TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 253
Previous part

Chapter: 170 
აქა ქაიხოსროსაგან სამახარობლო წიგნი ქექაოზს წინაშე







Strophe: 4731_[4648] 
Verse: a       გაგზავნეს წიგნი, დაწერეს   მუშკითა შეზავებული:
Verse: b       ღმერთმან" ჩვენ გვიყო წყალობა,   დღეს იყავ გახარებული,
Verse: c       ქარაბს ვიბრძოლეთ სამს დღესა,   ვინცა ვართ სახელ-დებული,
Verse: d    და   ვით გმართებს, გაიხარენით,   მტერი გვყავს გამწარებული.






Strophe: 4732_[4649] 
Verse: a       ხვარაზმისა მინდორშიგან   ეტლი კარგი გაგიპირდა:
Verse: b       თურანელთა შევებენით,   მათ სიცოცხლე დაუძვირდა,
Verse: c       მანდ სამასი ტყვე ვიკადრე,   საპატიმროდ ვინცა ღირდა,
Verse: d    და   თვითოს თვითო ომსა შიგან   ასი ლომი არა ჰკვირდა.






Strophe: 4733_[4650] 
Verse: a       ომისაგან მოვიცალეთ,   ხუთსა დღესა აქ ვიდეგით,
Verse: b       ვნახით ჴმალთა განაკვეთი,   ჩვენ გვიკვირდა, მას ვაქებდით;
Verse: c       გარდიხვეწა აფრასიობ,    ჩვენ უკანა წაუდეგით,
Verse: d    და   ვნახოთ, ეტლი ვითა ბრუნავს,   ვის უნახავს კარგის ბედით.






Strophe: 4734_[4651] 
Verse: a       აფრასიობ შეიყარა,   თურქნი წყალსა გამოვიდეს,
Verse: b       მეყვისთა და შვილთა ტირის,   სიმწარისა ცეცხლი სწვიდეს,
Verse: c       მივიდა და ბუხარს დადგეს,   კვლავე ომსა გაჰპირვიდეს,
Verse: d    და   ვინცა მთელი მორჩომოდა,   სავაზიროდ შეიყრიდეს.






Strophe: 4735_[4652] 
Verse: a       მოაჴსენეს: "ჴელმწიფეო,   გაიგონე საუბარი:
Verse: b       ჩვენ წავჰჴედით სირეგვნითა,   გავიარეთ ოდეს მზღვარი,
Verse: c       ათასთაგან აღარა გვყავს   ერთი კარგი მეომარი,
Verse: d    და   ჯანჯას წადი, დაგვიჯერე,   ქანგ სამოთხე შენი არი".






Strophe: 4736_[4653] 
Verse: a       ქანგას მივიდა, ნადირობს,   გულ-ამოდ შეექცეოდა,
Verse: b       წართვის და სმიდის ღვინოსა,   ლხინი არ დაელეოდა;
Verse: c       მოვიდეს ყველგნით თავადნი,   მჭვრეტთ ნახვა იამებოდა,
Verse: d    და   თქვეს: "ფათერაკსა დავჴსნილვართ,   ჩვენ ვინცა მოგვერეოდა?"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.