Strophe: 4837_[4754] | ||
Verse: a | მათ ამართეს შავი დროშა, | რა მივიდეს სიახლესა, |
Verse: b | ყურო-სტვირსა შეუბერეს, | დუმბულსა და ქოსსა ჰკრესა, |
Verse: c | წინ მავალთა შეუტივეს, | ჴმალ-მოწვდილთა მიმართესა, |
Verse: d და | ცხენნი ჴრამსა ჩაუცვივდეს, | ზოგნი გარე შეიქცესა. |
Strophe: 4838_[4755] | ||
Verse: a | მარჯვნით როსტომ, მარცხნით ტუსი, | მათ მოასწრეს სიმაგრესა, |
Verse: b | გოდერძი და გმირი გივი | ჴმალ-მოწვდილი თან მოჰყვესა; |
Verse: c | დაჴოცეს და ამოსწყვიტეს, | მათი სისხლი დაღვარესა, |
Verse: d და | მტერთა უყვეს, რაცა უნდა, | სიავისა მონატრესა. |
Strophe: 4839_[4756] | ||
Verse: a | იძახიან: "ჰკარ და მოკალ, | ჴელმწიფისა სიცოცხლესა!" |
Verse: b | ასისაგან ერთი მთელი | არ უჭვრეტდა მათი მზესა; |
Verse: c | დაიკოდა აფრასიობ, | არ აზრობდენ სიცოცხლესა, |
Verse: d და | ჴმა დავარდა: "სამს ფარსანგსა | თურანელნი იყარნესა". |
Strophe: 4840_[4757] | ||
Verse: a | იგ მინდორი, მთა და ღელე | ნაჴოცითა სულ სავსია, |
Verse: b | დაიჴოცნეს თურანელნი, | გორა-გორა მკვდარი ჰყრია; |
Verse: c | მბრუნავისა ეტლის შეცვლა | კაცსა როგორ შეუძლია? |
Verse: d და | ბედნიერი ქაიხოსრო | იბრძვის, დიდი ჴელმწიფია. |
Strophe: 4841_[4758] | ||
Verse: a | შეიძრა როსტომ ლომ-გული, | იბრძოდა პილოტანია, |
Verse: b | სხვანი თავადნი რაც იყვნენ, | შეუკრა მკვდარმა გზანია; |
Verse: c | გლახ აფრასიობ იტყოდა: | "ჩემთვის ლახვარნი მზანია" |
Verse: d და | მეყვისნი თან გაიტანა, | დაყარა სხვანი სპანია. |
Strophe: 4842_[4759] | ||
Verse: a | ქაიხოსრო ჴმალ-მოწვდილი | პაპას ეძებს, რაზმში რბოდა, |
Verse: b | იქით-აქათ იხედვიდა, | მის სიკვდილსა ისწრაფოდა; |
Verse: c | ზენაარსა ითხოვდიან, | თურანელთა ეშინოდა, |
Verse: d და | ავი ეტლი მოერივა, | უკუღმართი ქარი ქროდა. |
Strophe: 4843_[4760] | ||
Verse: a | ქაიხოსრო მას ღამესა | მხიარული ღვინოს სმიდა, |
Verse: b | რა გათენდა, ლაშქართ ცალკე | სალოცავად გამოვიდა; |
Verse: c | გამარჯვება უხაროდა, | ღმერთსა მადლსა შესწირვიდა, |
Verse: d და | დაკოდილნი დაიურვა, | ქანგ სამოთხეს წამოვიდა. |
Strophe: 4844_[4761] | ||
Verse: a | ბრძანებს: "აქა მოვისვენოთ, | ჩვენ შევექცეთ კარგა ზმასა, |
Verse: b | ძველი საქმე გარდაუშვათ, | ჩამოვეჴსნათ ავის ქნასა". |
Verse: c | მოაჴსენეს: აფრასიობ | " აწ გიპირობს მტერობასა, |
Verse: d და | ზრიეს წყალი გაიარა, | წაგივიდა ციხის გზასა". |
Strophe: 4845_[4762] | ||
Verse: a | "კვლა სარტყლები დავიმაგროთ, | -- როსტომს ამას უბრძანებდა, -- |
Verse: b | მტერსა დიდხან ნუ ადროებ, | თვარა ბოლოს ეკალს ჰკრეფ და |
Verse: c | ჩინეთსა და მუქარანსა | ქუმეჩამდი მას ვეძებ და. |
Verse: d და | დაყოვნება არა გავა, | თუ მას ჴელსა მოვჰკიდებ და. |
Strophe: 4846_[4763] | ||
Verse: a | თავადთა ესმა, დაჭმუნდეს, | სულთქმიდეს გულ-ნაღვლიანი: |
Verse: b | "ექვსი თვე არის, ჩვენ ვიბრძვით, | მაშვრალნი, სისხლ-ოფლიანი; |
Verse: c | აწ სად ვეძებოთ, ვიაროთ | ადგილი მინდორ-ზღვიანი? |
Verse: d და | ნიანგის პირსა შესული | ვინ არის დოვლათ-სვიანი?" |
Strophe: 4847_[4764] | ||
Verse: a | როსტომ ბრძანა: "დიდებულნო, | არა გვმართებს მოსვენება, |
Verse: b | თუ ჴელმწიფე მტერსა ეძებს, | გვმართებს მისი გვერცა ხლება; |
Verse: c | ჴმლის ქნევითა გარჯილნი ვართ, | მოგვხვდომია გამარჯვება, |
Verse: d და | თუ ცოცხალი წაგვივიდა, | წაჴდა ჩვენი გამარჯვება". |
Strophe: 4848_[4765] | ||
Verse: a | ლაშქართა ჰკადრეს: "სიცოცხლე | გვინდა მაგათთვის, სულია, |
Verse: b | სმა-ჭამა, გამოსვენება, | მიწაზედ სიარულია; |
Verse: c | მაგის ურჩი და ორგული | სულითამც დაკარგულია, |
Verse: d და | პატრონთა ნების მყოფელი | სამოთხეს მოარულია". |