TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 265
Previous part

Chapter: 182 
აქა უმისაგან აფრასიობის შეპყრობა ნახეთ თუ სოფელი რასა იქს







Strophe: 4901_[4818] 
Verse: a       ერთი კაცი, ღვთის მოსავი,   იყო გვარი ფრიდონისა,
Verse: b       მას სახელად უმი ერქვა,   გონიერი, მქნელი ჭკვისა,
Verse: c       იგ უდაბნოს ილოცვიდა,   ვით წესია მონოზნისა,
Verse: d    და   შუა დამე ჴმა შეესმა   მოთქმისა და ტირილისა:






Strophe: 4902_[4819] 
Verse: a       ჩინელთა" და მაჩინელთა    ჴელმწიფეთა ჴელმწიფეო,
Verse: b       სადა შენი მორჭმულობა,   ტახტ-გვირგვინი, საჭურჭლეო,
Verse: c       გმირობა და ჯომარდობა,   შენთ ლაშქართა სიმრავლეო?
Verse: d    და   აწ სენაკსა შემწყვდეულხარ,   -- სიკვდილისა მონატრეო!"






Strophe: 4903_[4820] 
Verse: a       უმმა იცნა აფრასიობ    თურქულითა საუბრითა,
Verse: b       მიუჴდა და ჴელი მიჰყო,   მეომარმან ლომმან ვითა;
Verse: c       ფიცხლავ მჴართა მოუჭირა,   მაგრა შეკრა იგ სარტყლითა;
Verse: d    და   გონიერად გაიგონე,   კიდევ რა ქნა ილეთითა!






Strophe: 4904_[4821] 
Verse: a       არა სჯობს რა სიკეთესა,   იქცეოდეთ სამართლითა,
Verse: b       თვარ გასინჯეთ, აფრასიობ    რა კარგი ქნა სიავითა;
Verse: c       ერთ სენაკსა დააჯერა   ღმერთმან სავსე საჭურჭლითა,
Verse: d    და   ვერ შეიტყო, თუ იგიცა   დააბემდა, ბადე ვითა.






Strophe: 4905_[4822] 
Verse: a       უმსა უთხრა: "ღვთისა კაცო,   რას საქმესა შეგისწრივარ!
Verse: b       ერთი ბერი, ღვთის მოსავი,   სალოცავად აქა ვზივარ:
Verse: c       ჩემი გვარი არვინ იცის,   -- დაკარგული ღარიბი ვარ,
Verse: d    და   აპას სული ამომივა,   -- ასრე რიგად შეგიკვრივარ!"






Strophe: 4906_[4823] 
Verse: a       უმმა უთხრა აფრასიობს:    "შენ მკვლელი ხარ ნოდარისა!
Verse: b       სიაოშის სისხლთა მღვრელი,   -- შენის ძმისა აღზვართისა;
Verse: c       შარიართა მესისხლეო,   ქონა გმართებს სენაკისა,
Verse: d    და   არ შენისა ნებისად ხარ,   ბოლო ჰპოე ავის ქნისა!






Strophe: 4907_[4824] 
Verse: a       იყო წერილი ღვთისაგან,   მე რაცა დავაშავია,
Verse: b       აწ შემიბრალე, ღვთის კაცო,   ფრიდონის ნათესავია!
Verse: c       ხარ მინდობილი სულისა,   უწყალოება ავია,
Verse: d    და   მოვკვდი მე, სრულად შემკვეთა   შენმან სარტყელმან მკლავია!"






Strophe: 4908_[4825] 
Verse: a       უმმან უთხრა: "დაწყევლილო,   სიავისა შენ ხარ მზღვარი.
Verse: b       არას გარგებს, (რას ირჯები   ჭრელად?) ჩემი საუბარი.
Verse: c       ჟამმან მომცა, ვით გმართებდა,   პირველ შენი ავ-ნაქმარი.
Verse: d    და   შენის საქმის გარდამწყვეტი   ქაიხოსროს ჴმალი არი".






Strophe: 4909_[4826] 
Verse: a       ეგრეც კიდევ შეებრალდა   მოუფოლხა ოდენ ჴელსა,
Verse: b       დააძრო და ზღვას ჩავარდა,   ვითა ჰმართებს გრძნების მქნელსა;
Verse: c       გოდერძიმ და გივმან ნახეს,   -- უმს სარტყელი ჰქონდა ჴელსა,
Verse: d    და   იტყოდეს თუ: "უსათუოდ   ხედავს რასმე საკვირველსა!"






Strophe: 4910_[4827] 
Verse: a       გოდერძიმ ჰკითხა: "ღვთის კაცო,   რა ნახე საკვირველია?!"
Verse: b       უთხრა თუ: "ამა მთაზედა   მაქვს ერთი მონასტერია;
Verse: c       იქ ვიყავ ღამით, მესმოდა   ტირილი საკვირველია,
Verse: d    და   მე აფრასიობ ვიპოვე,   მაგრა შეუკარ ჴელია".






Strophe: 4911_[4828] 
Verse: a       უმმან ყველა მოაჴსენა,   როგორაცა ყოფილიყო:
Verse: b       "შემებრალდა, ჴელს უფოლხე"   -- სთქვა"სიკვდილსა მისწურვიყო!"
Verse: c       ეწყინა და გაუკვირდა,   რა გოდერძიმ ყურად იღო,
Verse: d    და   მისგან ავსა მოელოდა,   -- როგორაცა გრძნებით იყო.






Strophe: 4912_[4829] 
Verse: a       რაცა ქნილა, მოაჴსენა   უიმ, ხოსროს ეუბნების:
Verse: b       "გვირგვინი და ტახტოსნობა   შენზედამცა გაგრძელდების!...
Verse: c       ვსცეთ გარსევაზ, მოვიყვანოთ,   მისთვის გული დაეწვების,
Verse: d    და   სითაც არის, -- გამოჩნდების,   -- ცა მიწასაც დაეცემის!"






Strophe: 4913_[4830] 
Verse: a       სცემდეს, გარსევაზ იძახდა,   არ დასცხრებოდა ვისაგან;
Verse: b       რა აფრასიობს შეესმა   საყვარელისა ძმისაგან,
Verse: c       მტირალმან, თვალ-ცრემლიანმან,   თავი ამოყო ზღვისაგან.
Verse: d    და   თავის სიკვდილი ერჩივნა,   ან დაწვა საჴმილისაგან.






Strophe: 4914_[4831] 
Verse: a       გარსევაზ მოსთქვამს: --"სად არის,   ძმავ, შენი შარიარობა?!"
Verse: b       მორჭმა, ტახტი და გვირგვინი,   ლაშქართა ნებიარობა,
Verse: c       მეომრობა და ძალ-გული,   მტერზედა ჭანგმახვილობა?
Verse: d    და   აწ ზღვასა შიგან იმალვი,   ბედმან დაგიწყო მტერობა!"






Strophe: 4915_[4832] 
Verse: a       ატირდა მაღლა ცრემლითა,   რა გაიგონა ძმისაგან:
Verse: b       "ყველგან მივმართე, არ მამრჩა   ადგილი ჴმელეთისაგან,
Verse: c       მაგრამ არ დამჴსნა სოფელმან   დიდისა სიმწარისაგან;
Verse: d    და   მე გხედავ, -- გცემენ უწყალოდ,   შექნილსა ფეშანგისაგან!"






Strophe: 4916_[4833] 
Verse: a       უბნობდეს ბედდაკარგულნი,   სიკვდილის მონატრენია;
Verse: b       "კუნძულზედ შემოეპარა   მას კაცი გონიერია,
Verse: c       თავს საგდებელი მოაბა,   შეიპყრა ვითა მელია,
Verse: d    და   ზღვიდაღმან გამოითრივა,   მაგრა შეუკრა ჴელია.






Strophe: 4917_[4834] 
Verse: a       ხოსროს წინა მოიყვანეს,   უპატიოდ, მჴარ-შეკრული;
Verse: b       აფრასიობს მოეგონა   პირველადვე ზმანებული.
Verse: c       ზედ მიადგა, ეუბნების   შვილის შვილი ჴმალ-მოწვდილი:
Verse: d    და   უბრძანებდა: "აწ თუ გაჴსოვს   აქანამდის შენგან ქმნილი?!"






Strophe: 4918_[4835] 
Verse: a       დაიძახა: "რატომ მამკლავ   პაპას, ავო მესისხლეო?
Verse: b       გეხვეწები, მე ცოცხალსა   დედა თქვენი მიჩვენეო!"
Verse: c       ხოსრომ ესე უპასუხა:   "ძმისა მოკვლა გკითხო მეო,
Verse: d    და   ნოდარ მოჰკალ ტახტოსანი,   აღზვართ ღვთისა მოყვარეო!






Strophe: 4919_[4836] 
Verse: a       მამა მომიკალ უბრალო,   მისებრივ სახელდებული;
Verse: b       თვით იცი, რა ჰქენ ჩემზედა,   არ ვიყავ დაბადებული.
Verse: c       სიავისათვის მოგხვდების   სიავე დაწესებული!".
Verse: d    და   ჴმალი ჰკრა, -- თეთრი თმა-წვერი   შეექნა გაწითლებული.






Strophe: 4920_[4837] 
Verse: a       ვისცა უნდა ტახტოსნობა,   ნუ ეჩვევის სისხლთა ღვრასა,
Verse: b       კაცსა ღმერთი არ შეარჩენს   უსამართლოდ ავის ქნასა,
Verse: c       სამართლითა იქცეოდი,   მოერევი გონებასა.
Verse: d    და   ეს გვირგვინმან თავსა უთხრა,   --"ვიქმოდეთ და ვსდიოთ მასა"






Strophe: 4921_[4838] 
Verse: a       გარსევაზსცა მოიყვანეს   ბორკილითა დაჭედილი;
Verse: b       ქაიხოსრომ მოიგონა   მამაზედა მისგან ქნილი:
Verse: c       ხანჯალი და ოქროს ტაშტი,   სისხლი მისგან დათხეული.
Verse: d    და   იგ გაკვეთეს შუაზედა,   თვით მოიმკო მისგან ქმნილი.






Strophe: 4922_[4839] 
Verse: a       გულის ნება აუსრულდა,   სალოცავად წამოვიდა;
Verse: b       ვით მართებდა სიხარული,   ღმერთსა მადლსა შესწირვიდა.
Verse: c       მერმე დაჯდა ტახტსა ზედა,   ჴელმწიფურად კარგად ზმიდა,
Verse: d    და   აღმოსავლით დასავლამდის   სწერს წიგნებსა, -- გაგზავნიდა:






Strophe: 4923_[4840] 
Verse: a       "დაწყნარდა ყოვლი ქვეყანა,   არვინ ჩანს მაწყინარია;
Verse: b       მე ჴლმითა შუა გაკვეთე   ვეშაპი უჩინარია.
Verse: c       მუტრიბნი შეიყარენით,   გამოდით ციხით გარია,
Verse: d    და   გლახაკთა ნუ შეაწუხებთ,   გიყვარდეს სამართალია!"






Strophe: 4924_[4841] 
Verse: a       ქაოზ იტყვის: "აჰა ღმერთო,   მე ვარ შენი მინდობილი!..
Verse: b       სიაოშის სისხლთა მზღველად   ვნახე ჩემი შვილისშვილი,
Verse: c       ას ორმოცდაათ წელ ვიყავ   მორჭმული და მოვლენილი,
Verse: d    და   საროს ტანი მე შემქნია,   ვითა მშვილდი მოდრეკილი".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.