Strophe: 4764_[4681] | ||
Verse: a | სამს კვირასა აფრასიობ | წართვით იჯდა, იხარებდა. |
Verse: b | გარმოადგა ქაიხოსრო, | განგებასა ადიდებდა; |
Verse: c | "ღმერთსა როგორ ვებრალები", | როსტომს ამას უბრძანებდა, |
Verse: d და | ციხეს გარეშემოუვლო, | სიმაგრესა იკვირვებდა. |
Strophe: 4765_[4682] | ||
Verse: a | შესხდეს როსტომ და ჴელმწიფე, | ციხეს გარ იარებოდეს, |
Verse: b | უკვირდა მისი სიმაგრე, | უფალსა ევედრებოდეს, |
Verse: c | ჰგავს, აფრასიობს საწუთრო | სიზმრადაც არ ზმანებოდეს, |
Verse: d და | ომსა არჩევდეს, სადამდი | ლაშქარი მოესწრებოდეს. |
Strophe: 4766_[4683] | ||
Verse: a | შვიდს ფარსანგსა კარვები დგას, | მოვლის წყალი მდინარია, |
Verse: b | მარჯვნით როსტომ პილოტანი, | ქიშვადიძე გოდერძია, |
Verse: c | ფარემუზ და ლომი ტუსი, | დროშა სპათა სინათლია, |
Verse: d და | დუმბული და ქოს-ნაღარა, | სპილენძ-ჭური ზედ აბია. |
Strophe: 4767_[4684] | ||
Verse: a | ჩინელი" და მაჩინელი, | ვიცი, არვინ დააკლდების, |
Verse: b | მოვიჭირვოთ ღვთის ძალითა, | გამარჯვება ჩვენ დაგვრჩების; |
Verse: c | აქანამდის რაცა გვიყვეს, | სამართალი გამოჩნდების, |
Verse: d და | მლოცავი და ღვთის მოშიში | ყოვლი კაცი ამაღლდების. |
Strophe: 4768_[4685] | ||
Verse: a | ომი გარდასწყდეს, უთხაროთ | ციხესა საძირკველია, |
Verse: b | ქვეშე შეუგდოთ სვეტები, | სპილოთა ვზიდოთ ძელია, |
Verse: c | ზღუდე ჩავაგდოთ წყალშიგან, | საქმე ვჰქნათ საკვირველია, |
Verse: d და | მე მამა მაჴსოვს, გარდაჰჴდეს | სამჯერ სამოცი წელია". |
Strophe: 4769_[4686] | ||
Verse: a | დაუმადლეს დიდებულთა, | მას შეასხეს დიდი ქება, |
Verse: b | მოაჴსენეს: ღმერთმან" გიყო | წადილი და გულის ნება; |
Verse: c | გავტეხილვარ, არ იქნების | ჩვენი მასთან დაზავება, |
Verse: d და | სიაოშის ძებნა გვმართებს, | მათის სულის განათლება". |