TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 270
Previous part

Chapter: 187 
აქა ქაიხოსროსაგან საწუთროს დაბდება







Strophe: 5018_[4935] 
Verse: a       რა ლაშქართა გაიგონეს,   ესათნოვეს ტირილითა,
Verse: b       ბრძენსა კაცსა შეაცდენდა   ჴმა მათისა კივილისა,
Verse: c       გმირნი ყელსა ეხვეოდეს,   ცრემლსა დია სისხლი სდისა, --
Verse: d    და   ბრძანა: "ნეტამც ღონე იყოს   თქვენი თანა წატანისა!"






Strophe: 5019_[4936] 
Verse: a       უბრძანა თუ: "იქცეოდით   თქვენ ყოველნი სამართლითა!"
Verse: b       ცხენსა შეჯდა, გამოასხნა   მან მჴევალნი დარბაზითა;
Verse: c       ოთხნი, ვითა ალვის ხენი,   მზესა ჰგვანდენ შვენებითა,
Verse: d    და   გაუცხადა ხვაშიადი,   ბრძანა: "გავძეხ სიცოცხლითა.






Strophe: 5020_[4937] 
Verse: a       ვეღარ მნახავთ დღეის იქით,   -- თქმა არ მმართებს აწ ძვირისა."
Verse: b       პირ-მზეთა შექნეს ძახილი,   -- ბრალითა მიწა ტირისა!
Verse: c       იხოკდეს, სრულ დაიგლიჯეს   თმანი ნათხეზთა ჴშირისა,
Verse: d    და   მათ სამკაული გაყარეს,   -- დაიპეს სახე პირისა!






Strophe: 5021_[4938] 
Verse: a       სრულად მოვიდეს, ტიროდეს,   -- სწვიდა საჴმილთა ალია
Verse: b       ეხვეწებოდეს"ნუ დაგვყრი,   ჩვენი სიცოცხლე ბრალია!"
Verse: c       უბრძანა: "ნუ სტირ, დაწყნარდით,   ადრე ხართ მომავალია --
Verse: d    და   სად დედა ჩემი მივიდა,   მზენი ჯიმშედის დანია!"






Strophe: 5022_[4939] 
Verse: a       ლუარსაბს ეუბნებოდა   მტირალი თვალ-ცრემლიანი:
Verse: b       "გებარნენ ესე პირმზენი,   -- პატივით საფარვლიანი,
Verse: c       რაცა სჭირს ნურას მოუშლი,   არ იყვნენ გულნაღვლიანი,
Verse: d    და   არ გნახოთ მე და სიაოშ    სამოთხეს სირცხვილიანი!"






Strophe: 5023_[4940] 
Verse: a       ლუარსაბ თქვა: "ფიცით გკადრებ,   დასტურობით, არა ჭორად:
Verse: b       რაც მიბრძანე, ყველას უზამ,   შევინახავ თავთა სწორად!"
Verse: c       კვლავე იტყვის ქაიხოსრო    ლაშქართათვის შესაგონრად:
Verse: d    და   --"ეს სოფელი არას გვარგებს   საუკუნოდ, -- დრამის წონად!






Strophe: 5024_[4941] 
Verse: a       ნუ სტირით, ჩემნო ლაშქარნო,   ცრემლითა ნაკადულითა,
Verse: b       დაგყარენ სრულად ლაშქარნი   ტახტითა მოკაზმულითა;.
Verse: c       მომიგონებდით ყოველნი   გულითა მხიარულითა,
Verse: d    და   ღმერთს მიენდევით, იქნებით   სამოთხეს ნათლად სულითა!






Strophe: 5025_[4942] 
Verse: a       ლუარსაბ და ერანელნი    იქცეოდით სამართლითა!
Verse: b       რა გონება აგიზავდეს   ლაშქრითა და საქონლითა,
Verse: c       სიკვდილის დღე მოიგონეთ   ღმერთს წინაშე ტირილითა;
Verse: d    და   ეს სოფელი არ დაიკლებს   მისსა წესსა, მხედავთ ვითა!"






Strophe: 5026_[4943] 
Verse: a       ფალავანნი გვერც იახლნეს,   ერთს კვირასა ასრე დიან,
Verse: b       რაცა ღმერთსა დაებადა,   ყველა ხოსროს სტიროდიან;
Verse: c       არ გვასმია კაცისაგან,   -- მოაბადნი იტყოდიან!
Verse: d    და   უბრძანა? თუ: "ნურვინ სტირით,   მე ვით მართებს მიხარიან!"






Strophe: 5027_[4944] 
Verse: a       კვლა უბრძანა: "ნურვინ მოხვალთ,   -- ჩემი სიტყვა ვის გიღირდეს!
Verse: b       გრძელი გზაა ქვიშიანი,   ხეთა ნახვა დაგვიძვრიდეს!"
Verse: c       გოდერძი და ზაალ, როსტომ,    -- ბრძანებასა დაჰმორჩილდეს,
Verse: d    და   დაბრუნდეს და წამოვიდეს,   ერთმანერთსა აუტირდეს.






Strophe: 5028_[4945] 
Verse: a       ბეჟან, ტუსი და ფარემუზ    ხოსროსთან მოარულია,
Verse: b       აღარცა გივი დაბრუნდა,   -- შვილისა მოყვარულია;
Verse: c       იარეს, გლახ მოეწყინა   ქვიშაზე სიარულია. --
Verse: d    და   წყარო ნახეს და ჩამოჴდეს,   შეჭამეს მცირე პურია.






Strophe: 5029_[4946] 
Verse: a       უბძანა თუ: "ამას ღამე   ანგელოზი შემეყრების,
Verse: b       მე იმას ვიქ, რას მიბრძანებს,   თქვენი წასვლა მეძნელების;
Verse: c       თოვლი მოვა საზარელი,   მძლავრი ქარი აგიდგების,
Verse: d    და   რომ აერი მუშკსა სწვიმდეს,   -- საქმე მაშინც გასჭირდების!"






Strophe: 5030_[4947] 
Verse: a       გათენდა და ვეღარ ნახეს,   დიდხან ძებნეს სირბილითა;
Verse: b       რა იმედი გარდიწყვიტეს,   უკ მობრუნდეს ტირილითა,
Verse: c       მას წყაროსა ზედ ჩამოკდეს,   აჴსენებდეს კურთხევითა.
Verse: d    და   ღფარემუზ თქვა: "ვჭამოთ რამე,   -- ცა ჩანს კარგის აერითა!"






Strophe: 5031_[4948] 
Verse: a       ჭამეს რამ, ვეღარ შემართეს   მაშვრალთა სიარულია;
Verse: b       რა დაწვნეს, თოვლი მოვიდა,   ჰგავს -- ეტლი გაზრახულია.
Verse: c       გათენდა, მათის შუბების   წვერები დაფარულია!
Verse: d    და   სისხლის ცრემლითა ტიროდეს,   ვით ჭასა შემწყვდეულია.






Strophe: 5032_[4949] 
Verse: a       გოდერძი და ზაალ როსტომ,    -- სამსა დღესა მოელოდეს,
Verse: b       გულდამწვარნი, ნაღვლიანნი   მათს ამბავსა ვერა სცნობდეს;
Verse: c       მიხვდეს რასმე ფათერაკსა,   ტიროდეს და მას იტყოდეს,
Verse: d    და   ერთი კვირა გამოვიდა,   მათ იმედი გარდასწყვიდეს.






Strophe: 5033_[4950] 
Verse: a       ტირს გოდერძი, წვერსა იგლეჯს   საყვარლისა შვილისათვის:
Verse: b       " -- რა ვქენ? გვარი ამოვაგდე   სიაოშის გულისათვის!
Verse: c       მე გივი და ბეჟან მყვანდეს   ჩათვლად ჩემის სულისათვის,
Verse: d    და   სიცოცხლესა რაღას ვაქნევ,   -- სოფელს საჭმლად პურისათვის?!






Strophe: 5034_[4951] 
Verse: a       ზაალ გულსა უამებდა,   ვით მართებდა, აგრე აქნევს,
Verse: b       ამ სოფლისა დიდებასა,   მიკვირს, ბრძენი რას ვინ აქნევს?!..
Verse: c       მიწასთანა გასწორდების,   რაჟამს ეტლი პირსა აქცევს,
Verse: d    და   ზოალსთანა დარბაზობდეს,   ტახტიდაღმა ჩამოათრევს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.