Strophe: 4859_[4776] | ||
Verse: a | მიუწერა: "ღმერთსა მადლი, | მესმა შენი გამარჯვება, |
Verse: b | თქვენი მტერი დაგიკარგავს, | აგისრულდა გულის ნება, |
Verse: c | მას ავისა მგონებელსა | რას უშველის ეშმაკობა? |
Verse: d და | ღმერთმან მოგცეს დღეგრძელობა! | გეფერების ტახტოსნობა. |
Strophe: 4860_[4777] | ||
Verse: a | შფოთით აავსო ქვეყანა, | საქმე ქნის ილათიანი, |
Verse: b | აღზვაართ მოკლა უბრალო | და ნოდარ გვირგვინიანი, |
Verse: c | ავისა მქნელი წაჴდების, | იხარებს სამართლიანი". |
Verse: d და | წიგნი დაბეჭდა, გივს მისცა, | წავიდა გულ-ნათლიანი. |
Strophe: 4861_[4778] | ||
Verse: a | ქანგას მივიდა, მიართვა | პაპისა მოციქულობა; |
Verse: b | იამა, დასხდეს ნადიმად, | შეიქნა დიდი პურობა. |
Verse: c | ტუსის შევედრა ქვეყანა, | მისია მოწიფულობა, |
Verse: d და | ჩინეთს მიმართა ჴმალ-მოწვდით, | მტერთა აქვს გულ-ნაკლულობა. |
Strophe: 4862_[4779] | ||
Verse: a | რა სიაოშენს მივიდა, | ტირს, ღაწვი უსველდებოდა, |
Verse: b | ნახა მამისა ქალაქი, | მას გარე იარებოდა; |
Verse: c | სადა სიაოშ დაეკლა, | დგას, ამას იაჯებოდა: |
Verse: d და | "მეც მაქნევინე პასუხი?" | მეუფეს ეხვეწებოდა. |
Strophe: 4863_[4780] | ||
Verse: a | ხაყანს კაცი გაუგზავნა, | მან ჭკვიანი მოუბარი, |
Verse: b | უბრძანა თუ: "ფიცხლავ გვნახე, | ჩვენ მოგვართვი სანუკარი, |
Verse: c | თვარა სპანი მანდა მოვლენ, | გასწორდების მთა და ბარი". |
Verse: d და | ხაყან იტყვის: "წინაშე ვართ", | ფახფურს ესმა ნაუბარი. |
Strophe: 4864_[4781] | ||
Verse: a | მოციქული გაისტუმრეს, | კარგად დახვდეს, პატივითა, |
Verse: b | ბრძენი კაცი არ წაჴდების, | გათავდების დიდხან ჭკვითა; |
Verse: c | მუქარანელს ჴელმწიფესა | ესმა, შესცდა შმაგი ვითა, |
Verse: d და | რა მივიდა გაგზავნილი, | ეუბნების გინებითა. |
Strophe: 4865_[4782] | ||
Verse: a | იტყვის: "ნეტარ, ქაიხოსრო | ჩემი სწორი რით იქნების? |
Verse: b | რა მზე მოვა, ჩემი ტახტი | მისგანც უფრო განათლდების; |
Verse: c | თუ გზა უნდა, არ დაუჭერ, | გაიაროს, მას მიხვდების, |
Verse: d და | რაცა ვსთხოვო, პირი მომცეს, | მისგან ნურა დაშავდების". |
Strophe: 4866_[4783] | ||
Verse: a | ხოსროს რა ესმა, მიმართა | მან გზასა ხუთანისასა, |
Verse: b | ნუზლსა სჭამდიან, მირთმულსა | ხაყან და ფახფურისასა; |
Verse: c | გაშინაურდენ ორნივე, | მზეს ფიცვენ ჴელმწიფისისა, |
Verse: d და | ვით სამოთხესა ჰკაზმიდეს | კარებსა დარბაზისასა. |
Strophe: 4867_[4784] | ||
Verse: a | ერთ თვეს იყვნეს ფახფურისას, | ნადიმობდეს, ღვინოს სმიდა, |
Verse: b | ხაყან კარგსა სანუკვარსა, | რაცა უნდა, მიართმიდა; |
Verse: c | ბრძანა: როსტომს" აქ დავაგდებ", | თვით მუქარანს წამოვიდა, |
Verse: d და | გაუგზავნა მოციქული, | სიახლესა რა მივიდა. |
Strophe: 4868_[4785] | ||
Verse: a | "არ იცია, სით მოვსულვარ? | გონიერად გაიგონე; |
Verse: b | ჴელმწიფეთა თავი ტახტად | მე მაქვს, ჴმლითა დავიმონე; |
Verse: c | არავინ მყავს ჩემი ურჩი, | ღვთითა ყველა გავასწორე, |
Verse: d და | მუქარანსა ნუ ამოსწყვეტთ, | გიჯობს მნახე, შენ გაქონე. |
Strophe: 4869_[4786] | ||
Verse: a | რა ეს ესმა, გაგულისდა, | ტვინსა ცეცხლი ედებოდა, |
Verse: b | შექნა რაზმი მრავალ-კეცი, | თვალი არსით გასწვდებოდა; |
Verse: c | ხოსროს დარაჯად თახარ დგას, | სიმრავლე ეკვირვებოდა, |
Verse: d და | მას ღამე მუქარანელნი | რაზმს გარე იარებოდა. |
Strophe: 4870_[4787] | ||
Verse: a | ლომმან თახარ შეუტივა | პირველ მათსა დარაჯასა, |
Verse: b | კაცი შუა გაკვეთილი | ჩამოჰკიდა ავჟანდასა; |
Verse: c | დროშით ტუსი შეერივა, | არ იშლიდა სისხლთა ღვრასა, |
Verse: d და | ფალავანი მას უკანა | ვინ ღირს იყო სარმუზასა. |
Strophe: 4871_[4788] | ||
Verse: a | მუქარანელი ჴელმწიფე | წაჴდა თავისა ჭკვისაგან, |
Verse: b | მოუვალს გზასა წავიდა, | არ იხსნა სიკვდილისაგან; |
Verse: c | იგ ჴელმწიფურად დამარხეს, | ვით ეშინოდა ღვთისაგან, |
Verse: d და | ჩინური სტავრა დახურეს | ხოსროვის საჭურჭლისაგან. |
Strophe: 4872_[4789] | ||
Verse: a | საშოებლითა აივსნეს, | ვინც იყო ერანელია, |
Verse: b | ათას ორასი საჩინო | კაცი ჰყვა ჴელთა მთელია, |
Verse: c | ორი ათასი მოკლული | სამარე გასათხრელია. |
Verse: d და | ტირიან მუქარანელნი, | მოკლედ ვსთქვა სიტყვა გრძელია. |
Strophe: 4873_[4790] | ||
Verse: a | ჭკვიანი და გონიერი | ხოსროს წინა მივიდიან, |
Verse: b | დანდობისა მოსურნენი | ზენაარსა ითხოვდიან; |
Verse: c | შეებრალდეს ჴელმწიფესა, | ბრძანა: "ნურას გეშინიან". |
Verse: d და | "მოჩივარნი ნურვინ მოვა", | მუნ ეტიკნი ყიოდიან. |