TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 271
Previous part

Chapter: 188 
აქა ლუარსაბის ხელმწიფედ დაჯდომა ქაიხოსროს შედეგად







Strophe: 5035_[4952] 
Verse: a       ქაიხოსრომ ჴელმწიფემან   სრულა ჴმელთა ფლობა პოვა,
Verse: b       არას გვარგებს მორჭმულობა,   რა განგებით ეტლი მოვა;
Verse: c       საუკუნო მოიგონა,   საწუთროსა დაეთხოვა,
Verse: d    და   მისად ნაცვლად ტახტ-გვირგვინმან,   აწ გაშინჯეთ, -- ვინ იშოვა?!






Strophe: 5036_[4953] 
Verse: a       დაჯდა ლუარსაბ ტახტზედა,   ჴელმწიფედ სახელდებული,
Verse: b       თავსა დაირქვა გვირგვინი,   ვითა მზე გაბრწყინვებული;
Verse: c       ჴმა-მაღლად ბრძანა: "ვის გაჴსოვს   ანდერძი დავედრებული?
Verse: d    და   თავადნო, ბრძანეთ -- რა არის   აწ თქვენი გაპირებული?"






Strophe: 5037_[4954] 
Verse: a       ზაალ იტყვის: ღმერთმან" ნუ ყოს   ანდერძისა შეცილება,
Verse: b       თვით ჴელმწიფედ ხოსრომ დაგსვა,   გვმართებს თქვენი გვერდსა ხლება.
Verse: c       როსტომ, მე და ზაულელთა    მოვისმინოთ ჩვენ ბრძანება,
Verse: d    და   ვინც ურჩია, -- ჩვენგან მიხვდეს   სიცოცხლისა დამწარება!"






Strophe: 5038_[4955] 
Verse: a       ლუარსაბ იტყვის: ზალდასტან,   " მე თქვენგან დამიჯერია;
Verse: b       ხოსრომ გიბოძა ნიმროზი,    გაქვს მკვიდრად და გიჭერია!
Verse: c       რაზდენი გინდა, სამეფო   სხვა მოგცეთ შესაფერია,
Verse: d    და   ვინცა გატეხოს ანდერძი,   ჴელმწიფის სულთა მტერია!"






Strophe: 5039_[4956] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "ბერი კაცი   მე ვარ მჴეცთა მისაგდები,
Verse: b       უგივო და უბეჟანო    ბარამისთვის სრულ ვიწვები;
Verse: c       დამჴსნას ამა საწუთროსა,   ღმერთსა ამას ვეხვეწები,
Verse: d    და   რასაც იქმენ ერანელნი,    მეცა გვერცა ვიახლები".






Strophe: 5040_[4957] 
Verse: a       ზაალს, როსტომს და გოდერძის    ვერავინ ეურჩებოდა,
Verse: b       მიდგნეს ლაშქარნი, დალოცეს,   ვით მთვარე გაივსებოდა;
Verse: c       სიკეთე სიკეთეზედა   ლუარსაბს ემატებოდა,
Verse: d    და   მისის სიტურფის ქებითა   საწუთრო აივსებოდა.






Strophe: 5041_[4958] 
Verse: a       დაჯდა, ილოცავს ტახტზედა   ამისი მოუბარია:
Verse: b       "ჩვენ გვეშინოდეს ღვთისაგან,   -- მას უყვარს სამართალია!
Verse: c       მისია ცა და ქვეყანა,   ზღვა და ჴმელეთის მზღვარია,
Verse: d    და   მფლობელი გულის სიტყვათა   იგ არის დამსახავია!..






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.