Strophe: 4590_[4507] | ||
Verse: a | რაცა თურქთა დაემართა, | მელექსემან ვერა ვსთქუა, |
Verse: b | ბარათ გურამს ლახტი დაჰკრა, | გაუჴეჩა თავი შუა; |
Verse: c | მუზარადმა ვერა არგო, | ზეენკალო, შეჰქენ სხუა! |
Verse: d და | ავისა ქნა ჴმელი ხეა, | მოსხმა მისი კარგი ნუა! |
Strophe: 4591_[4508] | ||
Verse: a | "ეს ფალავანნი დღესითგან | ყველანი გარდაჰჴდებიან, |
Verse: b | ვართ შენგან უნაწილონი", | გლახ მზესა ეუბნებიან; |
Verse: c | საბრალონია მჭვრეტთათვის, | ეტლთაცა ებრალებიან, |
Verse: d და | უყვარდა ეს ცრუ სოფელი, | მიწასთან გასწორდებიან. |
Strophe: 4592_[4509] | ||
Verse: a | ათი თურქი გამოვიდა, | ვინცა იყო შემცოდენი, |
Verse: b | ერანელთა მორეოდეს, | იგ ამისი მონატრენი; |
Verse: c | ერანელნი ილოცვიდეს | ღმერთს წინაშე მოაჯენი: |
Verse: d და | "ვსძებნოთ სისხლი ჴელმწიფისა, | დანაჴოცი მათგან ჩვენი". |
Strophe: 4593_[4510] | ||
Verse: a | ოცი კარგი მოწიფული | ლაშქართაგან გამოვიდეს, |
Verse: b | იგ ორნივე გამოთხოვით | ერთმანერთსა ჴმალსა ჰკვრიდეს; |
Verse: c | ფირან აღარ ამაყობდა, | ჩამოყრილნი სისხლსა ღვრიდეს, |
Verse: d და | გოდერძი და ერანელნი | თურანელთა მოერივნეს. |