Strophe: 4849_[4766] | ||
Verse: a | ქექაოზს წინა გაგზავნა | პაპის სალარო სრულია: |
Verse: b | გუარი, ოქრო და ვერცხლი, | სტავრები ხატაურია, |
Verse: c | სამი ათასი აქლემი | ამითი დატვირთულია, |
Verse: d და | ტყვეთ ცალკე ათასი ფარი | აბჯრითა კიდებულია. |
Strophe: 4850_[4767] | ||
Verse: a | აფრასიობის მეყვისნი | მოასხნეს კუბოსანია, |
Verse: b | მზევალნი, ჯანი, გარსევაზ, | შემცოდე-ჯაჭოსანია; |
Verse: c | გივს" მიაბარე, წაასხი, | თანა გიახლენ სპანია. |
Verse: d და | ქაოზს მიართვი, გვიბრძანოს, | თუ გული ვერ მოჰფხანია". |
Strophe: 4851_[4768] | ||
Verse: a | "რაცა ვჰქენით, მოგაჴსენებს, | გივი მანდა გიახლების, |
Verse: b | აწ ღმერთს აქათ არვინ იცის, | ამას იქით რა იქნების; |
Verse: c | ვის წყალობით მიაჩნია, | ვერცა ეტლი ეურჩების, |
Verse: d და | ჭინჭველი და უფსკრული ზღვა | მასთან სწორად გამოჩნდების. |
Strophe: 4852_[4769] | ||
Verse: a | ქალაქს გარე მოვადეგით, | ზღუდე ვსთხარეთ ორმოცს დღესა, |
Verse: b | ღმერთმან ქნას და შეუვიდეს | ჩვენი სპანი სიმაგრესა; |
Verse: c | თუ არავინ გაგვეპარა, | ყველა ჴმლითა დაჴოცესა, |
Verse: d და | აწ მივმართე ჩინ-მაჩინსა, | შემახვეწე მოწყალესა". |
Strophe: 4853_[4770] | ||
Verse: a | გივი ტყვეთა წამოუძღვა, | მალედ ვლიდა, ქარი ვითა; |
Verse: b | რა ქაოზ სცნა მისი მისვლა, | სთქვა: "ავყვავდი ვარდი ვითა"; |
Verse: c | წინა სპანი გააგება, | ვინცა ახლავს, კარგად ზმიდა, |
Verse: d და | ვითა შვილი გარდაჰკოცნა, | მოიკითხა პატივითა. |
Strophe: 4854_[4771] | ||
Verse: a | ქაიხოსროს მიწერილსა | მწიგნობარი იკითხვიდა, |
Verse: b | მას ქექაოზ იყურებდა, | უსაზომოდ გაუკვირდა, |
Verse: c | თავსა ქუდი მოიჴადა, | ტახტისაგან ჩამოვიდა, |
Verse: d და | პირი დასდვა მიწაზედა, | ღმერთსა მადლსა შესწირვიდა. |
Strophe: 4855_[4772] | ||
Verse: a | მას დღეს წართეს ვით მართებდა, | მუტრიბითა გაიხარეს, |
Verse: b | საჭურჭლე და იგი ტყვენი | ქაოზს წინა მოიყვანეს; |
Verse: c | მოურავი გაუჩინეს, | პირ-მთვარენი შეებრალნეს, |
Verse: d და | გარსევაზ და სხვანი ტყვენი | მოჴელეთა მიაბარნეს. |
Strophe: 4856_[4773] | ||
Verse: a | საჭურჭლე და საქონელი | გასცა, არა დაიჭირნა, |
Verse: b | ვითა მართებს პატიმარსა, | ჯანს ულუფა გაუჩინა, |
Verse: c | ორმო იყო მეტად დიდი, | იგ გარსევაზ ინაწილნა, |
Verse: d და | რაც სიაოშს იმან უყო, | ღმერთმან ნაცვლად აატირნა. |
Strophe: 4857_[4774] | ||
Verse: a | ყველგან დაწერა წიგნები, | გაგზავნა მახარობელი, |
Verse: b | ხოსრო მოირჭვა, შეიქნა | სულ ჴმელეთისა მფლობელი; |
Verse: c | მერმე მოასხა მუტრიბნი, | სუფრისა შემამკობელი, |
Verse: d და | რვას დღესა კაცი არ იყო | მას წინა დაუთრობელი. |
Strophe: 4858_[4775] | ||
Verse: a | გივისათვის გარდირჩივეს | ტყავ-სალტები, თვალი თლილი, |
Verse: b | ათი ჯამი ფეროზისა | და მჴევლები მოკაზმული, |
Verse: c | ტახტსა წინა მიიყვანეს, | მიაბარეს გარდათვლილი. |
Verse: d და | ბრძანა: "სულთაც მირჩევნიხარ, | ვითამცა ხარ ვალდებული". |