისა განგება კაცთაგან   ვინ ნახა შეცვალებული?






Strophe: 4539_[4456] 
Verse: a       ჩვენ ძველმან ჭკუამ რა გვიყო,   ისმინე მონახულია:
Verse: b       ქათაბათს დგანან ნაკოდნი   რაცა ლაშქარი ჩვენია;
Verse: c       აქ ერანელნი მოსულან,   რაც გმირნი უფრო მძლენია.
Verse: d    და   გოდერძი ქიშვადიანი    ჰპირობს, იძებნოს ძენია.






Strophe: 4540_[4457] 
Verse: a       სამსა დღესა დაკაზმულნი   ერთმანერთსა ვეუბენით,
Verse: b       არ მოშორდენ სიმაგრესა,   დავსთმეთ, აღარ შევიბენით;
Verse: c       ომან გაჰყვა მუქარასა    შეჭურვილი კბილთა ღრჭენით,
Verse: d    და   მოკლა ბეჟან გივის შვილმახ,   შეჭირვებით ავივსენით.






Strophe: 4541_[4458] 
Verse: a       ორი ათასის კაცითა   მათ ზედა დავესხენითა,
Verse: b       ნოსტევან სახელ-დებული   მოკვდა მისითვე ჴელითა,
Verse: c       ვიტირეთ, ვითა გვმართებდა,   ჩვენ ცრემლი დავღვარენითა,
Verse: d    და   წავჰჴედით გულ-მტკივნეულნი,   ერთპირად შევიბენითა.






Strophe: 4542_[4459] 
Verse: a       ჩვენ ერთსა დღესა მოგვიკლეს   ხუთასი სახელ-დებული,
Verse: b       სხვა ორი წილი უფროა   მიწათა გასწორებული;
Verse: c       იგ აპირობენ, რომე ქნან   ტრედზედა შავარდნებული,
Verse: d    და   თუ არ გვიშველი, უცილოდ   ვიქნებით ვაგლახებული.






Strophe: 4543_[4460] 
Verse: a       თქვეს თუ: მოვა ქაიხოსრო,    სრულ ერანი თან მოჰყვების,
Verse: b       მათი ომი მეძნელების,   ჩვენზედ მიწა შევიწრდების,
Verse: c       ჴორციელი მეომარი   წინ ვერავინ დაუდგების,
Verse: d    და   ჩვენგან გული დამწვარი აქვს,   სრულ თურანი აოჴრდების".






Strophe: 4544_[4461] 
Verse: a       აფრასიობ გაიგონა,   ჯავრით ფერი წაუვიდა,
Verse: b       ახლოს დასვა გაგზავნილი,   რაცა ქნილა, მას ჰკითხვიდა;
Verse: c       მას ღამესა იგონებდა,   თუ სთქვა, ცეცხლი დასდაგვიდა.
Verse: d    და   შეიყარა დიდებული,   რა ერთი დღე გამოვიდა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.