TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 259
Previous part

Chapter: 176 
აქა ქაიხოსროსაგან აფრასიობის ომი ჩინეთის მზღვარზე და აფრასიობის გარდახვეწა







Strophe: 4818_[4735] 
Verse: a       "ჩვენ წავალთ და ქანგას იყავ",   -- იგ გოდერძის ავედრებდეს, --
Verse: b       ყარაული გაიყენე,   მალვით მტერი ვერ გავნებდეს;
Verse: c       სამართლითა იქცეოდი,   ყოვლი კაცი დაგლოცვიდეს,
Verse: d    და   ფიცხლავ ძელსა ჩამოჰკიდე,   ვინცა მტერსა აჴსენებდეს".






Strophe: 4819_[4736] 
Verse: a       გამოემართნეს საომრად,   ქოსთა ჴმა გაჴშირდებოდა,
Verse: b       ტურფანი მათი დახედვა   მასკვლავთა ენატრებოდა;
Verse: c       თვით ქაიხოსრო მას გარე   სპათათვის იარებოდა,
Verse: d    და   "ფრთხილად იყვენით ყოველგან!"   ლაშქართა ეუბნებოდა.






Strophe: 4820_[4737] 
Verse: a       ერთი კვირა ასრე იყვნეს,   რაზმი აწყვეს მერვეს დღესა,
Verse: b       აფრასიობ ეუბნების   ჩინეთისა ჴელმწიფესა:
Verse: c       "ეს მინდორი საომარი   სიზმარია ჩვენთვის დღესა,
Verse: d    და   მე შევებმი ქაიხოსროს,    ჩემთვის ავის მოსურნესა.






Strophe: 4821_[4738] 
Verse: a       ეგების მოვჰკლა, მომხვდების   წადილი ჩემის ნებისა,
Verse: b       აქამდის ვიჯდი ტახტზედა,   დღე მქონდა გახარებისა;
Verse: c       აწ იქით-აქათ ვიმალვი,   სიკვდილი მენატრებისა,
Verse: d    და   მომკლავს ორჯელვე სოფელი,   თუ ეტლი დაბრუნდებისა".






Strophe: 4822_[4739] 
Verse: a       მას მეყვისთა მოაჴსენეს.   "სიტყვა გვესმის საკვირველი,
Verse: b       შენ თუ მარტო შეებმოდი,   რატომ იყავ ჩვენთვის მცდელი?
Verse: c       გვერც გახლიან ხუთანელნი,    ჩინელნი და თურანელი,
Verse: d    და   შენ მტერზედან ძლევა მოგხვდეს,   ვართ ამისი მონატრენი".






Strophe: 4823_[4740] 
Verse: a       რაზმი შექნეს მრავალ-კეცი,   თუ სთქვა, მიწა ადუღდების,
Verse: b       აფრასიობ ქაიხოსროს    მოციქულით ეუბნების:
Verse: c       "რაცა სისხლი დაგიღვრია,   ვიცი, ღმერთსა ეწყინების,
Verse: d    და   ვინცა ერთად დააგროებს,   ყულმუზის ზღვა შეიქნების.






Strophe: 4824_[4741] 
Verse: a       გმართებს მისი დაჯერება,   მე რასაცა გეუბნები:
Verse: b       ტახტ-გვირგვინსა მოგაბარებ,   გინდა გვერცა გიახლები;
Verse: c       ამას იტყვი, თუ"არა ვიქ",   სისხლის სმითა ვერ გასძღები,
Verse: d    და   შენ დაგიგდებ ქვეყანასა,   წავალ, გაუჩინარდები.






Strophe: 4825_[4742] 
Verse: a       პაპასა რა გაუგონე,   შენ ხარ შვილი საყვარელი,
Verse: b       მამის საქმე გარდაუშვი,   ვიხვეწები, მას მოველი;
Verse: c       თუ არ გინდა, ერთი საქმე   სხვაცა არის სარჩეველი:
Verse: d    და   შორს ადგილი მოვინახოთ   ჩვენ ორთავე დასაცდელი.






Strophe: 4826_[4743] 
Verse: a       მომერევი, ვიცი, მომკლავ,   გამარჯვება შენ მოგხვდების,
Verse: b       ტახტოსნობით მოისვენებ,   დიდი საქმე დასწყნარდების;
Verse: c       ჩემის ჴელით თუ მოჰკვდები,   გულის ნება მე მომხვდების,
Verse: d    და   ვინცა ეყვის დედა თქვენსა,   იგ სიკვდილსა დაეჴსნების"..






Strophe: 4827_[4744] 
Verse: a       ქაიხოსრომ გაუგონა   გაგზავნილსა ნათქვამია,
Verse: b       პილოტანსა უბრძანებდა:   "მისი საქმე მიკვირს დია;
Verse: c       ჴელიდაღმა წაგვივიდა,   ვითა ქაჯი დავჰკარგია,
Verse: d    და   მუქარასა ითხოების,   მას სამარე მონდომია".






Strophe: 4828_[4745] 
Verse: a       როსტომ ჰკადრა: "ჴელმწიფეო,   გულსა ცეცხლი რად გედების?
Verse: b       ცუდის საქმის გაგონება   თქვენ აღარა გეკადრების;
Verse: c       ცრუსა კაცსა მისი საქმე   ყველა თავსა გარდაჰჴდების,
Verse: d    და   ჩვენ შევებნათ ჴელიერთად,   ბოლო მაშინ გამოჩნდების".






Strophe: 4829_[4746] 
Verse: a       გაიგონა როსტომისგან,    დაიჯერა, მართებს ვითა,
Verse: b       შეუთვალა აფრასიობს:    "შენ ხარ სავსე სიავითა,
Verse: c       სიაოშცა მოატყუე,   მერმე მოჰკალ ილათითა,
Verse: d    და   ომი გინდა, როსტომ მზას მყავს,   შენ აგავსებს სიბნელითა".






Strophe: 4830_[4747] 
Verse: a       რა მივიდა გაგზავნილი,   რაც შესთვალა, ყველა სთქო და,
Verse: b       გული სევდით გაეტენა,   ომსა აღარ ისწრაფოდა,
Verse: c       მაგრამ ღონე შებმის მეტი   უბედურსა არა ჰქონდა?
Verse: d    და   რაზმი აწყვეს, საღამომდის   მიწაზედა სისხლი სწთოდა.






Strophe: 4831_[4748] 
Verse: a       რა დაღამდა, გაიყარნეს,   ხოსრო სპათა ომს აქებდა:
Verse: b       "ამაზღამე შაფხუნს გვიზამს,   -- ტუსსა ამას უბრძანებდა, --
Verse: c       სადაც იყოს მოსავალი,   გვმართებს გზათა გამაგრება,
Verse: d    და   ზანზალაკთა ნურვინ შესძრავთ,   სჯობს ცეცხლისა არა გზება".






Strophe: 4832_[4749] 
Verse: a       როსტომ გავიდა მინდორად   ლომ-გული, ბრძენი ჭკვისაგან,
Verse: b       ტუსი მთისაკენ ლაშქრითა,   იახლა ჯარი სპისაგან;
Verse: c       თურქთ დარაჯამან ვერ ნახა   ღამისა სიბნელისაგან,
Verse: d    და   ზის აფრასიობ, ვეზირობს,   არ დასცხრა ღალატისაგან.






Strophe: 4833_[4750] 
Verse: a       გაიგონა გამორჩევა,   კაცი მტერსა მორეოდეს.
Verse: b       მინდორს მისთვის გამოვიდნეს,   რომ ღალატსა მოელოდეს,
Verse: c       აფრასიობ მისულიყო,   წინა სპანი შემობმოდეს,
Verse: d    და   ზურგით ტუსი სფაადარი,   გმირი როსტომ მოჰჴდომოდეს.






Strophe: 4834_[4751] 
Verse: a       აფრასიობ ამას იტყვის:   "ბედი ჩემი დაკარგულა.
Verse: b       ქაიხოსრო შეექცევის:   იცის, პაპას მორეულა,
Verse: c       იგ წართვიდა მხიარულად,   აწ ძილად წევს, შექცეულა.
Verse: d    და   ზედ დავესხნეთ, ამოვსწყვიტოთ,   დავიჴოცნეთ ანუ სრულა".






Strophe: 4835_[4752] 
Verse: a       მათ ესე პირი დაასკვნეს,   ჩაიცვეს საომარია,
Verse: b       თქვეს: "თუ აწ მოგვრჩა ცოცხალი,   ჩვენთვის თაფლიცა მწარია.
Verse: c       სხვა ჩვენი მოგონებული   ყველაი მოუჴმარია".
Verse: d    და   ორმოცდა ათი ათასი   ჰყავს კარგი მეომარია.






Strophe: 4836_[4753] 
Verse: a       ერანელთზედ გაგზავნილი   მოუვიდა ჯაშუშია,
Verse: b       მოაჴსენა;"არის ყველა   ჴელიერთად მძინარია".
Verse: c       აფრასიობს გაეხარნეს,   გულსა ჩასწვდა სინათლია,
Verse: d    და   მან ლაშქარი შეუძახა,   თვითან ზურგი შეაქცია.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.