Strophe: 4616_[4533] | ||
Verse: a | ამ სიტყვაზედან გოდერძი | ჩავარდა საგონებელსა, |
Verse: b | ბრძანა თუ: "სახელის ძებნა, | პატივი გინდა რომელსა? |
Verse: c | წახვიდე, გოსტამს უშველო, | სპილოსა დამათრობელსა?" |
Verse: d და | პასუხი არვინ გამოსცა, | ვარდს ჰგვანან დასაზრობელსა. |
Strophe: 4617_[4534] | ||
Verse: a | ბეჟან იტყვის: "ჩემგან კიდე | არვინ უჩანს მას მეშველი, |
Verse: b | გული ორად გამპობია, | მე მწვავს ღაწვთა ცხელი ცრემლი, |
Verse: c | მას გოდერძი უბრძანებდა: | "ყმაწვილი ხარ დაუცდელი, |
Verse: d და | მამაშენსა გულს ნუ დასწვავ, | მარტო ჰყავხარ სასურველი". |
Strophe: 4618_[4535] | ||
Verse: a | "ცოცხალსა მინდა მივესწრა, | მათგან არ ვნახო მკვდარია, |
Verse: b | აწ გეხვეწები: გამიშვი, | მიბოძე მე ფარვანია! |
Verse: c | ბალავანს რა ქნა ჩემზედა, | იგ დიდი საჴსოვარია, |
Verse: d და | თავი რად მინდა ცოცხალი | გოსტამის მოუჴმარია?!" |
Strophe: 4619_[4536] | ||
Verse: a | გოდერძიმ თქვა: "დია მიკვირს, | თუ ვერ გასძეხ შენ ომითა, |
Verse: b | რადგან თავი არ გეწყალვის, | წადი ჩემის ბრძანებითა; |
Verse: c | მიმძიმს, რომე გულსა დასწვავ | მამას შენის სირეგვნითა, |
Verse: d და | მიწასთანა გასწორდები, | ვაჟო, შენის სიჩქარითა". |
Strophe: 4620_[4537] | ||
Verse: a | გივი უკან წამოუდგა, | სევდისაგან შეფლობილი, |
Verse: b | უბრძანა თუ: "რატომ დამწვავ? | ადარა მყავს მე სხვა შვილი, |
Verse: c | რატომ მიხვალ სასიკვდილოდ? | მითხარ შენი გაგებული, |
Verse: d და | ათი დღეა, ომშიგან ხარ, | რკინაშიგან გაცვეთილი. |
Strophe: 4621_[4538] | ||
Verse: a | პატივი დამდევ, ნუ წახვალ, | დღეს გმართებს სიხარულია, |
Verse: b | ვინ იცის, ეტლი რასა იქს, | ცრუ ეტლი, მოარულია?! |
Verse: c | თუ რამ გევნების, დავიწვი, | ვიქნები დაკარგულია, |
Verse: d და | სოფელი ზღვაა მღელვარე, | კაცზედან მოქადულია". |
Strophe: 4622_[4539] | ||
Verse: a | ბეჟან იტყვის: "არ დავდგები, | თუ სულიცა ამომჴდების, |
Verse: b | ვირ ცოცხალვარ, გოსტამისა | ჩემგან გაყრა არ იქნების, |
Verse: c | განგებისა შეცვალება | კაცისაგან არ ეგების, |
Verse: d და | მისთვის სული გამიწირავს, | შველა მეტად მესწრაფების". |
Strophe: 4623_[4540] | ||
Verse: a | გივი შვილსა მას უბრძანებს: | "საუბარი მომისმინე, |
Verse: b | სიჩქარითა ნუ წაჰჴდები, | მართალი ჭკვა დაიჭირე; |
Verse: c | მეცა გვერცა გიახლები, | რადგან წასლვა გააპირე, |
Verse: d და | შენ ფარშევადს დაგანებებ | ლუაქ ბერსა მონადირე". |
Strophe: 4624_[4541] | ||
Verse: a | ბეჟან ჰკადრა: "მომისმინე, | ჴელმწიფისა თვალთა მზესა! |
Verse: b | ხოსროვიანთ ნათესავი | საწუთროსა სჩანან დღესა; |
Verse: c | ღმერთმან ნუ ყოს, მათი გვარი | ორთა სამი მისდევდესა! |
Verse: d და | შეიქეც და მე გმსახურებ, | ქაიხოსროს სიმართლესა!" |
Strophe: 4625_[4542] | ||
Verse: a | ატირდა და უკმობრუნდა, | გივი შვილსა დალოცვიდა, |
Verse: b | ბეჟან ცხენი გააჭენა, | გოსტამისკენ წამოვიდა; |
Verse: c | მისი შველა დია უნდა, | ქარივითა მალე ვლიდა, |
Verse: d და | რომ ცოცხალსა მისწრებოდა, | ღვთითა ამას ინატრიდა. |
Strophe: 4626_[4543] | ||
Verse: a | ჩამოჴდენ თურქნი მაშვრალნი | ჭალასა საძოვრიანსა, |
Verse: b | მოკლეს ნადირი, შეჭამეს, | ვით მართებს გულ-ნაღვლიანსა; |
Verse: c | ლუაქ დაწვა და ფარშევადს | ღვიძავს ჴმალ-დარაკიანსა, |
Verse: d და | ჴვივილი ესმა ცხენისა, | თქვა: "ახლა ვიწვი ალანსა". |
Strophe: 4627_[4544] | ||
Verse: a | დაკაზმულნი ცხენსა შესხდეს, | მინდორზედა გამოვიდეს, |
Verse: b | შორით გოსტამ დაინახეს, | მისსა ომსა გაჰპირვიდეს; |
Verse: c | თქვეს: "გავექცეთ საილათოდ, | მინდორსავე წამოვიდეს, |
Verse: d და | ჩვენ თუ ბედი არ გვიტყუის, | იგ ცოცხალი არ წავიდეს". |