TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 252
Previous part

Chapter: 169 
აქა აფრასიობის გარდახვეწა ქაიხოსროსაგან







Strophe: 4726_[4643] 
Verse: a       რა დაღამდა, დაეკაზმნეს,   აფრასიობ გაიპარა,
Verse: b       არ მოელის სიცოცხლესა,   თანა ვერა გაიტანა;
Verse: c       კარვები და სრა-ფარდაგი   ერანელთა დაუყარა,
Verse: d    და   იყო ფიცი ეშმაკისა.   ნახე, რასაც მოეჴმარა!






Strophe: 4727_[4644] 
Verse: a       სცნა ქაიხოსრო, ილოცავს   მადლის მიმცემი ღვთისათვი:
Verse: b       "ზოგნი დაბადენ სარჯელად,   მე, მიწა, -- გვირგვინისათვი;
Verse: c       მტერისა თვალი დააბრმე,   გმადლობდი ამა დღისათვი,
Verse: d    და   ვარ თერიაყი მტერისა,   მე ლხინი ერდგულისათვი".






Strophe: 4728_[4645] 
Verse: a       ზის ჴელმწიფე ტახტსა ზედა,   ერანელნი ულოცვიდეს,
Verse: b       რაც დაეგდო თურანელთა,    საქონელსა ვერ დასთვლიდეს,
Verse: c       ოქროსა და თვალ-გუარსა   ნაშოებსა მოზიდვიდეს,
Verse: d    და   უყო ღმერთმან საწადელი,   იგ რასაცა ინატრიდეს.






Strophe: 4729_[4646] 
Verse: a       ხოსრო იხარებს, იტყოდა:   "მე მწყალობს სახიერია,
Verse: b       რომ ღმერთმან კაცი გაწიროს,   ნეტარ, რა დასაჯერია?!
Verse: c       ჩვენ ტახტ-გვირგვინი გვიბოძა,   თვის-თვისად შესაფერია,
Verse: d    და   მოკვდების, ან დაიკარგვის,   ვინცა ჴელმწიფეთ მტერია".






Strophe: 4730_[4647] 
Verse: a       ხუთსა დღესა მუნა იდგეს   მხიარულნი ნებიერად,
Verse: b       ნავროზობა გარდიჴადეს,   იმღერდიან შვენიერად,
Verse: c       ვინცა ჰპოვეს ერანელი,    დამარხიან შესაფერად,
Verse: d    და   ქაოზს კაცი გაუგზავნეს,   აქა დასხდეს წიგნის წერად.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.