Strophe: 4929_[4846] | ||
Verse: a | ჯანი" მომგვარეთ", -- ერთს დღესა | ჴელმწიფემან კაცს უბრძანა; |
Verse: b | აფრასიობის შვილია, | -- მას რკინითა დაეჭედნა. |
Verse: c | იგი ნახა, შეებრალა, | მეფეს მიხვდა გულის ტკენა, |
Verse: d და | მიწას დაემჴო, აკოცა. | "დისწულთ შემცოდე ვართ ჩვენა". |
Strophe: 4930_[4847] | ||
Verse: a | იგი მტირალი ისრევე | ფერჴთზედ აემართა ვითა, |
Verse: b | ქაიხოსრო დაინახა, | სულთქნა მისის სურვილითა; |
Verse: c | დედის ნათესაობამან | გააჴურვა ცეცხლივითა, |
Verse: d და | შეებრალა და ატირდა, | ცრემლი მოსდის თვალებითა. |
Strophe: 4931_[4848] | ||
Verse: a | მრავალჯერ სახელოვანი | მან აფრასიობ აჴსენა; |
Verse: b | ბრძანა: "თუმც ჩემის სისხლითა | ჴელები არ დაებანა, |
Verse: c | თეთრს წვერს სისხლით არ დასვრიდა, | და არცა სიცოცხლისგანა; |
Verse: d და | უიმედოდ არ გავჰჴდიდი, | მოუსმენდი, -- რაც ებრძანა. |
Strophe: 4932_[4849] | ||
Verse: a | შენ ჴელმწიფედ გაჴსენებდი!" | სოფლის საქმე ასრე არი: |
Verse: b | ხან ტკბილს უზამს, ხან მწარესა, | -- ყოვლს კაცზედა მოვა ქარი. |
Verse: c | ჯანს ჴელმწიფის პირისაგან | ესმა ესე საუბარი, |
Verse: d და | გულის ადგილს გული დადვა, | ქება ჰკადრა მრავალგვარი: |
Strophe: 4933_[4850] | ||
Verse: a | "ნუმცა ტახტია უშენოდ, | ნუმცა გვირგვინი არია, |
Verse: b | ქვეყანა უშენოს კაცის | ბრძანებით ნუმცა არია!" |
Verse: c | რა ეს ესმა, ფეჴზედ ადგა, | დიდი ჴელმწიფე არია, |
Verse: d და | სტაცა ჴელი, ტახტს დაისვა, | -- სითაც მარჯვენა მჴარია. |
Strophe: 4934_[4851] | ||
Verse: a | მოიკითხა: "ბედმან ახლა | გპოვა" -- უთხრა, --"მოისვენე! |
Verse: b | გვირგვინს მოგცემ და თურანსა, | ქიშვადიცა მოიჴსენე; |
Verse: c | ფეშანგის შვილის შვილი ხარ, | ფრიდონისა მონათესნე, |
Verse: d და | შენს ფესვსა არ ამოვაგდებ, | დღეის უკან მოილხინე! |
Strophe: 4935_[4852] | ||
Verse: a | სისხლი ხარ ჩემი და ტომი, | რაცა გითხრა, დაიჯერე! |
Verse: b | ჩემს ბრძანებას ნუ გარდახვალ, | თვარა მამას შეეფერე: |
Verse: c | მამა თქვენმა ავის ქნითა | თქვა: "საწუთრო შევაჯერე" |
Verse: d და | შენცა იცი, -- ტახტ-გვირგვინი | წაიხდინა მან, -- სიბერე. |
Strophe: 4936_[4853] | ||
Verse: a | ჩემისა მოწიფულობით | მე მას სისხლი ვაზღვევინე, |
Verse: b | ვით ჩიტსა თავი მოვჰკვეთე, | თმა-წვერი შევაღებვინე: |
Verse: c | არცარავინ ავატირე, | არცვინ. მაზედ ვაგლოვინე, |
Verse: d და | ავის მქნელს რა დაემართა, | -- ზააქს ჴელმწიფეს, -- ისმინე! |
Strophe: 4937_[4854] | ||
Verse: a | თურიმ რომ ძმანი დაჴოცა, | ზააქ ფრიდონ დაიჭირა, |
Verse: b | ორმოსა შიგან ჩაჰკიდა, | თავს დიდი ლოდი დაჰხურა; |
Verse: c | ერანით ჩინეთს წავიდა | სისხლის ძებნად მანუჩარა, |
Verse: d და | ღვთის ბრძანებით, თურის თავი | მან ტანითა მოაშორა! |
Strophe: 4938_[4855] | ||
Verse: a | ვინც უბრალოს კაცს თავს მოჰკვეთს, | ბრძანებაა ესე ღვთისა: |
Verse: b | იმას ღმერთი არ შეარჩენს, | -- მასცა მოეკვეთებისა!" |
Verse: c | ჯანმან ესე გაიგონა | ნაბრძანები ჴელმწიფისა, |
Verse: d და | ჰკადრა: --"თავ ამაღლებულო, | -- მე ყმა ვარ თქვენის ნებისა! |
Strophe: 4939_[4856] | ||
Verse: a | არც გვირგვინს ვღირსვარ, არც ტახტსა, | თურანს გამგზავნე მლოცველად, |
Verse: b | ვიქნები ყოელს წელიწადს | ხარაჯის გამამგზავნელად; |
Verse: c | სამსახურით თავს შეგაწყენ, | -- მე მოვალ სადარბაზველად". |
Verse: d და | ტახტისა ფეჴსა აკოცა, | -"აჯა მაქვს გასაგონელად: |
Strophe: 4940_[4857] | ||
Verse: a | ჩემი შვილები და დანი | მიბოძოს, -- თურანს წავასხა". |
Verse: b | ჴელმწიფემ რა გაიგონა, | მანცა სიტყვა უპასუხა; |
Verse: c | რაც ქაიანთ წესი იყო, | -- მანაშურით დაუწერა, |
Verse: d და | რა რიგადაც ფრიდონს ჰქონდა, | ისევ მისცა, დაუმკვიდრა. |
Strophe: 4941_[4858] | ||
Verse: a | ტანს ჩააცვეს საჴელმწიფო, | თავს გვირგვინი დახურესა, |
Verse: b | შვილთა და დათა აჩუქეს, | საკადრისად მიასხესა; |
Verse: c | "მხიარულად წა თურანის | ქვეყანასა!" ჯანს ჰკადრესა. -- |
Verse: d და | "სრულად თემი დაათვალე!" | -- გოსტამს წიგნი მისწერესა. |
Strophe: 4942_[4859] | ||
Verse: a | "ყველა ჴელთა დაათვალე, | ნუღარას ეცილებია". |
Verse: b | შუაღამ ჯანის კარზედა | ქოსსა ჴმა ამაღლებია; |
Verse: c | ცხენს შეჯდა, თურანს წავიდა, | მას ჭირნი დავიწყებია, |
Verse: d და | გოსტამთან კაცი გაგზავნა, | რა ქალაქს მისწურვებია. |
Strophe: 4943_[4860] | ||
Verse: a | თქვა: "რაც ჴელმწიფეს ებრძანოს, | ყველა უამბე გოსტამსა!" |
Verse: b | რა გაგზავნილი მივიდა, | წიგნი მიართვა იმასა; |
Verse: c | რა ჯანის მისვლა შეიტყო, | წინ მიეგება მას წამსა, |
Verse: d და | თურანის ტახტი მოკაზმეს, | მუტრიბნი ჰჴმობენ კარგ ჴმასა. |
Strophe: 4944_[4861] | ||
Verse: a | ჯანი ქალაქად შევიდა, | გზაზედ სტავრასა უფენდეს, |
Verse: b | აფრასიობის ტახტს დაჯდა, | თავსა გუარსა აყრიდეს; |
Verse: c | მტკივნეულთ გული გამრთელდა, | ჯერ გოსტამს არ გაუშვებდეს, |
Verse: d და | ორსა კვირასა ალხინა, | აჩუქა, გამოუშვებდეს. |
Strophe: 4945_[4862] | ||
Verse: a | სალაროსა კარი გაჴსნა, | გოსტამს ყველა მოაბარა, |
Verse: b | ჴელმწიფესა გაუგზავნა, | თქვა: --"ბრძანება იქნება რა"; |
Verse: c | ალხინა და ბევრი მისცა, | მხიარულად ასტუმარა, |
Verse: d და | ერანელთა ფალავანთა | წინ მოკითხვა დააბარა. |
Strophe: 4946_[4863] | ||
Verse: a | გოსტამს წინა მოეგებნეს, | ჴელმწიფისა კარს მოვიდა, |
Verse: b | მას ღამესა ლხინი ნახეს, | ხოშ-გუარსა ღვინოს სმიდა; |
Verse: c | ყველა ნახა ჴელმწიფემან, | რაც ჯანისგან მოუვიდა, |
Verse: d და | ტახტსა დაგდა მხიარული, | გაცემასა ვინ დასთვლიდა?! |