TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 242
Previous part

Chapter: 159 
აქა გოდერძისა და ფირანის ომი. ნახეთ, თუ ჟამი რასა იქს







Strophe: 4594_[4511] 
Verse: a       შეიბნეს ორნი სფაადნი   გულითა მტკივნეულითა,
Verse: b       შუბითა, ჴმლითა, ლახტითა   გმირულად მოქნეულითა;
Verse: c       ფირან სცნა თავის სიკვდილი   გოდერძის ჭანგ-მახვილითა,
Verse: d    და   მაგრამ არ შედრკა, იბრძოდა   მკლავითა მოწიფულითა.






Strophe: 4595_[4512] 
Verse: a       ჰკრა ბარგისტანსა ისარი   გოდერძი გაფიცხებული,
Verse: b       ცხენს შიგ გაავლო, მოუკლა,   წაიქცა ათრთოლებული,
Verse: c       ფირან ქვეშ შემოიმწყვდია,   იყო ხანამდის დებული,
Verse: d    და   ადგა, გლახ მთასა მიმართა,   მირბოდა შეჭირვებული.






Strophe: 4596_[4513] 
Verse: a       გოდერძიმ ნახა, ატირდა,   თქვა: "დია მებრალებისა,
Verse: b       მაგრამ განგება კაცთაგან   აროდეს შეიცვლებისა;
Verse: c       კრულია ჟამი მუხთალი,   ყოველთა გვემტერებისა,
Verse: d    და   ვა, სიყვარული წაჴდების,   არვისთან გათავდებისა.






Strophe: 4597_[4514] 
Verse: a       შენ ერანელთა სამტეროდ   იყავ ლაშქართა ხლებული,
Verse: b       სჯობს ზენაარი ითხოვო,   ჟამი გაქვს შევიწრებული;
Verse: c       ჴელმწიფეს წინა მიგიყვან,   მაზედ ხარ ვალ-დადებული,
Verse: d    და   სიბერისათვის მეწყალვი   ჩემებრ თავ-გათეთრებული".






Strophe: 4598_[4515] 
Verse: a       შეუძახა: "ფალავანო,   არ ჴელ-გეყვის ქვეითობა,
Verse: b       სადა შენი ჯომარდობა,   ლაშქართ ზედა თავადობა?
Verse: c       შენ მეშველი არვინა გყავს,   რა ჰქენ შენი ჯომარდობა?
Verse: d    და   გმირთა სვეტო, აფრასიობს    გაუშავდა ამაყობა".






Strophe: 4599_[4516] 
Verse: a       ფირან თქვა: "მაგას არა ვიქ,   ვირ სული არ ამომჴდების,
Verse: b       სიბერის ჟამსა ყოველი   ჩემი სახელი წაჴდების;
Verse: c       რომ ჩემთვის ჴელი შეგეკრას,   დიდად სირცხვილად ჩამყვების,
Verse: d    და   კაცი რაზომცა ცოცხალა,   ბოლოდ ორჯელვე მოკვდების.






Strophe: 4600_[4517] 
Verse: a       ცხენზედა იჯდა გოდერძი,    მთას გარე იარებოდა,
Verse: b       გზა ვერ იპოვა, ჩამოჴდა,   იგ ვეფხსა ემსგავსებოდა,
Verse: c       ჰქონდა ფარი და ზუფინი,   გლახ, ფირან ებრალებოდა,
Verse: d    და   კლდის ნაპირშიგა იპოვა,   წინ ომად მოეგებოდა.






Strophe: 4601_[4518] 
Verse: a       მან ხანჯალი შემოსტყორცა,   მკლავსა სისხლი გაადინა,
Verse: b       გოდერძიმ თქვა: "ვეღარ დავსთმობ,   შენი თმობა მომეწყინა;
Verse: c       თუ შეგარჩენ ამის ქნასა,   შენ ცოცხალი მიხვალ შინა".
Verse: d    და   გაგულისდა, ზუფინი ჰკრა,   პირით ღვიძლი წაადინა.






Strophe: 4602_[4519] 
Verse: a       დაბრუნდა და წამოვიდა,   მთისა ძირსა უდგა ცხენი,
Verse: b       ერანელთა მოულოცეს:   "სფაადარი შენ ხარ ჩვენი,
Verse: c       დღეს რომელნი დაიჴოცნეს,   ეგე იყვნენ მეშფოთენი,
Verse: d    და   ქაიხოსროს მესისხლენი,   სიაოშის შემცოდენი".






Strophe: 4603_[4520] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "ღმერთი ჯერა,   დღეს ომითა რაცა ვჰქენით,
Verse: b       გამოვიდეს სამუქაროდ,   შემცოდეთა შევებენით;
Verse: c       ჩვენი ეტლი ავამაღლეთ,   მტერნი ჭირით ავავსენით,
Verse: d    და   ნიშანი და ესე მკვდარნი   ჴელმწიფესა მიართვენით".






Strophe: 4604_[4521] 
Verse: a       სოფლისა საქმე გასინჯეთ:   წამ ერთ ჩრდილისა სახია,
Verse: b       არ გათავდების მტერზედა,   ვინ უსამართლოდ ლაღია.
Verse: c       რუამს უბრძანა: "შენ წადი,   სადა ძეს ფირან მკვდარია,
Verse: d    და   აქ მოიტანე, რაც იყოს:   ცხენი და იარაღია".






Strophe: 4605_[4522] 
Verse: a       ქათაბათისა მთაზედა   ყარაულნი გადგომილან,
Verse: b       ფარშევადს და ლუაქს უთხრეს:   "ხედავ, ცანი დატეხილან:
Verse: c       ერანელნი თავადები   საშინაოდ გადგომილან,
Verse: d    და   ფირან სისხლში მომრჩვალია,   თავადები დაჴოცილან".






Strophe: 4606_[4523] 
Verse: a       ფირანობით დაიძახა:   "იყავ ჩვენი სფაადარი,
Verse: b       ჭკვიანი და მოსამართლე,   სპილოსებრივ მეომარი,
Verse: c       ჩინ- მაჩინს და თურანშიგა    თქვენი სწორი არვინ არი,
Verse: d    და   ტახტ-გვირგვინი მოსძულდების,   აფრასიობ გნახოს მკვდარი".






Strophe: 4607_[4524] 
Verse: a       ტიროდეს და იძახოდეს,   ეწვებოდა თურქთა გული,
Verse: b       ფარშევადს და ლოაქს წინა   მიდგეს სისხლით დადებულნი;
Verse: c       თქვეს: "მოვიდა უსაცილოდ   დღეს ჩვენზედა აღსასრული".
Verse: d    და   მათ ანდერძი მოიგონეს   ფირანისგან დავედრული.






Strophe: 4608_[4525] 
Verse: a       როდეს წავიდა საომრად,   ლაშქართა ეუბნებისა:
Verse: b       "მომკლან, იცოდით: თქვენზედა   დღეს ჟამი შევიწრდებისა;
Verse: c       თურანს მიმართეთ, ნუ გინდა   ერთი დღე დაყოვნებისა,
Verse: d    და   ცხვარი თუ არის უკაცოდ,   მგლისაგან აოჴრდებისა".






Strophe: 4609_[4526] 
Verse: a       ლუაქ თქვა: "ერთპირ შევებნეთ,   რაცა ვართ მეომარია,
Verse: b       არ შეიცვლების კაცთაგან,   ღვთისაგან რაც ნაქმარია;
Verse: c       ან შევეხვეწნეთ თავ-დაბლად,   ვითხოვოთ ზენაარია,
Verse: d    და   ვაზრობ, დაგვინდოს გოდერძიმ,    -- ღვთისა მოსავი არია".






Strophe: 4610_[4527] 
Verse: a       ლაშქართ თქვეს: "უწყლად მოგვიკლეს   ჩვენ გმირი სფაადარია,
Verse: b       ათი ჭაბუკი, მათებრივ   არა გვყავს მეომარია.
Verse: c       აწ ქაიხოსრო მოსულა,   ჴმელთა მნათობი არია,
Verse: d    და   ძლევა მათკენ ჩანს ღვთისაგან,   ჭკვა გვიჯობს მოსაჴმარია".






Strophe: 4611_[4528] 
Verse: a       იტყოდეს თუ: "რას ვაჴსენებთ   აფრასიობ ჴელმწიფესა?"
Verse: b       ფარშევად და ლოაქ შედრკეს,   რა ლაშქართა ესე თქვესა;
Verse: c       მალვით წასლვა გააპირეს,   ვერვის ეცნა მასვე დღესა,
Verse: d    და   ათი კაცი დაარჩივეს,   ცხენთა შესხდეს, წავიდესა.






Strophe: 4612_[4529] 
Verse: a       ერანელთა გუშაგი უთქს   ყარაულად სიმაგრესა,
Verse: b       მოეწივნეს შესაპყრობლად,   დაბრუნდეს და შეიბნესა;
Verse: c       მოერივნეს ერანელთა,    მათ რვა კაცი მოუკლესა;
Verse: d    და   არა ევნო უზიანოდ,   თავის გზასა წავიდესა.






Strophe: 4613_[4530] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "ავად იქნა,   წაგვივიდნენ მთელი რადგა";
Verse: b       მას პასუხი არვინ გასცა,   დაეთხოვა გოსტამ, მოდგა:
Verse: c       "ომში გვერცა ვერ გიახელ,   მე მრცხვენიან, ესე იდგა.
Verse: d    და   ამით თავსა ვისახელებ,   რომ გამკვეთონ ჴმლითა შვიდგა.






Strophe: 4614_[4531] 
Verse: a       გოდერძის დია იამა,   უბრძანა: "მათკენ ირეო,
Verse: b       ლომთა, ვეფხთა და ნიანგთა   ხანჯლითა მონადირეო,
Verse: c       ფარშევადს თავი მოჰკვეთე,   ლუაქ ჴელთ დაიჭირეო,
Verse: d    და   აფრასიობ და თავადნი   მათობით აატირეო".






Strophe: 4615_[4532] 
Verse: a       რა ლაშქართა ესალამა,   გოსტამ ცხენი გააჭენა
Verse: b       ბეჟან მიდგა: "სფაადარო,   -- იმან სპათა მოაჴსენა, --
Verse: c       გაგვიმარჯვა ბედმან თქვენმან,   სიხარულით აგვავსენა,
Verse: d    და   მარტო ორთა საომარად   რად გაგზავნე, რატომ ჰქენა?"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.