TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 263
Previous part

Chapter: 180 
აქა ქაიხოსროვის წასვლა აფრასიობის საძებრად.







Strophe: 4874_[4791] 
Verse: a       რა მოვიდა გაზაფხული,   მიწა ნათობს ყვავილითა,
Verse: b       ბრძანა: აშქაშ," შენ აქ იყავ,   იქცეოდი სამართლითა".
Verse: c       შეჯდა, თვითან გაემართა,   ვითა მართებს, კარგა ზმითა.
Verse: d    და   თანა ნუზლი მოჰყვებოდა   ჴარითა და კანბეჩითა.






Strophe: 4875_[4792] 
Verse: a       რეის ზღვის პირსა მივიდეს,   ადგილსა მიუმხვდარესა,
Verse: b       ნავები შეკრეს, ჩავიდეს,   ვერ ხედვენ გაღმა არესა;
Verse: c       ერთისა წლისა საჭმელი   მათ თანა ჩაიტანესა,
Verse: d    და   ხოსრო მოჰყვების ჴმელზედა   ლოცვითა მოსაჴმარესა.






Strophe: 4876_[4793] 
Verse: a       ექვსისა თვისა სავალი   ზღვა იყო უშიშარია,
Verse: b       მერმე საშიში აუდგა,   მეტად სასტიკი ქარია;
Verse: c       ნავი არ მორჩის მშვიდობით   და კაცი წაუმჴდარია,
Verse: d    და   ფამულსადობით უჴმობენ,   ვით ლომის პირი არია.






Strophe: 4877_[4794] 
Verse: a       მორჩენ მისგან უვნებელად,   მისთვის ღმერთსა ადიდებდეს,
Verse: b       ნახეს ლომი, ჴარს ებრძოდა,   ერთმანერთსა უჩვენებდეს;
Verse: c       კაცნი იყვნეს, ვითა ცხვარნი,   თმანი ტანსა უფარევდეს,
Verse: d    და   თავი იყო კანბეჩისა,   ზურგისაკენ ჴელი ებნეს.






Strophe: 4878_[4795] 
Verse: a       ზოგთა თავი თევზსა უგავს,   პირი ების ნიანგისა,
Verse: b       ტანი ლომსა, პირი ვეფხსა,   თავი იყვის კანჯრებისა;
Verse: c       ზოგთა ფეჴი უკანითით,   თავი ესხა ბატკნებისა.
Verse: d    და   ზღვა ამითა სავსე იყო,   ბრძანებაა განგებისა.






Strophe: 4879_[4796] 
Verse: a       შვიდ თვე იარეს ზღვაშიგა   გზა მათი საწადელია,
Verse: b       მერმე გავიდნენ ჴმელზედა   მშვიდობით, უვნებელია;
Verse: c       ტირს ქაიხოსრო, ილოცავს,   მადლისა შემწირველია.
Verse: d    და   ნავები ჴმელად გაიღეს,   სანდლისა, ულპოლველია.






Strophe: 4880_[4797] 
Verse: a       ქალაქნი დახუ̂დენ ტურფანი,   შემკული ყოვლის ფერითა,
Verse: b       მუნ დადგა, გამოისვენა,   ვით სწადდა, გულის ლხენითა;
Verse: c       ნუზლი ითხოვეს ლაშქართა   უწყინრად, ტკბილის ენითა,
Verse: d    და   კაცი გაგზავნა ყველგანვე:   "ჩვენი ბრძანება ქენითა!"






Strophe: 4881_[4798] 
Verse: a       წინ მოუდგნენ ჴელმწიფესა,   ყველა ძღვენსა მოართმიდა,
Verse: b       დაუმადლა ჴელმწიფემან,   მათთან მადლსა გარდიჴდიდა;
Verse: c       ვითა მართებს მოძებარსა,   აფრასიობს იკითხვიდა,
Verse: d    და   ერთმან კაცმან მოაჴსენა,   იგ რასაცა ინატრიდა:






Strophe: 4882_[4799] 
Verse: a       "ამას იქით ცოტა გზა ძეს,   მინდორ-მინდორ იარების,
Verse: b       არცა მთა ძეს, არცა სავნო,   არც ავი გზა დაგიხვდების;
Verse: c       ციხე არის, ქანგა ჰქვიან,   სიტურფესა ვინ მიხვდების?
Verse: d    და   ცოტა კაცი ბვერც ახლია,   იმაშიგან იმალების.






Strophe: 4883_[4800] 
Verse: a       მოკლა სიაოშ უბრალო,   ნორჩი ალვისა ზრდილია;
Verse: b       თქვეს: "გამოუჩნდა ზღვას იქით   ახლა იმისი შვილია,
Verse: c       ამოუწყვიტა ლაშქარი,   ის არის გმირთა გმირია".
Verse: d    და   იქ არის გულ-დაღაღული,   მტერთაგან უცნაურია.






Strophe: 4884_[4801] 
Verse: a       გაიგონა ქაიხოსრომ,    მიხვდა დიდსა სიამესა,
Verse: b       მას კაცსა და თავადებსა   მისცა, ყველა ტანს დამოსა;
Verse: c       გაემართა, უბრძანებდა   მათ სიტყვასა დასანდოსა.
Verse: d    და   ცხენიდაღმა გარდამოჴდა,   მიდგა ციხის სიახლესა.






Strophe: 4885_[4802] 
Verse: a       სიაოშისთვის იტირეს,   ვინც იყო თავადებია,
Verse: b       ხოსრო იტყოდა: "ნახვისა   მე ვიყავ მონატრე დია;
Verse: c       გულთ-მეცნიერო, უღირსო   მე ამას გეაჯებია:
Verse: d    და   მიასაბიე, ვინ მოკლა   ამისი ამშენებია".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.