TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 254
Previous part

Chapter: 171 
აქა ქაიხოსროსაგან ქანგას მისვლის ცნობა







Strophe: 4737_[4654] 
Verse: a       ხოსრო წყალსა გამოვიდა,   გაიგონე მონაჴსენი,
Verse: b       ყველგან კაცი გაუგზავნა:   "ნურვის გიმძიმს მოსლვა ჩვენი!
Verse: c       გმართებს, ღმერთსა მადლი მისცეთ,   მე მშვიდობა მინდა თქვენი".
Verse: d    და   მერმე გასცა გლახაზედა   უსაზომო საჭურჭლენი.






Strophe: 4738_[4655] 
Verse: a       ვისცა მისლვა უხაროდა,   საჭურჭლითა აივსიან,
Verse: b       მოვიდიან მუჴლ-დაყრილნი,   ზენაარსა ითხოვდიან;
Verse: c       გაიგონა აფრასიობ,    ტირს, მჴურვალი ცრემლი სდიან,
Verse: d    და   მან ლაშქართა ნახევარი   მუნ გაგზავნა, ჯანჯა ჰქვიან.






Strophe: 4739_[4656] 
Verse: a       სხვა ლაშქარი ტუაქს მიაქვს,   მინდორს მივა სპათა მზერად,
Verse: b       აფრასიობ გარდაჰჴდების,   ჩანს ნიშანი დასაჯერად;
Verse: c       ქაიხოსრო, ღვთის მოყვარე,   იქცეოდა გონიერად,
Verse: d    და   კარგი კაცი გამოჩნდების   სიმართლისა საძირკველად.






Strophe: 4740_[4657] 
Verse: a       არდავი და ბარდაველნი    გოსტამს მისცა, კარგი ზრდილნი,
Verse: b       როსტომ მინდორს გამოგზავნა,   ჰყვანდა სპანი დაკაზმულნი;
Verse: c       ხოსრომ სუღადს თვესა ერთსა   ზარდახშანი გასცა სრულნი,
Verse: d    და   მან ციხეთა მეომარნი   კაცნი ძებნა მონახულნი.






Strophe: 4741_[4658] 
Verse: a       ზღუდელნი და ქაშანელნი    ხოსროს გვერცა იახლესა.
Verse: b       რა შეიტყვეს თურანელთა,    მათ მიმართეს სიმაგრესა;
Verse: c       სადა ციხეს მოადგიან,   უომარად დაიქცესა,
Verse: d    და   შიგან მყოფთა ატყოებდეს,   გულზარიონს მივიდესა.






Strophe: 4742_[4659] 
Verse: a       გულზარიონი მოსწონდა,   მინდორი საძოვრიანი,
Verse: b       წყლის პირს ამართეს კარვები,   მუნ დადგეს ნაშოვრიანი;
Verse: c       დაჯდა ოქროსა ტახტზედა   მორჭმული, გვირგვინიანი,
Verse: d    და   ჰკრევდეს ჩანგსა და ბარბითსა,   იმღერდეს გულ-ნათლიანი.






Strophe: 4743_[4660] 
Verse: a       აფრასიობ ამას იტყვის:   "ახლოს მტერი მოგვწურვია,
Verse: b       აქა ყოფნა აღარა ჴამს,   სჯობს, რომ სხვაგან წავიდია".
Verse: c       მოაჴსენეს: "სფაადარო,   არა გვმართებს სიჯაბნია,
Verse: d    და   გზა არსით გაქვს წასავალი,   შუბის მეტი რა ღონია?!"






Strophe: 4744_[4661] 
Verse: a       რა გათენდა, ცხენსა შესხდეს,   ერთმანერთსა მას დაჰპირდეს,
Verse: b       მასკვლავთაგან უმრავლესი   ქანგიდაღმან გამოვიდეს;
Verse: c       დადგეს შვიდსა მილიონსა,   ხოსროს ახლოს არ მოვიდეს,
Verse: d    და   რა ოთხი დღე გამოვიდა,   წყობით რაზმსა გამართვიდეს.






Strophe: 4745_[4662] 
Verse: a       მარცხნით ქაბუდ, რაზმს უკანა   დგას გარსევაზ მესისხლია,
Verse: b       სპათა ზურგის შემნახავი   იყო მათი სიმაგრია;
Verse: c       მარჯვნით ჯანი მეომარი,   ვაჟი არის ერთობ მძლია,
Verse: d    და   რაზმთა შუა აფრასიობ    ჟამთა ბევრჯელ დაუცდია.






Strophe: 4746_[4663] 
Verse: a       ერანელთა რაზმთა შუა   დგას გოდერძი დღესა მისსა,
Verse: b       მანეშან და ხუზან, ტუსი,    ფეროზ მქნელი გმირი ჭკვისა;
Verse: c       გურგენ, გოსტამ, შედოშ, აჯერ,    გივი, შვილი გოდერძისა,
Verse: d    და   დგას რაზმს მარცხნით იგ ფარემუზ,    იმედი აქვს სიმაგრისა.






Strophe: 4747_[4664] 
Verse: a       შეიბნეს და ჰგავს ვარსკვლავნი   ზეცით მეხსა ჩამოჰყრიან,
Verse: b       თავი ტანსა ვერ იპოებს,   ერთმანერთის სისხლსა ღვრიან;
Verse: c       მათ დაჴოცეს ერთმანერთი,   გონიერნი ცალკე დგიან,
Verse: d    და   "საღამომდის სულიერი   არ მორჩები?", იტყოდიან.






Strophe: 4748_[4665] 
Verse: a       დგას ქაიხოსრო, ილოცავს   ლაშქართა მოშორვებული,
Verse: b       იტყოდა თუ: "შემოქმედო,   ვარ შენი დაბადებული;
Verse: c       შენ გამიმარჯვე, არ ვიყო   მტერთაგან მიჭირვებული,
Verse: d    და   დაღონებული ჭირთაგან,   ვით რკინა გაჴურვებული.






Strophe: 4749_[4666] 
Verse: a       ადგა ქარი საშინელი,   ქაიხოსრო ილოცვიდა,
Verse: b       გაიყენა ყარაული,   თურანელთა პირს აყრიდა;
Verse: c       ვინცა ზურგი შეაქცივის,   აფრასიობ თავსა სჭრიდა,
Verse: d    და   ცოცხალია დაკოდილნი,   მათ საღამო უკუ ჰყრიდა.






Strophe: 4750_[4667] 
Verse: a       მას ღამესა აფრასიობ    საომარად ემზადების,
Verse: b       კაცნი წინა წაიყენა,   იგ საქმესა უფრთხილდების;
Verse: c       არა იცის უგუნურმა,   ეტლი როგორ იარების,
Verse: d    და   სხვა გაეგო განგებასა,   წინა ვერვინ დაუდგების.






Strophe: 4751_[4668] 
Verse: a       გოსტამის მახარობელი   მოვიდა მალე რბენითა:
Verse: b       "ჩვენ ყარხანს უღალატენით,   მძინარსა დავესხენითა,
Verse: c       არვინ მოგვირჩა ცოცხალი,   ერთობით დავჰჴოცენითა,
Verse: d    და   თვით ყარხან გარდაეხვეწა,   ის მარტო, ოდენ ცხენითა".






Strophe: 4752_[4669] 
Verse: a       კვლა ამბავი მოუვიდა   როსტომ კარგის ფალავნისა:
Verse: b       "მე ვიარე დღე და ღამე,   შევამოკლე სიგრძე გზისა,
Verse: c       მოვეწივე, ამოვსწყვიტე,   ვსცნით საქმენი მინდორისა,
Verse: d    და   მე მივმართე თურანელთა,    ჩემი ჴმალი სისხლსა ღვრისა".






Strophe: 4753_[4670] 
Verse: a       ერანელთა გაიგონეს,   შექნეს დიდი სიხარული,
Verse: b       აფრასიობს მოუვიდა   ყარანისგან მოციქული:
Verse: c       "მე ლაშქარი დამიჴოცეს,   მოვარჩინე მარტო სული,
Verse: d    და   როსტომ მივა თურანზედა    საოჴრებლად ჴმალ-მოწვდილი".






Strophe: 4754_[4671] 
Verse: a       თქვა აფრასიობ: "დავჰკარგე   ლხინისა საძირკველია,
Verse: b       სჯობს, ერანელთა მე უყო   შაფხუნი საკვირველია,
Verse: c       რომ ქაიხოსრომ ვერ ნახოს   სპათაგან ერთი მთელია".
Verse: d    და   ეს მოეწონა ვეზირთა,   ჰკადრეს: "საქნელი ჩვენია".






Strophe: 4755_[4672] 
Verse: a       წამოვიდეს თურანელნი,    საღალატოდ სთქმიდა გული,
Verse: b       ქაიხოსროს მოაჴსენეს:   "მაზედ უდგა ყარაული".
Verse: c       როსტომს კაცი გაუგზავნეს:   "ფრთხილად იყავ შეკმაზული;
Verse: d    და   იცით, არის აფრასიობ    ეშმაკისა გაფიცული".






Strophe: 4756_[4673] 
Verse: a       როსტომს წინაშე მოვიდა   რა ესე მოციქულია,
Verse: b       გულ-ლომსა ლახტი მჴარსა უც,   საომრად შეკმაზულია;
Verse: c       ერანელთ ზედა გასცემდა   ხოსრო, რაც შოებულია,
Verse: d    და   შესხდეს, წაუდგნენ უკანა,   იცოდეს გაზრახულია.






Strophe: 4757_[4674] 
Verse: a       წამოვიდეს საღალატოდ,   თურანელნი ცხენს შესხდესა,
Verse: b       შეეშინდა აფრასიობს,    რა მივიდეს სიახლესა;
Verse: c       ჰყავს ლაშქარი დაღალული,   მოერივა სიღალფესა,
Verse: d    და   წინათ როსტომს იგონებდა   და უკანით ჴელმწიფესა.






Strophe: 4758_[4675] 
Verse: a       დაშქართა ჰკადრეს: "რეგვენი   მტერსა არ შეუშინდების,
Verse: b       ქანგა გაქვს აშენებული,   კაცთ ნახვა გაუკვირდების;
Verse: c       მისი სივრცე და სიტურფე   ედემსა დაუძვირდების,
Verse: d    და   უომარია მტერთაგან,   ორბი ვერ გადაფრინდების.






Strophe: 4759_[4676] 
Verse: a       მტერი ვერსით მოადგების,   იცით, მისსა სიმაგრესა,
Verse: b       გითქს დარბაზი ნაშენები,   ვერვინ დასთვლის საჭურჭლესა;
Verse: c       მოუწყენი სამყოფია,   უამესი სამოთხესა,
Verse: d    და   დადევ ბრძოლა, მაშიგ ვიყვნეთ,   არა მოაქვს სიმწარესა".






Strophe: 4760_[4677] 
Verse: a       ქანგას ედგა დარბაზები   ცათა სწორი, მოკმაზული,
Verse: b       მაშიგ დადგა სანადიმოდ,   ჟამად არის მხიარული.
Verse: c       უხვად გასცა ლაშქარზედა   ვერცხლი, ოქრო მაღრიბული,
Verse: d    და   გზაზედა და ზღუდეზედა   გაიყენა ყარაული.






Strophe: 4761_[4678] 
Verse: a       ჩინეთისა ჴელმწიფესა   ფახფურს წიგნი მიუწერა;
Verse: b       "მოსაკლავი დავარჩინე,   ამას ფირან დამაჯერა,
Verse: c       მან სიცოცხლე დამამწარა,   მოურჩები, ვიცი, ვერა,
Verse: d    და   თუ მიშველი შენ ლაშქრითა,   მოყვრობასა ღმერთი ჯერა".






Strophe: 4762_[4679] 
Verse: a       ფახფურ ნახა გაგზავნილი,   ამ ამბვითა იხარებდა,
Verse: b       პატივითა შეინახა,   იგ საქმესა გააგებდა;
Verse: c       აფრასიობ გულ-დამწვარი   ქანგას ციხეს ამაგრებდა,
Verse: d    და   რაცა ჰქონდა, ლაშქარზედა   გასცა, არას აგროებდა.






Strophe: 4763_[4680] 
Verse: a       დაჯდა ნადიმად, გასცემდა,   რაც ჰქონდა მოგებულია,
Verse: b       თქვა: "ხვალე კაცი ვერა იქს,   რაცა დღეს გაგებულია";
Verse: c       გვერც პირ-მთვარენი დაისხა,   ბარბითი მოკაზმულია,
Verse: d    და   ცრუ არის ესე სოფელი,   ვინ მიენდობის, კრულია.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.