TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 229
Previous part

Chapter: 146 
აქა ფირანთანა აფრასიობის პასუხი







Strophe: 4545_[4462] 
Verse: a       თავადთა უთავადესო,   ვსცან ეტლი დაბრუნებულა,
Verse: b       თურანის ტახტი ნიადაგ   შენითა გამაგრებულა;
Verse: c       ფეშანგს უკანით თქვენებრივ   არავინ დაბადებულა,
Verse: d    და   შენი მებრძოლი ნიადაგ   წამჴდარა, ატირებულა.






Strophe: 4546_[4463] 
Verse: a       შემცოდეობა გებრძანა,   სასაქმოდ არ დაიდების,
Verse: b       განგებით მოვა წერილი,   რაც კაცსა წაეკიდების.
Verse: c       შენ ნუ ხარ შეჭირვებული,   გულს ჯანგი მოეკიდების,
Verse: d    და   მბრუნავი ეტლი ცრუ არის,   ერთზედ არ დაემკვიდრების.






Strophe: 4547_[4464] 
Verse: a       არავინ იცის ღვთის მეტმან,   რაც კაცსა გარდაჰჴდებისა,
Verse: b       ზოგჯერ მიხვდების დიდება,   ცათამდის ამადლდებისა;
Verse: c       გარდუბრუნდების სოფელი,   მიწასთან გასწორდებისა,
Verse: d    და   რა საჴსენოა ბრძენთაგან,   ვინ ეტლსა ემკლავებისა.






Strophe: 4548_[4465] 
Verse: a       ეტლი ნიადაგ ასრე იქს,   ვით ვხედავთ, მოარულია,
Verse: b       ერანელთზედა გვიქნია   მრავალჯერ ჟამი სრულია;
Verse: c       ვიცი, მოგიკლებს ძალ-გულსა   შენ ძმათა სიყვარულია,
Verse: d    და   აქიმი ვერას უშველის,   თუ გული დაკოდილია.






Strophe: 4549_[4466] 
Verse: a       ქაიხოსროს რა მოიყვანს?   თქვენგან მიკვირს, რატომ სთქვია,
Verse: b       იგ შანშეობს, არ დააგდებს,   სამოთხესა ურჩევნია.
Verse: c       თურანელთა შემოვიყრი,   მე ჯეონსა გამოვლია,
Verse: d    და   გოდერძის და ერანელთა    არ გაუშვებ, დავჰჴოც მია.






Strophe: 4550_[4467] 
Verse: a       ერანელთა ტახტ-გვირგვინსა   მიწასთანა გავასწორებ,
Verse: b       ქაიხოსროს თავს დავესხმი,   ხანჯლით თავსა გავაშორებ;
Verse: c       გამოცდილო ფალავანო,   ძნელსა საქმეს გამოვაგებ;
Verse: d    და   შენ ათასსა ერანელსა,    მიკვირს, რატომ არ აჴსენებ?






Strophe: 4551_[4468] 
Verse: a       ფირან უბრძანა თავადთა   ბრძანება-დავედრებული,
Verse: b       დააგულოვნა ლაშქარნი,   თვით არის შეჭირვებული,
Verse: c       იტყოდა: "დამბადებელო,   ვინცა გყავს ამაღლებული,
Verse: d    და   ვინ ნახა შენი განგება   კაცთაგან შეცვალებული?






Strophe: 4552_[4469] 
Verse: a       ჩვენ ვაპირებთ შეჴოცასა,   ნეტარ, ბოლო რა იქნების?
Verse: b       ამ ქიშვართა ჴელისაგან   აფრასიობ ნუ მოკვდების;
Verse: c       თუ მოირჭმის ქაიხოსრო,    ჩვენი საქმე გარდასწყდების,
Verse: d    და   აწვე მოვჰკვდე, მირჩევნია,   სული გვამსა გაეყრების".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.