Strophe: 5001_[4918] | ||
Verse: a | "ჟამი მოვიდა, თქვენ გაეც, | რაცა მაქვს მოგებულია, |
Verse: b | ობოლი, ქვრივი, გლახაკი | გამდიდრდეს, დავრდომილია; |
Verse: c | ვის თხოვნა ესირცხვებოდეს | და იყოს გვარის შვილია, |
Verse: d და | წყარო და ჴიდი აშენე, | -- სადაცა დარღვეულია. |
Strophe: 5002_[4919] | ||
Verse: a | ღმერთი იმას გაადიდებს, | ვინც იქცევის სამართლითა, |
Verse: b | ქალაქთა და საცეცხლეთა | აშენებდი საქონლითა; |
Verse: c | სნეულთა და მკელობელთა | მოიკლებდი სიმდაბლითა, |
Verse: d და | გონებასა ნუ ეკრძალვით | საქონლისა დალევითა". |
Strophe: 5003_[4920] | ||
Verse: a | ზაალს, როსტომს და გივს მისცა | ქაოზის საჭურჭლენია; |
Verse: b | "ტანისამოსი რაც იყოს", | -- უბრძანა, --"გქონდეს -- თქვენია!" |
Verse: c | ჯავშანი, ლახტი და სალტე, | ჯოგი რაცა ჰყვა, -- ცხენია, |
Verse: d და | სფაადსა ტუსის უბოძა: | "ესე და დროშა შენია!" |
Strophe: 5004_[4921] | ||
Verse: a | ფარემუზს მისცა დარბაზნი | და ბადი, სავარდენია, |
Verse: b | ჯავშანი, ტყავი, ზარქაში, | ბეჟან, შენ მოიჴსენია! |
Verse: c | იაგუნდისა ბეჭედი, | -- ჴელმწიფე ზედა სწერია, -- |
Verse: d და | უბრძანა: "გქონდეს იადგრად, | -- მაქვს სიყვარული შენია!" |
Strophe: 5005_[4922] | ||
Verse: a | მერმე ბრძანა: "დიდებულნო, | ერთმანეთსა გავეყრებით, |
Verse: b | თქვენ ითხოეთ, რაცა გინდა, | ყველას მოგცემ ჩემის ნებით". |
Verse: c | ადგა ზაალ, ამას იტყვის: | "ჩვენ ვიკადროთ მოჴსენებით, |
Verse: d და | იცი საქმე როსტომისა | ნამსახური ტახტის ხლებით?! |
Strophe: 5006_[4923] | ||
Verse: a | მარტომ დაიჴსნა ქექაოზ | დევთაგან შეპყრობილია, |
Verse: b | სრულ ერანელნი თავადნი | ერთობით დაბრმობილია; |
Verse: c | დევნი დაჴოცნა, -- გასმია | ზურაბისებრი შვილია, |
Verse: d და | კაცთაგან საყვედური აც, | მიელის აწ საჴმილია. |
Strophe: 5007_[4924] | ||
Verse: a | მოეგონების, ისულთქებს, | გულმჴურვლად ატირდებისა, |
Verse: b | რა იტყვის მისსა ქებასა | -- სთქვა, -- ცეცხლი მოედებისა!" |
Verse: c | ქუმსის რა უყო, თქვენც იცით, | -- ქაშანს ჴმა არის ვებისა! |
Verse: d და | აწ წყალობისა იმედი | მას რა აქვს შემატებისა?!" |
Strophe: 5008_[4925] | ||
Verse: a | ხოსრომ ბრძანა: "მისთ ნაქმართა | ანგარიში როდის არი?! |
Verse: b | სხვა მისებრივ ჴორციელი | არ ყოფილა, -- არც ვინ არი!" |
Verse: c | მერმე ბრძანა შარიარმან: | "მოიყვანეთ მწიგნობარი!" |
Verse: d და | მისცა ლაშქართ თავადობა, | -- ნიმროზი და მისი მზღვარი. |
Strophe: 5009_[4926] | ||
Verse: a | ზაალს და როსტომს ვინც ახლდეს | აავსნეს საბოძვარითა, |
Verse: b | მისცა განძი და საჭურჭლე, | -- ჯამები თვალ-გუარითა; |
Verse: c | წამოდგა ბერი გოდერძი | ტურფითა საუბარითა, |
Verse: d და | გივს ისპაჰანი უშოვა | სრულად მისითა მზღვარითა. |
Strophe: 5010_[4927] | ||
Verse: a | ტუსიმ თქვა: "მუდამ ვყოფილვარ | საომრად წელსარტყლიანი, |
Verse: b | ფრიდონის ნათესავი ვარ, | მებრძოლი ბაბრაბიანი; |
Verse: c | ტახტისა ნამსახური ვარ, | ვყოფილვარ სისხლ-ოფლიანი, |
Verse: d და | უბრძანა: "დროშა შენ გქონდეს, | ვინც გახლავს სარმუზიანი, |
Strophe: 5011_[4928] | ||
Verse: a | კვლა სფაადრობა შენ გქონდეს | და სრული ხვარასანია!" |
Verse: b | ოქროს ბეჭდითა დაბეჭდა, | უბოძა მანაშურნია. |
Verse: c | ბეჟანს უბრძანა: "შენ წადი, | ლუარსაბ მოიყვანია, |
Verse: d და | იმას დავლოცავ ჴელმწიფედ, | -- ნახეთ სოფლისა ზმანია!" |
Strophe: 5012_[4929] | ||
Verse: a | ჩამოჴდა, დასვა ტახტზედა, | დალოცა გვირგვინიანად: |
Verse: b | "საწუთრო შენმცა გმსახურებს, | -- თქვენ იყვნეთ დავლათ-სვიანად, |
Verse: c | ლაშქართა ზედა გამცემი, | გლახაზედ -- სამართლიანად; |
Verse: d და | ეშმაკს ვინ შეემოყვრების, | -- წაჴდების საძირკვლიანად!" |
Strophe: 5013_[4930] | ||
Verse: a | ერანელნი წამოცვივდეს, | მეომარნი ლომნივითა; |
Verse: b | ზაალ მაღლა დაიზახა: | ერანელნო," ეს რა სთქვითა?! |
Verse: c | ვინ ჴელმწიფედ ეგ აჴსენოს, | -- ეტლი მისი დაკარგვითა! |
Verse: d და | მისსა გვარსა არა ვიცნობ, | ნათესავად სად ჰყვა ვითა! |
Strophe: 5014_[4931] | ||
Verse: a | პირველს რომ ერანს მოსულა, | ჰყოლია ერთი ცხენია, |
Verse: b | ალონს წავიდა საომრად, | წაართვეს საჭურჭლენია; |
Verse: c | ამოუწყვიტეს ლაშქარნი, | მოვიდა შერცხვენილია, |
Verse: d და | სარტყელსა ვინღა შეირტყამს, | -- იყოს ჴელმწიფე ჩვენია?!" |
Strophe: 5015_[4932] | ||
Verse: a | ქაიხოსრომ გაიგონა | ზაალისგან ნაუბარი, |
Verse: b | უბრძანა თუ: "ნუღარ უბნობ, | დამიჯერე, შენგან კმარი! |
Verse: c | მეფე უნდა ღვთის მოშიში, | მშვიდი, უხვი, უნდა წყნარი, |
Verse: d და | თვითან მქნელი სამართლისა, | ნათესავად გვარიანი! |
Strophe: 5016_[4933] | ||
Verse: a | რაცა მითქვამს, ლუარსაბს სჭირს, | -- არის დია გვარიანი, |
Verse: b | კარგა ზრდილი ზნეობითა | და ოშანგის შვილისშვილი, |
Verse: c | ავის საქმის ამომგდები, | საღვთოზედა გამოცდილი; |
Verse: d და | ვინცა დაშლის, -- ცუდად წაჴდა | ჩემზედ მისი ჭირნახული!" |
Strophe: 5017_[4934] | ||
Verse: a | ზაალს რა ესმა, ინანა | პირველად ნაუბარია, |
Verse: b | ჰკადრა თუ: "არის წადილი | -- ეგ იყოს შარიარია!" |
Verse: c | დალოცეს, -- მიდგეს, -- ჴელმწიფედ, | -- ვინც ერანელი არია, |
Verse: d და | ლუარსაბს გარდააყარეს | ტახტზედა თვალ-გუარია. |