Strophe: 4947_[4864] | ||
Verse: a | სამოცს წელს გონება ჰქონდა | ღვთითავე დანერგულია, |
Verse: b | მას ჰყმობდა ყოვლი ქვეყყანა, | ზღვა და ჴმელეთი სრულია; |
Verse: c | არ ინახოდა გლახაკი, | ობოლი, გულ-ნაკლულია: |
Verse: d და | ვერვინ იტყოდა ჴმელზედა, | თუ დრამა დაკარგულია! |
Strophe: 4948_[4865] | ||
Verse: a | რჯულ-წმინდა და ღვთის მოყვარე? | დაჯდა, ამას იგონებდა: |
Verse: b | "ცასა ქვეშე ზღვა და ჴმელი | სრულ სამყოფლად მე დამნებდა; |
Verse: c | ყოველთ ზედა გავბატონდი, | მამის საქმე მაღონებდა, |
Verse: d და | მისი სისხლი ასეულად | მე ვიძებნე, -- ვით მმართებდა. |
Strophe: 4949_[4866] | ||
Verse: a | მეშინიან, თუ მომრივნეს | ეშმაკურმან სიმრუდემა! |
Verse: b | ცალკე ვეტყვი აფრასიობს, | მან გრძნება ქნის ღვთისა მკვლელმა; |
Verse: c | იგ ქექაოზ მწვე ცრუ იყო, | მოატყუის სირეგვნემა, |
Verse: d და | ზააქ, ჯიმშედ, თური, სალიმ, | -- გარდასცვალნა სიავემა! |
Strophe: 4950_[4867] | ||
Verse: a | ნუ ყოს ღმერთმან ჴელმწიფისა | გული ყოლე გამრუდდების! |
Verse: b | მას ღვთისაგან საფარველი | ანგელოზი მოშორდების; |
Verse: c | ვირ შეიტყობს მის საქმესა | ყველგნით ბოლო შეექნების, |
Verse: d და | მიწასთანა გასწორდების, | თავს გვირგვინი მოეჴდების. |
Strophe: 4951_[4868] | ||
Verse: a | არ ვარგა, -- კაცთა წინაშე | ავი სახელი დარჩების! |
Verse: b | ღმერთს ეწყინების, მას წინა | სარჯელი დაგვემართების; |
Verse: c | ჴორცი და სახე პირისა, | ძალ-გული ჩვენი წაჴდების, |
Verse: d და | მიწად ვიქნები, ტახტზედა | ჩემზედ სხვა ვინმე დაჯდების. |
Strophe: 4952_[4869] | ||
Verse: a | ღმერთმან ქნა, და რადგან მტერთა | მამის სისხლი ვაზღვევინე, |
Verse: b | სრულ საწუთრო დავაშვენე, | მოვირჭმე და მოვივლინე, |
Verse: c | მოსაკლავი ყველა მოვკალ, | დასარჩენი დავარჩინე, |
Verse: d და | შარიარნი მმსახურებენ | ჴმლითა ასრე შევაშინე. |
Strophe: 4953_[4870] | ||
Verse: a | არვის ასმია კაცს ზედა | მორჭმა ამისი სწორია; |
Verse: b | ჩვენ გამოვსცადეთ ყოველი, | ცხადი და იდუმალია; |
Verse: c | გლახა, მდიდარი, ჴელმწიფე | სიკვდილთან ყველა სწორია, |
Verse: d და | სულს ანგელოზი მიითვლის, | მიწა იქნების მძორია!" |
Strophe: 4954_[4871] | ||
Verse: a | დღესა ერთსა უბრძანებდა | მანდატურთა უხუცესსა: |
Verse: b | "მე წავალ და შენ აქ იყავ, | ნურას მოშლი ჩემსა წესსა; |
Verse: c | ვინც მოვიდეს, ნურას ეტყვი, | თაფლისაგან უმწარესსა, |
Verse: d და | მიუცემსა ნუ გაუშვებ, | რაცა გქონდეს, ჩემსა მზესა! |
Strophe: 4955_[4872] | ||
Verse: a | წავალ, ვილოცავ ღმერთს წინა, | ვით მმართებს, ვესათნოები, |
Verse: b | მაქვს ჴელმწიფობა იმისგან, | არა კაცთა ნაშოები; |
Verse: c | შეუცოდარი სოფლისა | დამჴსნას, -- მას დავეთხოვები, |
Verse: d და | სამოთხე მინდა სამყოფლად, | -- ტახტსა რას შევეპოვები?!" |
Strophe: 4956_[4873] | ||
Verse: a | ტანსა თეთრი შეიმოსა, | გამოვიდა ლოცვად ველსა, |
Verse: b | "სიკეთესა ნუ მომიშლი!" | -- ეხვეწების სახიერსა. -- |
Verse: c | "სიავითა ნუ შემიძრავ | გონებისა საძირკველსა, |
Verse: d და | ნურცა მიმცემ ავისა ქნად | მე ეშმაკსა მწვალებელსა! |
Strophe: 4957_[4874] | ||
Verse: a | ჩემი სული შეიბრალე, | -- მავნებელმან არა სძლიოს! |
Verse: b | რომ გონება ავისა ქნად | სულსა ვეღარ მოერიოს. |
Verse: c | მე კარგისა წესისაგან | ნურცა შემცვლი, ვით არიოზს, |
Verse: d და | მინდა, ედემს წმინდათშიგან | ურცხვენელი გაერიოს!" |
Strophe: 4958_[4875] | ||
Verse: a | სისუსტითა ფერჴთა ზედა | ვეღარ დადგა მერვეს დღესა, |
Verse: b | მერმე დაჯდა ტახტსა ზედა, | დარბაზობა დაიწყესა; |
Verse: c | დია უკვირს ერანელთა, | იგ ჩავარდენ საეჭვესა, |
Verse: d და | გოდერძი და გივი, ტუსი, | ბეჟან ნახვად შევიდესა. |
Strophe: 4959_[4876] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: "ჴელმწიფეო, | მტერთა მოგცეს ყველგან ზავი, |
Verse: b | რას იგონებთ, არა ვიცით, | არსით გვესმის ყურთა ავი; |
Verse: c | აგრე მორჭმით ვინ ყოფილა | სხვა ადამის ნათესავი, -- |
Verse: d და | ბრძანე, ვინცა შემცოდია, | ვის მოსძულდა ნეტარ თავი?! |
Strophe: 4960_[4877] | ||
Verse: a | შარიარნი და თავადნი, | სრულად ჴმელეთი,? -- შენია, -- |
Verse: b | რად ჰმალავ, -- მტერი იდუმალ | თუ სადმე გამოგჩენია?!... |
Verse: c | მოვჰკლავთ, ან შევეჴოცებით, | -- იყოს ბრძანება შენია! -- |
Verse: d და | თავს გარდავიყრით ნაცარსა, | თუ რამე ჩვენ გვიწყენია!" |
Strophe: 4961_[4878] | ||
Verse: a | ხოსრომ ბრძანა: "ვის გემდურვი, | არსით მტერი დამრჩომია!" |
Verse: b | ჴმლისა ნაცვლად, ჭიქა ჰქონდა, | ისრად ჩანგი მოუთქმია; |
Verse: c | ერთი კვირა სალოცავად | ღმერთს წინაშე ვიყავ მია, |
Verse: d და | ერთი საქმე ამისრულოს, | -- ჩემის გულის ნადომია! |
Strophe: 4962_[4879] | ||
Verse: a | თქვენცა მოგელი, გიამოს, | მე გამიპირავს რომელი: |
Verse: b | დიდი და მცირე სწორად ჩანს, | -- ეტლია დაუდგომელი! |
Verse: c | არ მოურჩების სოფელსა, | -- ვინც გაჰყვა წაუჴდომელი, |
Verse: d და | აგრევე ვარდი გაშლილი | ზამთარსა -- დაუზრობელი!" |
Strophe: 4963_[4880] | ||
Verse: a | ერანელნი გამოვიდეს, | გაიგონეს ჴელმწიფისა, |
Verse: b | მანდატურთა უხუცესმან | კარი შეკრა ფარდაგისა; |
Verse: c | მას უბრძანა არ შეშვება | იმაშიგან სხვის კაცისა, |
Verse: d და | ვაზირთა და მისანდოთა, | -- თვისისა და მეყვისისა. |
Strophe: 4964_[4881] | ||
Verse: a | ილოცავს და ამას იტყვის: | "გეხვეწები ბრჭეთა ბრჭესა! |
Verse: b | სოფლის საქმე მომაშორვე, | მიმაბარე სამოთხესა!" |
Verse: c | ამაზედან ერანელნი | შეიყარნეს მერვეს დღესა, |
Verse: d და | ნახული და გაგონილი, | რაც იცოდეს, ყველა თქვესა. |
Strophe: 4965_[4882] | ||
Verse: a | გივსა მამა უბრძანებდა: | "შენ ხარ მეტად გარჯილია! |
Verse: b | ზალდასტანს და როსტომს წინა | ერთი წიგნი გაგზავნია; |
Verse: c | ხოსროვ შესცდა, ვით ქექაოზ, | -- დევის გზასა მიჰყოლია, |
Verse: d და | რაცა გყვანან მეცნიერნი, | -- თან იახლეთ, გვიშველია!" |
Strophe: 4966_[4883] | ||
Verse: a | შეჯდა თვით გივი, წავიდა | გაგზავნით მამისეულად: |
Verse: b | სისტანს მივიდა ცხენ-მალედ, | ვით ქარი, ანაზდეულად, |
Verse: c | ზაალს და როსტომს უამგო, | რაც იცის დავედრებულად; |
Verse: d და | რა გაიგონეს, შეიქნეს | ორნივე შეჭირვებულად. |
Strophe: 4967_[4884] | ||
Verse: a | ჭკვიანნი და ბრძენნი კაცნი | ქვაბულელნი შეიყარნეს, |
Verse: b | შესხდეს ორნი პილოტანნი, | წამოსავლად თავნი არნეს; |
Verse: c | ვით ჰმართებდა, -- მათი მისვლა | ერანელთა გაეხარნეს, |
Verse: d და | ხოსრო კაცსა არა ნახავს, | სრისა კარნი დაეყარნეს. |
Strophe: 4968_[4885] | ||
Verse: a | რა ხუთი კვირა გათავდა, | უკუჯდა შესუსტებული, |
Verse: b | ნახა ძილშიგან ჩვენება, | განგებით მოვლინებული; |
Verse: c | უთხრა თუ: "ჰპოვე წადილი, | გულისა მინდომებული, |
Verse: d და | ბნელისა ნაცვლად იშოვე | სამყოფი განათლებული! |
Strophe: 4969_[4886] | ||
Verse: a | საჭურჭლე და საქონელი | აწ გაუყავ ერანელთა, |
Verse: b | ტახტიც მათვე მიაბარე, | შენზედ მეტად კარგის მქნელთა, |
Verse: c | ვისცა აქა გაახარებ, | -- საუკუნოს შენ გაქვს ჴელთა, |
Verse: d და | აქა ნურას დაიყოვნი, | წასავალი გზა გაქვს ჴელთა!" |
Strophe: 4970_[4887] | ||
Verse: a | გაიღვიძა ქაიხოსრომ, | უხაროდა ის ჩვენება, |
Verse: b | ტირილითა ამას იტყვის: | "ამისრულდა გულის ნება!" |
Verse: c | მერმე დაჯდა ტახტსა ზედა, | ბრძანა სპათა მოყვანება; |
Verse: d და | როსტომ იტყვის: "მართალია, | -- დია გვინდა მისი ხლება!" |
Strophe: 4971_[4888] | ||
Verse: a | ბერი გოდერძი უჩივის | ზალდასტანს, -- ვითა მამასა: |
Verse: b | ხოსროს" ეუფლა ეშმაკი, | უცილოდ ვსაზრობ ამასა! |
Verse: c | მან მარტოობა არჩივა | ლხინსა, სმასა და ჭამასა, |
Verse: d და | ტახტსა დაგდებას უპირებს, | გვირგვინსა ვითა დრამასა." |
Strophe: 4972_[4889] | ||
Verse: a | ზაალ თქვა: "ნუ შეიჭირვებთ, | კაცის ჭკვა მრავალ გვარია; |
Verse: b | ეგების ტახტი მოსძულდა, | -- ვინაღვლოთ მოუჴმარია! |
Verse: c | მივიდეთ, ვჰკითხოთ, რას იტყვის, | -- გამოსცდის საუბარია". |
Verse: d და | რა გაემართნეს, გააღეს | ფიცხლავ დარბაზის კარია. |
Strophe: 4973_[4890] | ||
Verse: a | შინა შევიდეს სალამად | ოქროსა სარმუზიანნი -- |
Verse: b | დასტან, როსტომ და გოდერძი, | ტუსი და გივი ჭკვიანი, |
Verse: c | ფარემუზ, ბეჟან და გურგენ, | აშქაშ, და გოსტამ სვიანი, |
Verse: d და | გურზი, ზავარ და თავადნი, | -- ყოველგან სახელიანი. |
Strophe: 4974_[4891] | ||
Verse: a | ადგა, როსტომ მოიკითხა, | ბერი ზაალ ზაულელი, |
Verse: b | ქვაბულელნი ვინცა იყო, | თავადები ერანელი, |
Verse: c | გარდიწვივა, ტახტსა დაჯდა | მჭვრეტელთათვის სასურველი, |
Verse: d და | თავი მათი გაამჩივნეს, | სხვა დაიწყეს მათ სათქმელი. |
Strophe: 4975_[4892] | ||
Verse: a | ჰკადრეს: "შენს წინათ გვინახვან | ჩვენ შვიდნი ჴელმწიფენია. |
Verse: b | სჯობდა მზესაცა შვენებით | სიაოშ -- მამა შენია! |
Verse: c | როსტომ გაზარდა, ასწავლა | სამამაცონი ზნენია, |
Verse: d და | მოირჭმე, ტახტი მოჰკაზმე, | -- სხვას არც ვის ამბად სმენია! |
Strophe: 4976_[4893] | ||
Verse: a | ზაულისტანით მოვსულვარ | საამბოდ გაფიცხებული, |
Verse: b | გვესმა, ჴელმწიფე მარტო ზის, | ჰგავს -- იყოს გარისხებული! |
Verse: c | გულდაღალული ვიკადრებთ, | რა არის ეგ გაგებული? |
Verse: d და | ბრძანე, თუ ვისგან გწყენია, | -- ვინ არის შეცოდებული?! |
Strophe: 4977_[4894] | ||
Verse: a | გონიერად იქცეოდი, | ვითა ჰმართებს ჴელმწიფესა; |
Verse: b | შენ დაგლოცონ, ვისთვის გავსცემ | გლახაზედა საჭურჭლესა: |
Verse: c | სმა, ჭამა და პურადობა | სჯობს ყოველსა სიკეთესა, |
Verse: d და | ავი არა დაგემართოს, | -- ვეხვეწები მეუფესა!" |
Strophe: 4978_[4895] | ||
Verse: a | ზალდასტანსა შეუქცივა | ხოსრომ სიტყვა გონიერი: |
Verse: b | მანუჩარის" ჟამს უკანით | ხარ ყოვლისა მეცნიერი, |
Verse: c | ვაზირი და ლაშქართ სვეტი, | ჭკუით სავსე, კაცი ბერი, |
Verse: d და | სიაოშ და პილოტანი | გაზრდილია როსტომ შენი! |
Strophe: 4979_[4896] | ||
Verse: a | შენთ ნაქმართა სრულად ვიტყვი, | საუბარი გაგრძელდების, |
Verse: b | მე ვილოცავ ცრემლიანი, | ხუთი კვირა გათავდების! |
Verse: c | ღმერთმან აჯა გამისრულა, | რაცა ვსთხოვე, -- მე მომხვდების! |
Verse: d და | ბნელი საქმე ჩამოვიჴსენ, | ჩემი სული განათლდების! |
Strophe: 4980_[4897] | ||
Verse: a | სიზმრად ვნახე ანგელოზი, | გარდავსწყვიტე ჴელმწიფობა, |
Verse: b | აჰა წასვლის ჟამი არის, | იქნა ჩემი ტახტოსნობა! |
Verse: c | მე გვირგვინი დამიგდია, | სოფლის ზრუნვა, შეჭირვება", |
Verse: d და | ერანელთა ბრუ დაესხა, | შექნეს დიდი ვაგლახება. |
Strophe: 4981_[4898] | ||
Verse: a | ზაალ თქვა: "რა ვქნა, არ მომწონს, | ჴელმწიფევ, საქმე შენია, |
Verse: b | თქვენი გული და სტომაქი | ეშმაკსა მოუცდენია! |
Verse: c | მოშორვებიხარ ღვთისაგან, | ერანი წაგიჴდენია, -- |
Verse: d და | რაცა დღეს მესმის, კაცთაგან | არავის მოუსმენია! |
Strophe: 4982_[4899] | ||
Verse: a | მოგაჴსენებ, მოგძულდები, | არ მოგელი, გამიწყრია, |
Verse: b | მაგრა რა ვქნა, მართლისა თქმა | ნაღველსაცა უმწარია! |
Verse: c | თურანისა ქვეყანასა | გაიზარდე, იშობია, |
Verse: d და | პაპა თქვენი აფრასიობ | გრძნების მქნელი იყო დია. |
Strophe: 4983_[4900] | ||
Verse: a | თვით ქექაოზ ჭკვა-ნაკლული | იყო, სრულად შემცდარია, |
Verse: b | ცაშიგ გასვლა მოინდომა, | ჰქონდა სრულად ჴმელეთია! |
Verse: c | რა მოშორდა ანგელოზი, | თავი დადმა დაიქცია, |
Verse: d და | ავმან თესლმან არ დაგიკლო, | შენ წაჴდომა მოგნდომია! |
Strophe: 4984_[4901] | ||
Verse: a | ხე ნაყოფსა დაამსგავსებს, | -- გეყვის, ვიცი, პაპებია! |
Verse: b | ას ათასი მეომარი | გახლდა კარგი გმირებია; |
Verse: c | იგ დაჰყარე უპატრონოდ, | მარტო ფეშანგს შეებია, |
Verse: d და | ღმერთმან ქნა და გაგემარჯვა, | სამართალმან შენმან სძლია! |
Strophe: 4985_[4902] | ||
Verse: a | ფეშანგს მოეკალ, იცია | -- ჩვენ ზედა რა მოჴდებოდა?! |
Verse: b | უთაო ტახტი, გვირგვინი, | ერანი მას დარჩებოდა, |
Verse: c | ბრალიანი და მართალი | -- ყოველნი აოჴრდებოდა!" |
Verse: d და | ხოსრომ არა თქვა, -- იყურებს, | -- ზალდასტან ეუბნებოდა. |
Strophe: 4986_[4903] | ||
Verse: a | ერანელნი ვინცა იყო, | ამას ყველა ეუბნების: |
Verse: b | "ვინც მიჰყვების დევის გზასა, | ანგელოზი მოშორდების; |
Verse: c | კაცთა შიგა საბოლოო | საყვედური დაედების, |
Verse: d და | ჭირნახული, წინანდელი | მიჭირვება, წაუხდების!" |
Strophe: 4987_[4904] | ||
Verse: a | ხანი გამოჴდა, დაუწყო | ზალდასტანს საუბარია: |
Verse: b | "თუ გაგაჯავრებ, არ მინდა, | ხარ დიდად კარგ ნაქმარია; |
Verse: c | ერანელთათვის გარჯილი | და ჩვენთვის თანა მკვდარია, |
Verse: d და | ტახტ-გვირგვინისა მიმცემი, | შვილი გყავს მკლავ-მაგარია. |
Strophe: 4988_[4905] | ||
Verse: a | ღმერთსა ვიმოწმებ, არ უბნობ | საქმითა ეშმაკურითა, |
Verse: b | სოფლისა ფერად აქამდის | ვიყავ ჭურვილი რკინითა; |
Verse: c | აწ მინდა, -- ვიყო ღვთის წინა | შეუცოდარი სულითა, |
Verse: d და | არ შემარცხვინოს ცოდვამან, | გავდგე სოფლისა ჩრდილითა! |
Strophe: 4989_[4906] | ||
Verse: a | გეხვეწები, გაგვიგონე, | გეუბნებით გონიერად: |
Verse: b | მე საწუთრო დავაშენე, | არვინა ჩანს ჩვენთვის მტერად, |
Verse: c | თვით სიაოშ, -- მამა ჩემი, | -- იყო მზისა შესაფერად, |
Verse: d და | მისი სისხლი მე ვიძებნე, | -- სოფელს ყოფნა მინდა მე რად?! |
Strophe: 4990_[4907] | ||
Verse: a | წეღან მიბრძანე, პაპი გყვა | თურქი, გრძნებისა მქნელია, |
Verse: b | მზესა წაუდის სინათლე, | ქნის საქმე საკვირველია; |
Verse: c | თვითან ქექაოზს იცნობდი, | -- სირეგვნის საძირკველია, |
Verse: d და | ზეცას წავიდა, მოიბა | საკმზედა მან ფრინველია. |
Strophe: 4991_[4908] | ||
Verse: a | სოფელს ყოფნა აღარ მინდა, | რომ არ მოვსცდე, ქაოზ ვითა, |
Verse: b | საუკუნოს შემარცხვინოს, | გამომდევნოს სამოთხითა! |
Verse: c | იტყვი, ფეშანგს რად შეები | მარტო შენის სირეგვნითა?! |
Verse: d და | სხვა მისებრივ არვინ იყო, | -- მოვერივე სამართლითა. |
Strophe: 4992_[4909] | ||
Verse: a | სუბუქი ბარგი ავჰკიდე, | მე გავძეხ ამ სოფლისაგან, |
Verse: b | ბერო, საწუთრო-ნახულო, | ნაყოფო საამისაგან! |
Verse: c | უნაწილო ვარ დღეს იქით | ტახტისა, -- გვირგვინისაგან, |
Verse: d და | გულთ მეცნიერო, ღვთითა მე | შორსა ვარ ეშმაკისაგან!" |
Strophe: 4993_[4910] | ||
Verse: a | გლახ ზალდასტანს ბრუ დაესხა, | თქვა: "სიკვდილი მირჩევნია!" |
Verse: b | მოაჴსენა: "ჴელმწიფეო, | აწ შემინდევ, -- შეგცოდია! |
Verse: c | თქვენცა იცით გაგონებით, | რაცა ჟამი წამივლია, |
Verse: d და | რაცა ბრძანე, -- ჩემს დღეშიგან | კაცისაგან არ მასმია! |
Strophe: 4994_[4911] | ||
Verse: a | შენი გაყრა გვეძნელების | მე და სრულად ერანელთა, |
Verse: b | თქვენებრ ტახტსა ვინ დაჯდების, | გაანათლებს ვინა ხმელთა? |
Verse: c | შენ ლაშქართა როგორ დაგთმონ? | გავერევით ნაცარ-მტვერთა!" |
Verse: d და | დაუმადლა ქაიხოსრომ. | დაუჭირა ჴელი ჴელთა. |
Strophe: 4995_[4912] | ||
Verse: a | ბრძანა: "გაიდეთ მინდორად | კარვები უკეთესია! |
Verse: b | ფარდაგი, დროშა მნათობი, | ვით ჴელმწიფეთა წესია; |
Verse: c | თქვენ თამაშობა გამართეთ | და ლხინი ზესთა-წესია, |
Verse: d და | ამ სოფელს ვეღარა ვნახო | დღე ამის უტურფესია! |
Strophe: 4996_[4913] | ||
Verse: a | გოდერძი და როსტომ, ტუსი, | -- ქვაბულელნი მარცხნით დგესა, |
Verse: b | გივი, რუამ, შაფერ, გურგენ | ამათ გვერცა იახლესა, |
Verse: c | უკან ბეჟან და გოსტასამ, | -- სხვა თავადნი ვინცა ჰყვესა, |
Verse: d და | ხოსროვ დაჯდა ტახტსა ზედა, | იკვირვებდენ სიტურფესა! |
Strophe: 4997_[4914] | ||
Verse: a | ჴელთ ზროხა-სახე ლახტი აქვს, | ბრძანებს გულგაზრახულია: |
Verse: b | "ყველა სწორია ღმერთს წინა: | გლახა და ვინ მორჭმულია; |
Verse: c | წავალთ ჩვენ, სხვათა დარჩების | მამული ჭირნახულია, |
Verse: d და | სოფელსა დავეთხოვები, | მივალ გლახ გაბარგულია. |
Strophe: 4998_[4915] | ||
Verse: a | ვინც ყოფილან ჴელმწიფენი, | ყველა სოფელს დასთხოვია, |
Verse: b | იქით წიგნი არ მოსულა, | აქ ნაქმარი დარჩომია; |
Verse: c | უსამართლოდ უწყალოსა | მუნ პასუხი მიხდომია, |
Verse: d და | მორჭმისა და ტახტისათვის, | სპანო, პირი მიქცევია. |
Strophe: 4999_[4916] | ||
Verse: a | მუქაფა ღმერთმან შემოგზდოს, | ვინცა მე მომეჴმარენით! |
Verse: b | მოგცემ ლართა და მამულსა, | ლხინითა დაიფარენით; |
Verse: c | წასავლად შეკაზმული ვარ, | ჭკვა-ცნობას შეეყარენით, |
Verse: d და | რვას დღესა აქა ვიქნებით, | ლხინითა დავიფარენით!" |
Strophe: 5000_[4917] | ||
Verse: a | ერანელთ დია უკვირდა | ჴელმწიფის საუბარია, |
Verse: b | თქვეს თუ: "უცილოდ შემცდარა, | მით უბნობს ვითა მცდარია!" |
Verse: c | ერთს დღესა შეჯდა ტახტზედა. | არ მოკაზმული არია. |
Verse: d და | უბრძანა: "გაჴსენ, გოდერძი, | ძველთა საჭურჭლეთ კარია!" |