Strophe: 4886_[4803] | ||
Verse: a | რა შეიტყო აფრასიობ, | ხოსროვ ზღვასა გამოვიდა, |
Verse: b | არვის უთხრა სულიერსა, | მის ლაშქართა უმალვიდა; |
Verse: c | ბნელსა ღამეს უცნაურად | ციხის კართა გამოვიდა, |
Verse: d და | ვერავინ სცნა ჴორციელმან | მისი საქმე, სად წავიდა. |
Strophe: 4887_[4804] | ||
Verse: a | ქანგა ნახა ქაიხოსრომ, | სამოთხეა სიტურფითა: |
Verse: b | ბაღზედა სხდეს იადონი, | მიწა სავსე სუნბულითა. |
Verse: c | ბრძანა: "ნეტარ, ვინ გაძდების | ჴორციელი აქ ყოფითა?" |
Verse: d და | აფრასიობ ვერ იპოვა, | დაუმძიმდა, მართებს ვითა. |
Strophe: 4888_[4805] | ||
Verse: a | ლხინითა გამოისვენა, | მუნ დაყვნეს ერთი წელია, |
Verse: b | ლაშქართა ჰკადრეს: "პატრონო, | გვისმინე ჩვენ სათქმელია: |
Verse: c | თქვენ იცით, რომ აფრასიობ | უცხოს საქმისა მქნელია, |
Verse: d და | ქაოზს მიუჴდეს, აქა ვართ, | ვინ არის ერანს მცველია?" |
Strophe: 4889_[4806] | ||
Verse: a | სადა კაცსა არ ჰგონია, | გრძნებით იქი გამოჩნდების; |
Verse: b | ქაოზ არის უსუსური, | მეომარი ვინ დახვდების? |
Verse: c | ავი რამე დაემართოს, | საყვედურად დაგვედების, |
Verse: d და | ღმერთმან ნუ ქნას, თუ მოირჭვამს, | ჭირთ ნახული წაგვიჴდების. |
Strophe: 4890_[4807] | ||
Verse: a | დაუმადლა, აგრე ბრძანა: | "რასაც იტყვით, მართალია". |
Verse: b | ქალაქთ შიგან დააყენა | ყველგან თვითო თავადია, |
Verse: c | გლახაზედა ორმოცდათი | ოქრო გასცა ბადარია, |
Verse: d და | ჯეონსწყალსა გამოვიდა, | მოვა, სადა ბალხეთია. |
Strophe: 4891_[4808] | ||
Verse: a | ერთსა თვესა ბალხეთს იყო, | მერმე ბაღდადს შემოვიდა, |
Verse: b | ქაოზს კაცი გაუგზავნა: | "ჰკადრე, რასაც ინატრიდა", |
Verse: c | თავსა ოქრო გარდაყარა, | გაგზავნილი რა მოვიდა, |
Verse: d და | ქალაქსა და დარბაზებსა, | ვით ედემსა, მოჰკაზმიდა. |
Strophe: 4892_[4809] | ||
Verse: a | საწუთროსა სიტურფეთა | კაცის თვალი ძლივ გასცდიდეს, |
Verse: b | თავადები მიეგებნეს, | თავს გუარსა გარდაყრიდეს; |
Verse: c | ქექაოზ და ქაიხოსრო | ერთმანერთსა მოეხვივნეს, |
Verse: d და | მადლი ჰკადრეს შემოქმედსა, | მერმე ორთავ აეტირნეს. |
Strophe: 4893_[4810] | ||
Verse: a | გამარჯვება უხაროდა, | ჴელმწიფესა ლოცვიდიან: |
Verse: b | "სხვა შენებრივ ტახტ-გვირგვინსა | არ უნახავს, -- იტყოდიან, -- |
Verse: c | ეტლსა უკვირს შენი საქქე, | ჯერეთ მტერთა სისხლი სდიან". |
Verse: d და | ზობარჯსა და იაგუნდსა | ტახტსა ზედა აყრიდიან. |
Strophe: 4894_[4811] | ||
Verse: a | სავარდესა შიგან დასხდეს, | სირინოზი ხშირად ჴმობდა, |
Verse: b | ზღვასა შიგან რაც ენახა, | ხოსრო პაპას უანბობდა; |
Verse: c | გაუკვირდა უსაზომოდ, | მას ვერცავინ გამოსცნობდა, |
Verse: d და | "არ მასმია ამის მეტად", | ქაოზ იტყვის, მას უბნობდა. |
Strophe: 4895_[4812] | ||
Verse: a | "ჰე ახალო ჴელმწიფეო, | საკვირველი მესმა დღესა, |
Verse: b | მზე და მთვარე იკვირვებენ, | ვიცი, შენსა სიკეთესა". |
Verse: c | წინა სუფრა გაიშალეს, | მოისხმიდენ მეჩანგესა. |
Verse: d და | რა პურობა გაიყარა, | ღვინოს სმიდენ რვასა დღესა. |
Strophe: 4896_[4813] | ||
Verse: a | პურობა გარდაიჴადეს, | გაჴსნეს საჭურჭლის კარია, |
Verse: b | ვინცა იახლის, აჩუქის | თვის-თვისად შესაფერია; |
Verse: c | ლაშქარნი შინა წავიდნეს, | აღარსით უჩნდა მტერია, |
Verse: d და | მარტონი დასხდენ ტახტზედა | ხოსრო და ქაოზ ბერია. |
Strophe: 4897_[4814] | ||
Verse: a | ხოსრო ბრძანებს: აფრასიობ | " ერთ წელ ვსძებნე ზღვისა პირსა, |
Verse: b | ჴელად ვერსად შემოვიგდე, | რა ვქნა? ღმერთმან არ მაღირსა; |
Verse: c | თუ სად ქანგას შეიპარვის, | გაამაგრებს იგ ქვიტკირსა, |
Verse: d და | კვლავ ლაშქარსა გამოასხამს, | ჩვენ დაგვაბამს, ვიცი, ჭირსა". |
Strophe: 4898_[4815] | ||
Verse: a | ქაოზ ბრძანა: "სალოცავად | ჩვენ წავიდეთ საცეცხლესა, |
Verse: b | შევეხვეწნეთ განგებასა, | ჩვენის ჴელით იგ წაჴდესა". |
Verse: c | თან მსახურნი წაიტანეს, | წამოვიდნენ, ცხენსა სხდესა, |
Verse: d და | მივიდეს და ილოცვიდეს, | ცრემლსა ღვრიდენ რვასა დღესა. |
Strophe: 4899_[4816] | ||
Verse: a | აქ აფრასიობ ღვთისაგან | ძველთა საქმეთა ჰპოესა, |
Verse: b | ვერ დადგის ერთსა ადგილსა, | გლახ მიხვდის სიმარტოესა; |
Verse: c | მთაშიგან იყო უდაბნო | ბარდავის სიახლოვესა, |
Verse: d და | იქ იმალვოდა სნეული, | ლხინთა სალამი სთხოვესა. |
Strophe: 4900_[4817] | ||
Verse: a | ვის ჴელმწიფე მესისხლეობს, | დიდხან ტახტი არ შერჩების, |
Verse: b | მიწასთანა გასწორდების, | თავს გვირგვინი მოეჴდების, |
Verse: c | ვინ უწყალოდ მოქმედია, | მისი სისხლი დაიღვრების, |
Verse: d და | სალარო და შოებული | მისეული სხვათ დარჩების. |