TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 257
Previous part

Chapter: 174 
აქა აფრასიობთან ქაიხოსროს პასუხის შეთვლა







Strophe: 4783_[4700] 
Verse: a       უბრძანა თუ: "გავიგონე   საუბარი, რაცა სთქვი და,
Verse: b       ამას იტყვი: აფრასიობ   " ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა,
Verse: c       უნდა შენი გამარჯვება,   ღმერთსა ამას ილოცვიდა",
Verse: d    და   ილათითა სავსე არის   და გულითა არა-წმინდა.






Strophe: 4784_[4701] 
Verse: a       ამას იტყვი: "ეტლზედ გავალ,   მასკვლავთაგან მოარულად",
Verse: b       მიკვირს, რად არ შერცხვენდების,   თავი რად ყო მან გრძნეულად?
Verse: c       ენა მისი მოუკმაზავს   საუბრისა სამკეულად,
Verse: d    და   გონიერი არვინ ჯერა,   მან რამე თქვას რომ მართლულად.






Strophe: 4785_[4702] 
Verse: a       სიაოშის საქმე მაჴსოვს,   ჩვენშიგ კმარის შუა კედლად,
Verse: b       დედაჩემი კაცის მკვლელთა   მიეც შვილის მოსაწყვეტლად,
Verse: c       მერმე თმითა ათრევინე,   კვლავე სციან უწყლად, მედგრად,
Verse: d    და   ფირან ნახა, შეებრალდა,   წაიყვანა მათსა ვედრად.






Strophe: 4786_[4703] 
Verse: a       მოიგონე, როგორ დასთვლი   ჩემზედ შენთა სიმწარეთა:
Verse: b       დავიბადე, მიმაბარე   ნაბიჭვარად მეცხოვრეთა,
Verse: c       ღამით ძილი არ მეძინის,   მოუსვენლად ვლევდი დღეთა,
Verse: d    და   ფირან თქვენს წინ მომიყვანა,   სანახავად ცნობა-ზნეთა.






Strophe: 4787_[4704] 
Verse: a       ღმერთმან ქნა, ენა შემიკრა,   უღონოდ ვიქმენ ჭკვისაგან,
Verse: b       დამიჴსნა შენთა ჴელთაგან,   უწყალოდ სიკვდილისაგან;
Verse: c       რა მიყო, რა დამემართა   სიოშის სიმართლისაგან,
Verse: d    და   შენ სიპილწემან გაჯობა,   არ დაგჴსნა სიავისაგან.






Strophe: 4788_[4705] 
Verse: a       მანუჩარის ჟამთა აქეთ   შენ კეთილი არ გიქნია,
Verse: b       ხარ მქცეველი უწესურად,   ჯოჯოხეთსა ინატრია;
Verse: c       აღზვართ მოჰკალ შეუცოდრად,   ეშმაკისა გზასა გლია,
Verse: d    და   იცი, შენთა ნაქმართავე   ვით ვარსკვლავთა ვერ დასთვლია?






Strophe: 4789_[4706] 
Verse: a       გეთქვა: "მაჯობა ეშმაკმან,   ვინანი თვალ-ცრემლიანი",
Verse: b       რომ შესცდეს, აგრე უბნობდეს   ტუაქ და ჯიმშედიანი;
Verse: c       ფაშანს შეიბნეს ლაშქარნი,   ფირან და გოდერძიანი,
Verse: d    და   მიწა სისხლითა დაზილეს,   დაჴოცეს ქიშვადიანი.






Strophe: 4790_[4707] 
Verse: a       ორასჯერ ათი ათასი,   -- აწ მოხველ, -- გახლდა კაცია,
Verse: b       თქვენ ფეშანგ გამოგეგზავნა,   ჴელთ ჰქონდა მას ალმასია;
Verse: c       ვერ მომერივა, მე მოვჰკალ,   ბიძისა სისხლი მასვია,
Verse: d    და   შენთა ნაქმართა საქმეთა   ლახვარი გულსა მასვია.






Strophe: 4791_[4708] 
Verse: a       ამას იტყვი: "მიამების   მორჭმა შენი, გამარჯვება",
Verse: b       შენი საქმე გავიგონო,   ღმერთმან ნუ ყოს დაჯერება!
Verse: c       საწუთროსა შენგან დავსცლი,   დღეს მიხვდების გახარება".
Verse: d    და   ჯანას მისცა საბოძვარი,   გაათავა დავედრება.






Strophe: 4792_[4709] 
Verse: a       მან აფრასიობს უანბო   ხოსროვის დავედრულია,
Verse: b       აჩქარდა, იმას აევსო   შეჭირვებითა გულია;
Verse: c       ლაშქართა ზედა გასცემდა,   რაცა აქვს მოგებულია,
Verse: d    და   ტახტი, გვირგვინი, ბეჭედი   გვართაგან დადებულია.






Strophe: 4793_[4710] 
Verse: a       ხოსრო, თავი მოაბადთა,   შეჯდა დიდი ჴელმწიფია,
Verse: b       ქალაქ გარე შემოადგა,   გმირი როსტომ თან ახლია,
Verse: c       გოდერძი და გოსტამ, ტუსი,    დროშა ლაშქართ სიმაგრია,
Verse: d    და   ნაღარა და სპილენძ-ჭური,   ქოსი, სპილოთ სიმრავლია.






Strophe: 4794_[4711] 
Verse: a       ქაიხოსრო უბრძანებდა   ჩინელთა და ერანელთა,
Verse: b       ქვაბულელნი ვინცა იყო,   ინდოთა და ზაულელთა:
Verse: c       "გარ ხანდაკი შემოივლეთ,   ვერა გავნონ ღამე მტერთა,
Verse: d    და   მერმე ზღუდე შემოვსთხაროთ",   წერაქვები ჰქონდა ჴელთა.






Strophe: 4795_[4712] 
Verse: a       გაათავეს ბრძანებული,   ყოველნივე ზღუდეს სთხრიან,
Verse: b       სპილოებით მოტანილსა   ქვეშ ძელებსა უყრიდიან;
Verse: c       მეომარი თუ გამოჩნდის,   ფილაკოვნით მოჰკვლიდიან,
Verse: d    და   ძელსა ცეცხლი შეაყარეს,   ზედა ნავთსა ასხმიდიან.






Strophe: 4796_[4713] 
Verse: a       ქაიხოსრო ლაშქართაგან   სალოცავად წამოვიდა,
Verse: b       პირი მიწას გააერთა,   ღმერთს წინაშე ცრემლსა ღვრიდა,
Verse: c       წელთ სარტყელი შემოირტყა,   საომარად წამოვიდა;
Verse: d    და   ყველგნით ცეცხლი ედებოდა,   კვამლი სპათა დაჰფარვიდა.






Strophe: 4797_[4714] 
Verse: a       რა გამოეწვა ძელები,   დაიქცა ცალი მჴარია,
Verse: b       ყველა ქვეშ შემოიმწყვდია   შიგ მყოფი მეომარია;
Verse: c       ლაშქართა პირი მიაპყრეს,   შეიქნა დიდი ზარია,
Verse: d    და   თქვა აფრასიობ: "საწუთრო   დღეს ჩემთვის მოუჴმარია.






Strophe: 4798_[4715] 
Verse: a       არ მეგონა, ბედი კრული,   დღეს რაცა მჭირს, მას მიზმიდა".
Verse: b       თვალთა ცრემლი მოსდიოდა,   კოშკიდაღმა ჩამოვიდა;
Verse: c       გულ-შემწვარსა, სევდიანსა,   ვითა მართებს, ცეცხლი სწვიდა,
Verse: d    და   მიდგა, ტახტსა ესალამა,   გლახ სიკვდილსა ინატრიდა.






Strophe: 4799_[4716] 
Verse: a       მიწათა შიგან გზა ჰქონდა   კაცთაგან უცოდნარია,
Verse: b       გავლო მაშიგან, იახლა   ორასი ცხენოსანია;
Verse: c       ხოსრო ეძებდა, ვერ ჰპოვა,   მართ ვითა უჩინარია,
Verse: d    და   გონიერთ კაცთა შევედრა   მან საჭურჭლეთა კარია.






Strophe: 4800_[4717] 
Verse: a       ბრძანა: "მზეცა ნუ შეხედავს   უწადინლად პირ-მთვარეთა".
Verse: b       ყველგან კაცი გაუბზავნა   მეყვისთა და მეცნიერთა,
Verse: c       მისცა სიტყვა დანდობისა   მისის სახლის მეურნეთა,
Verse: d    და   ჰგავს, თუ სტუმრად მისულიყოს,   დავამსგავსე მოყვარეთა.






Strophe: 4801_[4718] 
Verse: a       მოაჴსენეს: "ჴელმწიფეო,   ღვთითა მოგხვდა მტერთა ძლევა,
Verse: b       მამა რატომ დაგავიწყდა,   ფარანგოზის თმითა თრევა?
Verse: c       მისი თესლი ამოვაგდოთ,   აღარ გვინდა ჴმალთა ქნევა,
Verse: d    და   დარბაზები ცეცხლით დავსწვათ,   ნაშენებთა იყოს ქცევა".






Strophe: 4802_[4719] 
Verse: a       ბრძანა: "აწე ჩქარად მქცევი   კაცი ბრძენთგან არ იქნების,
Verse: b       მოწყალე და მოსამართლე   ტახტოსნობით გათავდების;
Verse: c       მოვიჭირვოთ სიკეთესა,   ჩვენ მას მეტი რა წაგვყვების?
Verse: d    და   შეუცვლელად ჴელმწიფობა,   თქვენვე ბრძანეთ, ვის შერჩების?"






Strophe: 4803_[4720] 
Verse: a       მერმე კაცი გაუგზავნა   ბანოვანთა მოსასხმელად,
Verse: b       თქვეს თუ: "დაგვჴოცს უსაცილოდ",   გლახ ტირიან ცრემლთა მღვრელად;
Verse: c       იტყოდეს თუ: "უბრალონი   ჩვენ ვართ ამა საქმის მქნელად,
Verse: d    და   ვიხვეწებით, არ გამოვსჩნდეთ   სიაოშის სისხლთა მზღველად".






Strophe: 4804_[4721] 
Verse: a       გვერცა ჯარი მოჰყვებოდა   დაკაზმული მჴევლებისა,
Verse: b       ანგარიში არ იქნების   იაგუნდის გვირგვინისა;
Verse: c       ჴელთა ჰქონდა სამკაული,   მუშკ-ამბრისა ჯარი ქრისა,
Verse: d    და   ამას გვანდა: ზეცით ეტლი   მასკვლავებსა ჩამოჰყრისა.






Strophe: 4805_[4722] 
Verse: a       აფრასიობის ასულნი   იდგეს პირ-დახურვილნია,
Verse: b       ტირან: "გამოვსჩნდით შემცოდეთ,   ეს საქმე ვისგან ქნილია?
Verse: c       ავ-გვარმან მოკლა სიაოშ,    ნორჩი, ალვისა ზრდილია,
Verse: d    და   არის ჭირშიგან საბრალო,   ვინცა სათუთად ზრდილია.






Strophe: 4806_[4723] 
Verse: a       ღმერთმან უწყის: მას უკანით   სისხლის ცრემლით მიტირია,
Verse: b       გაიკითხე ბიძა თქვენი,   თვითან ჯანი მოწამია;
Verse: c       არის დია პირიანი,   თქვენ პაპისა ტახტსა ჯდია,
Verse: d    და   სიაოშის სიკვდილითა   თუ არ იყოს შემცოდია.






Strophe: 4807_[4724] 
Verse: a       ტახტი, გვირგვინი, საჭურჭლე   დღეს მისი მოიმტვერების,
Verse: b       აფრასიობის სიმართლე   არვისგან დაიჯერების;
Verse: c       ჩვენ გვიყავ, ჴელმწიფობასა   რაც თქვენსა შეეფერების,
Verse: d    და   ნუ დაგვჴოც, მიგვჩანს სამყოფი,   აქ დიდად მოგვეჴმარების".






Strophe: 4808_[4725] 
Verse: a       ხოსრომ ბრძანა: "კარგი სიტყვა   კაცმან უნდა გაიგონოს,
Verse: b       მტერი ნახოს დაღონებით,   მისი საქმე მოიგონოს;
Verse: c       გული მტკივის, ავს არ გიზამთ,   სახიერმან გაიგონოს,
Verse: d    და   რაცა სხვათა არ მომწონდეს,   ღმერთმან ყველა მოგაშოროს!






Strophe: 4809_[4726] 
Verse: a       აწ იყვენით გულ-უშიშრად,   თქვენ ამითა გაიხარეთ:
Verse: b       თქვენ დასხედით თავის სახლსა,   კარგი ჭკუა მოიჴმარეთ;
Verse: c       რომ იუბნეთ გონიერად,   თავი ბრძენთა დაადარეთ,
Verse: d    და   მოიჭირვეთ სიკეთესა,   სულიდმერთსა მიაბარეთ".






Strophe: 4810_[4727] 
Verse: a       "ვართ, ერანელნო, მორჭმულნი,   მტერზედა დოვლათ-სვიანი,
Verse: b       მიწა დავზილოთ სისხლითა,   მბრძოლნი გვყვეს ვაგლახიანი;
Verse: c       უწყალოდ ნუ მოვიქცევით,   ღმერთს უყვარს სამართლიანი,
Verse: d    და   დამზრალსა ვარდსა მოესწრას   ზაფხული ყვავილიანი".






Strophe: 4811_[4728] 
Verse: a       მერმე გაჴსნა საჭურჭლენი,   ფეშანგისგან მოგებული,
Verse: b       ყველა გასცა ლაშქარზედა   ტახტ-გვირგვინი, ლალი თლილი.
Verse: c       მოვიდიან მას წინაშე   თურანელნი დაფანტული,
Verse: d    და   ზენაარსა ითხოვდიან:   "ვიყვნეთ თქვენი დანდობილი".






Strophe: 4812_[4729] 
Verse: a       ჴმა დავარდა თურანშიგან,    მას წინაშე მო-ცა-ვიდეს,
Verse: b       ვინცა იყო სულიერი,   მის ნახვასა ინატრიდეს;
Verse: c       უცხოსა და საკვირველსა   ყველგნით ძღვენსა მოზიდვიდეს,
Verse: d    და   "ბრძანებისა მონანი ვართ",   ფიცით წიგნსა მოართმიდეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.