Strophe: 4813_[4730] | ||
Verse: a | აფრასიობის" ნაქმარი | თქვენ იცით დიდი ხანია, |
Verse: b | შევიბენით და აუდგა | მეტად სასტიკი ქარია; |
Verse: c | უსამართლო და ავის ქნა | კაცზედა მოუჴმარია, |
Verse: d და | სამოცდა ათი ათასი | მოვჰკალით მეომარია. |
Strophe: 4814_[4731] | ||
Verse: a | მტერთა ზედან გავიმარჯვეთ, | გულ-ამაყად ვინადირეთ, |
Verse: b | რაც აქამდის გაიხარეს, | დღეს სანაცლოდ ავატირეთ; |
Verse: c | ვითა ქაჯი დაიკარგა, | ქანგ სამოთხე დავიჭირეთ, |
Verse: d და | ვირ არ მოვა გაზაფხული, | ჩვენ აქ ყოფნა გავაპირეთ". |
Strophe: 4815_[4732] | ||
Verse: a | ვითა მართებს ჴელმწიფესა, | ქაიხოსრო აგრე ზმიდა, |
Verse: b | იაგუნდის თასებითა | პირ-მთვარესთან ღვინოს სმიდა; |
Verse: c | ჩინეთით და ხუთანეთით | აქ ამბავი მოუვიდა, |
Verse: d და | მოაჴსენეს: აფრასიობ | " უსაცილოდ იქ მივიდა". |
Strophe: 4816_[4733] | ||
Verse: a | მოყვარე და მოსამართლე | აწ შექნილა ფახფურ ვისი? |
Verse: b | მათ ლაშქარი შეუყრია, | არვინ იცის ანგარიში; |
Verse: c | რაცა ჰქონდა საქონელი, | ქრთამად გასცა ყველა მისი, |
Verse: d და | ათას ჯორსა ოქრო ჰკიდეს, | სხვას გარეთად იყო ისი. |
Strophe: 4817_[4734] | ||
Verse: a | იგი თურქნიცა მივიდეს, | რომ ითხოვდეს ზენაარსა, |
Verse: b | წამოუძღვა ხუთანეთით | მას ანგარიშ-მიუმხვდარსა; |
Verse: c | აქათ გადგა ქაიხოსრო | ჩინეთისა შუა მზღვარსა, |
Verse: d და | ვინცა არის ღვთის უშიში, | ბედი უზამს კვლა ნაქმარსა. |