TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 256
Previous part

Chapter: 173 
აქა აფრასიობისაგან ჯანის გაგზავნა მოციქულად ქაიხოსროს წინაშე







Strophe: 4770_[4687] 
Verse: a       ჯანი გამოდგა ქალაქით,   ვით მოციქულთა წესია,
Verse: b       ათი ათასნი გვერც ახლდეს,   ყოველნი ზესთა ზესია;
Verse: c       ხოსროვ ზის აჯის ტახტზედა,   მზისაგან უტურფესია,
Verse: d    და   იმის წინაშე შევიდა   მანდატურთ-უხუცესია.






Strophe: 4771_[4688] 
Verse: a       ჰკადრა თუ: ჯანი" მოსულა   მამისა მოციქულია,
Verse: b       მანეშან გამოაგება:   "შეიტყევ, რად მოსულია?"
Verse: c       ჴელმწიფეს წინა შეუძღვა,   მან ჰკადრა ქება სრულია,
Verse: d    და   ტიროდა, ტახტსა აკოცა,   ჰგავს ვარდი დათრთვილულია.






Strophe: 4772_[4689] 
Verse: a       მოაჴსენა: "შარიერო,   დაიმონე მტერი ჴმლითა,
Verse: b       საწუთრომცა ნათლად არის   დღეს შენითა სიცოცხლითა;
Verse: c       თქვენ აავსეთ მტერთა გული   ჯოჯოხეთის სიბნელითა,
Verse: d    და   რაცა ვიცი, მოგაჴსენებ,   თუ არ გაწყენ საუბრითა".






Strophe: 4773_[4690] 
Verse: a       ოქროსა სკამი მოართვეს   თვალითა გაფრქვეულია,
Verse: b       მაზედა დაჯდა, იტყოდა,   რაც იცის დავედრულია:
Verse: c       "ზის აფრასიობ მტირალი,   საწუთრო-დაკარგულია,
Verse: d    და   ჟამთაგან მიჭირვებული,   ვეღარ ჭანგ-გამახულია.






Strophe: 4774_[4691] 
Verse: a       აჰა, მადლი შემოქმედსა,   მოწიფულხარ ალვა ზრდილი,
Verse: b       ყუბათიანთ ნათესავი,   დედით ჩემი შვილის შვილი,
Verse: c       ჩინეთისა ჟელმწიფეთა   სასახელო ხარ გვირგვინი,
Verse: d    და   მიწის პირი შენ გმსახურებს,   პატრონი ხარ გაჩენილი.






Strophe: 4775_[4692] 
Verse: a       შეცოდებისა მუქაფა   დღეს ეტლმან მე მაზღვევინა,
Verse: b       შეუცოდარი სიაოშ    იცით, ვინ მომაკვლევინა?
Verse: c       ბედი მატირებს მას აქათ,   მდის ცრემლი, დამაღვრევინა;
Verse: d    და   იცითა თქვენის ნახვისა   მოსურნე, მონატრე ვინა?






Strophe: 4776_[4693] 
Verse: a       რადგან მე ვარ საძირკველი   შეცოდების მიზეზისა,
Verse: b       სიაოშის საქმით გმირთა   ჴმალი სისხლსა დია ღვრისა;
Verse: c       სამყოფელი აღარა ჩანს   თემისა და ქალაქისა,
Verse: d    და   ვის ეშმაკი მოერევის,   დავიწყდების შიში ღვთისა.






Strophe: 4777_[4694] 
Verse: a       უსამართლოდ სისხლსა ღვრამან   მე რა მიყო, ხედავ, დღესა?
Verse: b       შენ მორჭმული ჴელმწიფე ხარ   მოიჭირვე სიმართლესა,
Verse: c       შენ მინდორი დაგიჭირავს,   შემწყვდეულვარ სიმაგრესა,
Verse: d    და   ქანგა მე მაქვს, ვერვინ დასთვლის,   რაცა აქ ძეს საჭურჭლესა.






Strophe: 4778_[4695] 
Verse: a       გვერცა მახლავს ლომნი სპანი,   მათი ბრძოლა არ ეგების,
Verse: b       მანდა ყოფას შეინანებ,   ყვავილობა გარდაჰჴდების;
Verse: c       ჩინეთისა ღრუბლისაგან   ცივი ქარი აგიდგების,
Verse: d    და   ჴელი შუბსა დაგიყინოს,   არა იცი, რა მოჰჴდების.






Strophe: 4779_[4696] 
Verse: a       გარ ლაშქარი მოგეხვიოს,   შეგიკრევდენ ყველგან გზასა,
Verse: b       აქანამდის ნაჭირვალი   შენი დარჩეს ვა თუ სხვასა!
Verse: c       იტყვის: ჩინეთს მე დავიჭერ,   შემიკრავთა ნეტარ ზდვასა?
Verse: d    და   ვიცი, ყუბად ვერა სჯობდა   ჯიმშედისა ნათესავსა.






Strophe: 4780_[4697] 
Verse: a       მე არ გარდავსწყვეტ იმედსა   ჩემისა მეუფისასა,
Verse: b       მასკვლავთა თანა დავჯდები,   ზღვას გავალ ქუმეჩისასა;
Verse: c       სამყოფსა სრულად დაგიგდებ,   სამზღვარსა ჩინეთისასა,
Verse: d    და   კვლავე მოვასხამ ლაშქარსა,   სრულად დავჰფარავ მიწასა.






Strophe: 4781_[4698] 
Verse: a       თუ მინდა, კაცი ვერ მნახავს,   მე მაქვს ადგილი სამია,
Verse: b       ყველგნით მოვასხამ ლაშქართა,   რა მტერობისა ჟამია.
Verse: c       გამოვაცხადებ საქმესა,   სცნა შენ ნაქმარი ჩემია,
Verse: d    და   გიჩვენებ ჩემსა ძალ-გულსა,   მე, ბერი უზაბარია.






Strophe: 4782_[4699] 
Verse: a       სჯობს, გაიგონე, ისმინე   პაპისა საუბარია:
Verse: b       შეეწყევ, იყავ პატრონი,   ლაშქართა წინამძღვარია;
Verse: c       მოგცე, რაცა მაქვს საჭურჭლე   მე გვართა მონაგარია,
Verse: d    და   არა იქ, მარტო შეები,   მე მზა ვარ მკლავ-მაგარია".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.