TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 230
Previous part

Chapter: 147 
აქა გოდერძისა და ფირანის ომი ძალოვანი







Strophe: 4553_[4470] 
Verse: a       დაპირისპირდეს, შეიბნეს,   იბრძოდეს მთა და ბარია,
Verse: b       დია ჰგავს ჯარი ისრისა   ღრუბელი საწვიმარია;
Verse: c       შეიღებოდა სისხლითა   ჯაჭვი და ბარგისტანია,
Verse: d    და   ვით იტყვის ენა კაცისა,   ეყარა მკვდრისა ჯარია?!






Strophe: 4554_[4471] 
Verse: a       იტყოდეს: "თუ საღამომდის   ასრე ომი გაგრძელდების,
Verse: b       უცილოა, რომ ჩვენზედა   აღსასრული შეიქნების;
Verse: c       თურანელი რაცა არის,   ერთი მთელი არ მორჩების",
Verse: d    და   "ღონე რამე მოვიგონოთ",   ფირან ლოაქს ეუბნების.






Strophe: 4555_[4472] 
Verse: a       ფარშევად და თურქი ლოაქ    საღალატოდ წამოვიდა
Verse: b       სცნა გოდერძიმ, ფიცხლავ აჯერს    გივსა წინა გაგზავნიდა;
Verse: c       გივი ფიცხლავ გამობრუნდა,   ვითა ქარი წამოვიდა,
Verse: d    და   რაზმსა შიგან შემოიჭრა,   ბაბრაბსა და ჯაჭვსა სჭრიდა.






Strophe: 4556_[4473] 
Verse: a       გივსა როინ გამოექცა,   მამა უჭვრეტს ნაღვლიანი,
Verse: b       მოეწივა, ოთხი კაცი   კიდევ მოკლა ჯავშნიანი;
Verse: c       ფირან მშვილდსა გარდაუცვა,   ისარს ისვრის ჯავრიანი,
Verse: d    და   ვერ დაკოდა, დარაკასა   იფარებდა გულოვანი.






Strophe: 4557_[4474] 
Verse: a       "ხედავ, ცხენი აღარ გიზამს",   გივსა შვილი ეუბნების,
Verse: b       მე მასმია ფირანისგან,    მეომრისგან არ ევნების;
Verse: c       ცოტა არის საქმე მათი,   სული დიდხანს არ გაჰყვების,
Verse: d    და   რომ მასმია, იმისი დღე   გოდერძისგან გათავდების".






Strophe: 4558_[4475] 
Verse: a       ფირან თქვა: ლუაქ," რასა იქ?   ფარშევად გიახლებისა,
Verse: b       იბრძვის ლომ-გული გოდერძი,    წინ ვერვინ დაუდგებისა;
Verse: c       ჩვენზედ გაშავდა საწუთრო,   თუ გივი არ მოკვდებისა,
Verse: d    და   ეს არის სახელისათვის   დღე ჩვენი მოჭირვებისა".






Strophe: 4559_[4476] 
Verse: a       ფარშევად და გმირი ლუაქ    გივსა სცემდეს ორნი ჴმლითა,
Verse: b       შუბით ჯაჭვი გაუტეხეს,   ვერა ავნეს გივსა ღვთითა;
Verse: c       გაფიცხდეს და მას ორნივე (!)   გარე სცემდენ საომრითა,
Verse: d    და   გმირი ომით ვერ გააძღეს,   ვითა სპილო საგდებლითა.






Strophe: 4560_[4477] 
Verse: a       ბეჟან ფარშევადს ჴმალი ჰკრა,   დალეწა მუზარადია,
Verse: b       აჯერ ანდერმანს -- ისარი,   გმირულად დასაქადია;
Verse: c       უნაგირშიგან გაავლო,   მასთან ქეჯიმი ბადია,
Verse: d    და   თავს უთხრა: "ცხენსა რას ვაქნევ?   გიჯობს, ქვეითი წადია".






Strophe: 4561_[4478] 
Verse: a       მათ იბრძოლეს საღამომდის,   ვით მართებდა, სისხლი ღვარნეს,
Verse: b       ნაომარნი მოღალულნი   ერთმანერთსა გაეყარნეს;
Verse: c       დგას გოდერძი ზებადზედა,    თურქთ ქათაბათს თავნი არნეს,
Verse: d    და   კარგი ეტლი დაინახეს,   ერანელთა გაიხარნეს.






Strophe: 4562_[4479] 
Verse: a       გივი იტყვის: ფირან" ვნახე,   ფიცხლავ შუბით შეუტივე,
Verse: b       დადგა ცხენი, ვეღარ დავსძარ,   საჴმლოდ რახანც მოვეწივე;
Verse: c       ბეჟან მითხრა: "დაიჯერე,   სიჩქარესა მოერივე,
Verse: d    და   ეგ მოკვდების გოდერძისგან,    დღეს იმისთვის ვერა სძლივე".






Strophe: 4563_[4480] 
Verse: a       აგრე უთქვამს მეცნიერთა:   გოდერძიმ" თქვა მართალია:
Verse: b       "ნაომართა ლხინი ვნახოთ,   დღეს აბჯარსა გავიჴდია;
Verse: c       საქმე ჩვენის ნებისად ჩანს,   ღმერთსა ვმადლობ მისთვის დია,
Verse: d    და   ვითა ფრიდონ ტოაქს უთხრა,   იმისებრივ გამოსცდია.






Strophe: 4564_[4481] 
Verse: a       მე ჩემნი შვილნი მაჴსონდენ,   რად ელის დავიწყებასა?
Verse: b       ახლად აპირებს კიდევე   ღალატად მოტყუებასა;
Verse: c       უთხრა თუ: "გათვლით შევიბნეთ   ამითა მიზეზობასა".
Verse: d    და   ღვთისა და ხოსროს ბედითა   მივსცემ ლახვართა სობასა.






Strophe: 4565_[4482] 
Verse: a       პირველად გავალ მუქარად   ბერი, თავ-გათეთრებული,
Verse: b       გივი და როინ შეიბნენ,   ვით ლომი გაფიცხებელი;
Verse: c       რა ომან მოკლა ყმაწვილმან,   ვართ ღვთითა გამარჯვებული,
Verse: d    და   ფირანის გული მას აქათ   ტირის ბედ-გაშავებული.






Strophe: 4566_[4483] 
Verse: a       გაიგონეს გოდერძისგან,    ერანელნი დალოცვიდეს,
Verse: b       უმძიმს ომი სფაადრისა,   ტიროდეს და ცრემლსა ღვრიდეს;
Verse: c       "არის ბერი ფალავანი,   სამუქაროდ სად წავიდეს?
Verse: d    და   ჩვენ სიცოცხლე ვისღა გვმართებს,   თუ ამისი დღე მოვიდეს?"






Strophe: 4567_[4484] 
Verse: a       გოსტამს უბრძანა: "იფრთხილე,   ვინ იცის, რა მოჰჴდებისა?!
Verse: b       ტანს ნუ გაიჴდი აბჯარსა,   ძილად ნუ მოგცალდებისა;
Verse: c       ჩემზედა ჟამი შევიწრდეს,   ომი ნუ გესწრაფებისა,
Verse: d    და   იცოდით, მეოთხეს დღესა   ჴელმწიფე მოგესწრებისა".






Strophe: 4568_[4485] 
Verse: a       გოსტამს ცრემლი მოედინა,   ტირილითა მოაჴსენა:
Verse: b       "რაც გვიბრძანე, ფალავანო,   განაღამცა აგრე ვქენა, --
Verse: c       აქანამდის თურანელნი    შეჭირვებით ავავსენა,
Verse: d    და   თქვენ საომრად მარტო მიხვალ,   ვის ვიახლოთ აწე ჩვენა?"






Strophe: 4569_[4486] 
Verse: a       ფირან უბრძანა ლაშქართა:   "თქვენ ნუ ხართ შეშინებული,
Verse: b       თუ ვნახეთ ერთხელ გოდერძი    ჩვენზედა გალაღებული,
Verse: c       გული გამართეთ საომრად,   ქვისებრივ გამაგრებული,
Verse: d    და   არვინ ყოფილა ღვთის მეტი   ნიადაგ გამარჯვებული.






Strophe: 4570_[4487] 
Verse: a       თუ გამოგყვნენ მუქარასა,    თავი გმირთა დაადარე,
Verse: b       ვით გმართებდეს, ჯომარდობა   ამათზედა მოიჴმარე;
Verse: c       შემოგებნან ჴელიერთად,   მათი სისხლი ხანჯლით ღვარე,
Verse: d    და   სიკვდილი და შობისა დღე   ერთმანერთსა დაადარე"..






Strophe: 4571_[4488] 
Verse: a       მოაჴსენეს: "ფალავანო,   მონანი ვართ ბრძანებისა,
Verse: b       არავინ ვართ უგუნურნი,   ჩვენი საქმე თქვენცა გრჯისა,
Verse: c       დასთმე ძმები საყვარელი,   ცეცხლი დაგწვავს შვილებისა,
Verse: d    და   საქმე გაჴდა უბოლოვოდ,   რა ვინ ზავსა მოელისა.






Strophe: 4572_[4489] 
Verse: a       შეჯდა ფირან, წამოვიდა,   მას ადგილსა საომარსა,
Verse: b       იგ გოდერძის მოაჴსენებს   საუბარსა მრავალ-გვარსა:
Verse: c       "შენ სიაოშს რატომ აწყენ?   ედემს არის შუა მზღვარსა,
Verse: d    და   მიკვირს: ღმერთი ვით დაგითმობს   ამ ყველასა შენგან მკვდარსა?






Strophe: 4573_[4490] 
Verse: a       ორნი შევიბნეთ მე და შენ,   ლაშქართა ნუ ემტერები,
Verse: b       გათვლით თავადნი ვინც გინდა,   მის-მისად შესაფერები;
Verse: c       ვისიცა ეტლი აჯობებს,   იქნების დასაჯერები,
Verse: d    და   მართალი სამართალია,   ტყუილად არ გეფერები".






Strophe: 4574_[4491] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "მაგ საქმესა   ვინატრიდი დია ღვთითა,
Verse: b       ჩემი შვილი გამოვგზავნე   იმისებრივ საუბრითა;
Verse: c       კვლა ლაშქარი შეგეყარა,   ზედ მოგვიჴე საომრითა,
Verse: d    და   რადა ყოვნის ჟამი არის?   გარდავსწყვიტოთ აწვე ჴმლითა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.