Strophe: 5042_[4959] | ||
Verse: a | ბუნებითა ნივთისაგან | ეტლნი კაცსა აამებენ, |
Verse: b | დაიჭირავს საწუთროსა, | -- სმენ, სჭამენ და იხარებენ; |
Verse: c | ააზავებს კარგად ყოფნა, | თავს ცათამდის აიღებენ, -- |
Verse: d და | ბასთანელნი საწუთროსა | საროს ჩრდილსა მით უჴმობენ. |
Strophe: 5043_[4960] | ||
Verse: a | ვერვინ მორჩების სოფელსა | ღვთისაგან დაბადებული, |
Verse: b | სიმწარით არ გამოსცადოს | მცირე, გინ ამაღლებული! |
Verse: c | ლუარსაბს ერთი შვილი ჰყავს, | -- გოსტასაბ მოწონებული, |
Verse: d და | ტახტს ღარიბობა ირჩივა, | ქნა გულის გაზრახებული. |
Strophe: 5014_[4961] | ||
Verse: a | დღესა ერთსა ტახტს წინ წადგა | და მამასა მოაჴსენა. |
Verse: b | "გვირგვინი და ჴელმწიფობა | ქაიხოსრომ მოგცა შენა! |
Verse: c | შვილის წესით არ გიყვარვარ, | -- ნეტარ ავი მე რა ვქენა?! |
Verse: d და | ვითამ თქვენი არ ვყოფილვარ, | -- ყმისა სწორად გვამყოფენა? |
Strophe: 5045_[4962] | ||
Verse: a | ნიანგთა და ლომ-ვეფხისა | ადვილ მოკვლა შემიძლია, |
Verse: b | მე უცხოთა ფალავანთა | ყოლ პატივი არა მძია; |
Verse: c | ტახტს წინ დგომა, სამსახური, | ვით წესია, არ მიკლია, |
Verse: d და | ერანს ყოფნა აღარ მინდა, | -- წავალ, აქათ გავივლია". |
Strophe: 5046_[4963] | ||
Verse: a | ლუარსაბს ესმა, ეწყინა, | შეიქნა შეჭირვებული, |
Verse: b | უბრძანა: "შვილო, ლომ-გულო, | კაცი ვარ დაბერებული!.. |
Verse: c | მე თქვენთვის მინდა საჭურჭლე | და ტახტი ამაღლებული, |
Verse: d და | აპასა მოვა ჩემზედა | ბეგარა დაწესებული! |
Strophe: 5047_[4964] | ||
Verse: a | ღმერთი მყავს მოწმად, შენ გელის | ტახტი, -- გვირგვინი შენია! |
Verse: b | არ მოგატყუოს ეშმაკმან, | -- იცი რომ ჩვენი მტერია!" |
Verse: c | წინა დაიდვეს ნადიმი | ამათი შესაფერია, |
Verse: d და | გვერც პირ-მთვარენი დაისხნეს, | მოასხნეს მეჩანგენია. |
Strophe: 5048_[4965] | ||
Verse: a | სამასი ვაჟი გოსტაშაბს | ჰყვა მისი თანაზრდილია, |
Verse: b | ყველა საჩინო გვარითა, | -- კარგის კაცისა შვილია; |
Verse: c | დასხა და იმათ გაანდო | გულისა გაზრახულია: |
Verse: d და | "იცითა, -- ინდოს მეფესა | წიგნითა მე ვეშვილია?!" |
Strophe: 5049_[4966] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: "მონანი ვართ, | ჩვენგან რაცა გიამების, |
Verse: b | რომ ჩაიჭრე უფსკრულშიგან, | გაყრა მაშინც არ იქნების!.. |
Verse: c | მამა თქვენსა უსაზომოდ, | -- ვიცი, -- გული ეტკინების, |
Verse: d და | მათად ურჩად შენი წასლვა | შემოქმედსა ეწყინების! |
Strophe: 5050_[4967] | ||
Verse: a | ჴმა დაიგდო, სანადირო | ცხენსა შეჯდა, წა-ცა-ვიდა, |
Verse: b | ჴელმწიფესა ვერ გაანდვეს, | -- წყენის ცეცხლი დასდაღვიდა; |
Verse: c | შეიყარნეს დიდებულნი, | რა ორი ღდე გამოვიდა, |
Verse: d და | მოაჴსენეს: "შარიარო, | თქვენი შვილი წაგვივიდა!" |
Strophe: 5051_[4968] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: ღმერთმან" ნუ ყოს | ქექაოზის სიჩქარითა! |
Verse: b | სჯობს, -- ვაზირნი შევიყარნეთ, | ჩვენ ვარჩიოთ საქმე ჭკვითა; |
Verse: c | ვეცადნეთ, რომ არ გაუშვათ | იგ დიდითა იმედითა, |
Verse: d და | თვარა კარგი არ მოჴდების | გოსტასაბის დაკარგვითა!" |
Strophe: 5052_[4969] | ||
Verse: a | გაიგონა, ბრუ დაესხა, | ტახტით თავი გარდიქცივა, |
Verse: b | ქუდი დაჰკრა მიწაზედა | და საყელო გარდიხივა; |
Verse: c | ტირის, მოსთქვამს უსაზომოდ, | ცრემლსა სისხლი გაერივა; |
Verse: d და | "ნეტარ, შვილო ფალავანო, | ეს რა ცოდვა მომერივა?!.. |
Strophe: 5053_[4970] | ||
Verse: a | შენ მეომარი ძალ-გულად | ყოველგან მოწონებული! |
Verse: b | ჯერ რძისა სული პირს გიდის, | ვარდი ხარ ნამ-აღებული, |
Verse: c | ლომთა, ვეფხთა და ნიანგთა | მჴოცელი, გალაღებული, |
Verse: d და | წახველ, დამაგდე მტირალი | ბერი, თავ-გათეთრებული!" |
Strophe: 5054_[4971] | ||
Verse: a | მან იჴმო შვილი უმცროსი, | რჯულ-წმიდა, მოსაჴმარია; |
Verse: b | უბრძანა: "შვილო, გოსტასაბ | ნაცართა შიგან გამრია! |
Verse: c | უკან წაუდეგ, იახელ | ათასი მეომარია, |
Verse: d და | შენ დღედაღამე იარე, | თქვენ ჭკუა მომაჴმარია! |
Strophe: 5055_[4972] | ||
Verse: a | მიეწიო, -- შენ ეუბენ | ჭკვიანად და გონიერად! |
Verse: b | ტახტ-გვირგვინი ვის დაუგდო | დიდებულთა მაგიერად!" |
Verse: c | ვითა ქარი წამოვიდა, | დღე და ღამე მან ვლო ველად, |
Verse: d და | მინდორშიგა თეთრი სპილო | ნახეს, -- უჩდა საკვირველად. |
Strophe: 5056_[4973] | ||
Verse: a | რა ცოტა წავლეს, გამოჩნდა | მინდორთა შიგან მტვერია, |
Verse: b | მათ ერთმანერთსა მიმართეს, | ეგონა უცხო მტერია, |
Verse: c | ახლოს მივიდეს, მათ იცნეს | ძმა ძმისა შესაფერია, |
Verse: d და | დაჰკოცნეს ერთმანერთი (??) | საჭვრეტლად საყვარელია! |
Strophe: 5057_[4974] | ||
Verse: a | ტირან საბრალოდ ორნივე, | ქვანიცა ატირდებოდეს; |
Verse: b | ჩამოჴდეს, დასხდეს, ვაზირნი | გოსტასაბს ეუბნებოდეს: |
Verse: c | "ნუ იქ საქმესა უქნელსა, | -- ეშმაკსა იამებოდეს! |
Verse: d და | არ მოგიწონოს უფალმან, | ანგელოზს ემძიმებოდეს! |
Strophe: 5058_[4975] | ||
Verse: a | ბრძანე -- სად წახვალ ღარიბი, | ლომი თავ-მოწონებული? |
Verse: b | ტახტი დააგდე მორჭმული, | -- ცათამდის ამაღლებული!.. |
Verse: c | მამაშვილობით მტირალი, | ბერი თავ-გათეთრებული, |
Verse: d და | ტურფა ძმა შენი ზარიარ, | -- შენგანვე შეყვარებული! |
Strophe: 5059_[4976] | ||
Verse: a | უყვარხარ სრულად ლაშქართა, | -- ჭვრეტითა ვერ გაძღებიან! |
Verse: b | ბრძანე წყენისა მიზეზი, | -- სპანი რად მოგძულებიან?! |
Verse: c | ზაალ და როსტომ ძალითა | შენ ვერა გესწორებიან, |
Verse: d და | ლომნი შენითა შიშითა, | ვითა კატანი, ძვრებიან!" |
Strophe: 5060_[4977] | ||
Verse: a | მან პასუხი აღარა თქვა, | წამოსავლად დამორჩილდა, |
Verse: b | ძმასა გული არ ატკივნა, | ცხენსა შეჯდა, წამოვიდა; |
Verse: c | ცნა ლუარსაბ მობრუნება, | ერანს ახლო რა მოვიდა, |
Verse: d და | პირი წითლად აუყვავდა, | ღმერთსა მადლსა შესწირვიდა. |
Strophe: 5061_[4978] | ||
Verse: a | ტანს ჩაიცვა მრავალ-ფერი | და დაიწყო დია მკობა, |
Verse: b | ყოვლგნით იჴმნა დიდებულნი, | შექნა დიდი დარბაზობა; |
Verse: c | შვილთა წინა მოეგება, | იყო დიდი გახარება, |
Verse: d და | ნახეს, ცხენით გარდამოჴდეს, | -- ჰგავს -- დღე არის ნავროზობა! |
Strophe: 5062_[4979] | ||
Verse: a | რაც მეჯლიში გარდიხადეს, | კაცის თვალი ვით ნახვიდა?! |
Verse: b | ჰყვა ლუარსაბს შაბრანგ ცხენი, | -- მჴევალ თანა ინახვიდა; |
Verse: c | ფასკუნჯსა სჯობს სიმალითა, | ზღვაშიგა ვლის ვით ნავი და |
Verse: d და | მოიპარა, მას ღამესა | გამოპარვით წამოვიდა. |
Strophe: 5063_[4980] | ||
Verse: a | კარი გაჴსნა საჭურჭლისა, | თვალ-გუარსა გარდასთვლიდა, |
Verse: b | ტანს ჩაიცვა ხოსროული, | თავს გვირგვინსა დაირქმიდა; |
Verse: c | ცხენსა შეჯდა, გაემართა, | ბერძენთაკენ წამოვიდა, |
Verse: d და | მოინდომა ღარიბობა, | სივაჟისა ცეცხლი სწვიდა. |
Strophe: 5064_[4981] | ||
Verse: a | ვაზირთა ჰკადრეს: "ამისთვის | თქვენ ნუ ხართ შეჭირვებული! |
Verse: b | ეგების ტახტი მოსძულდა, | იყო ჭკვაშეცვალებული, |
Verse: c | ან ღარიბობა ეწერა, | -- ღვთისაგან დაწესებული, |
Verse: d და | ყველგან გაგზავნეთ მდევარნი, | ქნან თქვენი დავედრებული!" |
Strophe: 5065_[4982] | ||
Verse: a | დაუმადლა ჴელმწიფემან, | იგ ვაზირთა ეუბნების: |
Verse: b | "ვის სირეგვნე მოერევის, | შეჭირვება მას მიჰყვების! |
Verse: c | თერიაყსა, კაცის მკვლელსა, | შიგ ზარია გაერევის, |
Verse: d და | ამაშიგან უბრალო ვარ, | ჩემი ღმერთი მემოწმების!" |
Strophe: 5066_[4983] | ||
Verse: a | უბრძანა: "ძებნეთ, იპოვეთ, | თავმდაბლად ეუბენითა, |
Verse: b | სჯობს რომე ნებით დაბრუნდეს, | -- არამცა შეებენითა! |
Verse: c | მისი შეპყრობა ძნელია | ძალად, -- როსტომის ჴელითა; |
Verse: d და | ძებნეს ყოველი ქვეყანა, | ვერ პოვეს, დაშვრეს რბენითა. |
Strophe: 5067_[4984] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: "ვერ ვიპოვეთ, | დაგვეკარგა, ქაჯი ვითა, |
Verse: b | რა ლუარსაბ გაიგონა, | მაღლა მოსთქვამს კივილითა. |
Verse: c | უჭკოდ გაჴდა სევდისაგან, | გული სტკივის ტირილითა, |
Verse: d და | თქვა: "სოფლისა სიმწარესა | ყოველნივე გამოვსცდითა!" |
Strophe: 5068_[4985] | ||
Verse: a | მოეწყინა მარტოობა, | რა გოსტასაბ გზასა ვლიდა, |
Verse: b | მგელთა უყვის მოემანი, | სად მივიდის, მჴეცთა სრვიდა, |
Verse: c | იკვირვებენ სიკეთესა, | -- სულიერი ვინც ნახვიდა. |
Verse: d და | პოვა ნავი მენავითა, | ჯეონზედა რა მივიდა. |
Strophe: 5069_[4986] | ||
Verse: a | უმმა ეგრე მოაჴსენა: | "მე სიტურფე მიკვირს დია! |
Verse: b | სიკეთისა მგონებელო, | თქვენ მარტოსა სად გივლია?! |
Verse: c | ან საამის ნათესავი, | ანუ ვინმე ჴელმწიფია, |
Verse: d და | სხვა შენებრივ არ მინახავს, | -- კაცთა ცნობა რა შემქნია!" |
Strophe: 5070_[4987] | ||
Verse: a | "მადლი ღმერთმან გარდგიჴადოს | ჩემის ტკბილად საუბრისა, |
Verse: b | მე არა ვარ ჴელმწიფეთა, | არცა გვარი საამისა; |
Verse: c | ნავი მომეც, შეიბრალე | სიყმაწვილე ღარიბისა, |
Verse: d და | მოგცემ, -- დათვლა არ შეგეძლოს | თვალისა და გუარისა!" |
Strophe: 5071_[4988] | ||
Verse: a | მან კაცმან ნავი მოართვა, | რა ესმა საუბარია, |
Verse: b | წყალსა გავიდა, უბოძა | ურიცხვი თვალ-გუარია; |
Verse: c | ცხენსა შეჯდა და წავიდა | საბერძნეთს, ვითა ქარია. |
Verse: d და | ქალაქშიგ დახვდეს მდივანნი, | -- კაესრის მწიგნობარია. |
Strophe: 5072_[4989] | ||
Verse: a | ერთმანერთსა ესალამნეს, | თქვეს: "ვაჟია ჯავარ-სრული!" |
Verse: b | მას ჰკითხეს თუ: "სით მოსულ ხარ | ანუ თემად სადაური?!" |
Verse: c | უბრძანა თუ: "ვარ ღარიბი | მე ერანით წამოსული, |
Verse: d და | მინდა თქვენი გვერცა ხლება, | -- მწიგნობარი ვარ მსწავლული!" |
Strophe: 5073_[4990] | ||
Verse: a | საცდელად მისცეს ქაღალდი, | -- როგორი მწიგნობარია (!)? |
Verse: b | უკვირდა მეტად სიკეთე, | რა ნახეს მათ უსტარია; |
Verse: c | მერმე თქვეს: "ამისი ყოფა | ჩვენთანა მოუჴმარია, |
Verse: d და | წაჴდების ჩვენი სახელი, | თუ იცნობს კაესარია! |
Strophe: 5074_[4991] | ||
Verse: a | მამისა ურჩი ყოფილა, | რა ვინ კეთილსა ელია?! |
Verse: b | მეაქლემეთა იახლა | მჭვრეტელთა სასურველია, |
Verse: c | დაძღენ მისითა ჭვრეტითა | -- იმათი სანატრელია, |
Verse: d და | მათ ჰყვანდა ბუდა აქლემი, | -- კაცი არ მორჩის მრთელია! |
Strophe: 5075_[4992] | ||
Verse: a | ზედა მოუჴდა, აქლემი | წინა ვერ დაუდგებოდეს, |
Verse: b | იჭიდებოდეს საკვირვლად, | ვით ლომნი, -- არ დაშვრებოდეს; |
Verse: c | უცხოა ნახვა კაცთაგან, | -- მჭვრეტელნი გაჰკვირდებოდეს, |
Verse: d და | უფრო გაფიცხდა გოსტასაბ, | -- მკლავნი არ დაუშვრებოდეს! |
Strophe: 5076_[4993] | ||
Verse: a | აქლემი მოკლა, ტიროდა, | თავს იცემს უხუცესია, |
Verse: b | უთხრა თუ: "შმაგი სით მოხველ, | ვინ ხარ, რა მიყავ ესია?!" |
Verse: c | გააგდეს, მუნით წავიდა, | -- ვითა ღარიბის წესია, |
Verse: d და | ჟამად ვერ პოვა სანაცვლო | ერანის უკეთესია! |
Strophe: 5077_[4994] | ||
Verse: a | მეაქლემეთ დაითხოვეს, | გულ-ნაკლული წამოვიდა, |
Verse: b | ერთი დრამი აღარა აქვს, | მართ სიკვდილსა ინატრიდა; |
Verse: c | ჯოგი დახვდა კაესრისა, | მერემეთა მოუვიდა, |
Verse: d და | იყო ერთი უხუცესი, | პატივითა ინახვიდა. |
Strophe: 5078_[4995] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: ღმერთმან" უწყის, | -- დია გვინდა შენი ხლება! |
Verse: b | ერთი ცხენი გვირევია, | -- გმართებს მისი გაფრთხილება! |
Verse: c | უცხო კაცსა დაინახავს, | -- არ იქნების გაშველება! |
Verse: d და | მარტო ნურსად დაენდობი, | -- დამიჯერე მოჴსენება!" |
Strophe: 5079_[4996] | ||
Verse: a | დღესა ერთსა გამოვიდა, | ტყისა პირსა მარტო ვლიდა, |
Verse: b | აჯილღამან დაინახა, | -- ვაჟისაკენ წამოვიდა; |
Verse: c | ვითა ლომი დაკოდილი, | კბილით მჴარსა მოეკიდა, |
Verse: d და | რა ეტკივნა, გაგულისდა, | მიწაზედა დააწყვიდა. |
Strophe: 5080_[4997] | ||
Verse: a | შვილი დიდის ჴელმწიფისა | აქ, გოსტასაბ, ჭირთა პოვეს, |
Verse: b | ვითა მართებს მამის ურჩსა, | ჟამთა დიდხანს არ ადროვეს; |
Verse: c | ჭირთა ბადე დასაბმელად | ყველგან ეტლთა მისთვის ქსოვეს, |
Verse: d და | მეჯოგეთა გამოაგდეს, | მეცხვარეთა დაითხოვეს. |
Strophe: 5081_[4998] | ||
Verse: a | ტიროდა, იტყვის: "წამოველ | ერანით გაბარგულია; |
Verse: b | ოქროთა, თვალ-გუარითა, | სტავრითა დატვირთულია; |
Verse: c | აწ ასრე გავხე, არა მაქვს, | -- გავყიდო ერთი ფლულია, |
Verse: d და | ვინ სირეგვნესა მიენდოს-- | უფრომცა დაკარგულია!" |
Strophe: 5082_[4999] | ||
Verse: a | მეცხვარე ჰკითხავს: --"სით მოხვალ | ტახტისა შესაფერია, |
Verse: b | ვით ხარ უღონოდ გასრული, | ბედსა ვით დაემტერია?! |
Verse: c | ჴელმწიფის შვილი არ იყო, | -- კაცთაგან დაუჯერია, |
Verse: d და | თქვენსა ხლებასა არ ღირს ვარ, | არც ჩემი შესაფერია!" |
Strophe: 5083_[5000] | ||
Verse: a | ატირდა და წამოვიდა | იგ ბურაბსა ეუბნების; |
Verse: b | უბრძანა თუ: "თუ მამყოფებ, | თქვენთან ყოფნა მიამების, |
Verse: c | ვით წესია ღარიბისა, | ვისცა უნდა -- იახლების!" |
Verse: d და | მჭედელს უთხრა: "კვერი მომეც, | ძალი მაშინ გამოჩნდების!" |
Strophe: 5084_[5001] | ||
Verse: a | მოართვეს მას ერთი კვერი, | დიდი და საკურველია, |
Verse: b | ჰკრა, -- გრდემლი წვრილად დალეწა, | შეიქნა, ვითა მტვერია, |
Verse: c | შეშინდეს, გარდაიხვეწეს, | იტყოდეს --"რა საქნელია?! |
Verse: d და | ვერა ვართ შენნი არშივნი, | ვინ ხარ, სით მოხველ ხელია?!" |
Strophe: 5085_[5002] | ||
Verse: a | ვინცა ნახა სულიერმან, | -- მოქნეულსა იკვირვებდეს, |
Verse: b | წამოვიდა გულ-დამწვარი, | ცრემლი პირსა უსველებდეს: |
Verse: c | მინდორშიგან დახვდა ბადი, | ტურფა ვარდი ყაყაჩობდეს, |
Verse: d და | მაშიგ დაჯდა ნაღვლიანი, | თავის საქმეს იგონებდეს. |
Strophe: 5086_[5003] | ||
Verse: a | ეშვა მოვიდა, ჰკითხევდა: | "ვინ ხარ, -- ვისისა გვარისა?! |
Verse: b | კურთხეულმც არის უფალი, | -- რომ გნახე შუქი მთვარისა! |
Verse: c | შენი სიტურფე, შვენება | აწ მზისათვისცა კმარისა! |
Verse: d და | გახლივარ, -- ჩემსა წავიდეთ, | -- აქ რა სამყოფი არისა?!" |
Strophe: 5087_[5004] | ||
Verse: a | ადგა ვაჟი, დამორჩილდა, | შესხდეს, შინა წამოვიდეს; |
Verse: b | ერთსა თვესა წართვით ისხდეს, | მხიარულნი კარგად ზმიდეს. |
Verse: c | ვითა ჰფერობს სიტურფესა, | -- პატივითა ინახვიდეს, |
Verse: d და | ორთავ ეცნა ერთმანერთი, | ღვთითა ამას ინატრიდეს. |
Strophe: 5088_[5005] | ||
Verse: a | "მამის შედეგად გიპოვე | დიდის ფრიდონის გვარია, |
Verse: b | ღმერთმან შემოგზდოს მუქაფა, | რაცა მე მომეჴმარია! |
Verse: c | აწ სანადიროდ გამიშვი, | მიშოვნე მშვილდ-ისარია, |
Verse: d და | მჴეცთა ვესროლო მინდორად, | -- ჩემი სცნა შენ ნაქმარია!" |
Strophe: 5089_[5006] | ||
Verse: a | კაესარსა ქალი ჰყვანდა, | -- შვენებითა მსგავსი მზისა; |
Verse: b | სურნელებით მუშკ-ამბარი, | -- ყვავილია სამოთხისა! |
Verse: c | მან ორმოცნი დიდებულნი, | -- შვილი ყველა ჴელმწიფისა, |
Verse: d და | არ ინდომა, მან არჩივა | თავი ერთის ღარიბისა. |
Strophe: 5090_[5007] | ||
Verse: a | ბრძანა: "არ არის კაცთაგან | განგება შეცვალებული!.. |
Verse: b | ერანით ვაჟი მოვიდეს, | -- ღარიბი სახელდებული, -- |
Verse: c | იმას შევირთავ, ვიქნები, | ჭირთ ნაცვლად გახარებული, |
Verse: d და | ჩვენ ტახტოსნობა მოგვხვდების, | -- ცათამდის ამაღლებული!" |
Strophe: 5091_[5008] | ||
Verse: a | გაგულისდა კაესარი, | უბრძანა თუ: "ბედმლაშეო, |
Verse: b | რად არჩივე ღარიბობა, | ჩემო თვალთა სინათლეო!" |
Verse: c | ერთი ძიძა გაატანა, | სხვა არ მისცა საჭურჭლეო, |
Verse: d და | მინდორშიგან წყარო პოვა, | -- შეეყარა ეტლსა მზეო. |
Strophe: 5092_[5009] | ||
Verse: a | მათ რა იცნეს ერთმანერთი, | გარდასრულსა ჭირსა სთვლიან; |
Verse: b | შეხედიან ერთმანერთსა, | -- ვითა ვარდი, აყვავდიან. |
Verse: c | ჭამად დასხდენ, მხიარულნი | გულსაყვარლად უბნობდიან, |
Verse: d და | ტახტ-გვირგვინი მოეგონის, | გლახ გულ-მდუღრად ატირდიან. |
Strophe: 5093_[5010] | ||
Verse: a | ქალსა ჰქონდა იაგუნდი | კარგი ერთი, -- ძვირ-ფასისა, |
Verse: b | მათ იყიდეს ორი ცხენი, | ტანთსაცმელი სტავრებისა; |
Verse: c | ეშვას ერთი სახლი სთხოვეს, | ვით წესია ღარიბისა, |
Verse: d და | გლახ გოსტასაბ ველთა ვლიდა, | ჰქონდის ჴორცი ნადირისა. |
Strophe: 5094_[5011] | ||
Verse: a | ეშვავს ერთი მშვილდი სთხოვა | ძლიერი და დაძარღული, |
Verse: b | გამოვიდა სათამაშოდ, | სანადიროდ სთქმიდა გული; |
Verse: c | მზე ჩავიდა, მას მომართა, | ვისგან იყო დადაგული, |
Verse: d და | ორი ცხენი ნადირითა | გვერცა ახლავს დატვირთული. |
Strophe: 5095_[5012] | ||
Verse: a | ქეთაონ თქვა: "ლხინად შევსცვლი, | აქანამდი რაცა მჭირდა!" |
Verse: b | ერთსა ცხენსა კიდებულსა | ეშვასაკენ გაზიდვიდა; |
Verse: c | შესთვალა თუ: "მოიჴსენე, | ჩვენ აქა გვაქვს, რაცა გვინდა!" |
Verse: d და | ეშვავს მეტად ეუცხოვა, | უსაზომოდ გაუკვირდა. |
Strophe: 5096_[5013] | ||
Verse: a | ამაზედა სხვა მოვიდა, | მირზარ, შვილი ყეენისა, |
Verse: b | კაესარსა ქალი სთხოვა, | საშუალი, -- მგზავსი მზისა! |
Verse: c | უბრძანა თუ: "მგელნი სხედან | სამნი უსხო კამბეჩისა, |
Verse: d და | თუ მათ დაჰჴოც, -- შენ იქნები | შესაფერი სიძობისა!" |
Strophe: 5097_[5014] | ||
Verse: a | შერცხვენდა, და მან იმედი | მისცა მგელთა დაჴოცისა, |
Verse: b | მოაჴსენა: "მე შევებმი, | -- მორჩილი ვარ ბრძანებისა! |
Verse: c | მათგან დავსცლი საწუთროსა, | -- ნუღარავინ იშიშვისა, |
Verse: d და | კაცის ჴელით გამოვგზავნო | მე ნალეწი კბილებისა". |
Strophe: 5098_[5015] | ||
Verse: a | ცხენსა შეჯდა, გაემართა | ეშვავისკენ ქარივითა, |
Verse: b | მივიდა და ეუბნების | საყვარელსა შვილივითა: |
Verse: c | "კაესარსა ქალი ვსთხოვე | პირ-გავსილი, მთვარე ვითა, |
Verse: d და | მგელთა ომსა მე დავჰპირდი | დღეს შენისა იმედითა!" |
Strophe: 5099_[5016] | ||
Verse: a | ეშვავ თქვა: "გავხარ -- რომ იყო | დიდთა ხოსროთა გვარია, |
Verse: b | ან შვილი ზალდასტანისა, | ნიანგთა მეომარია! |
Verse: c | შენ მგელთა ომსა ნუ ჰბედავ, | სირეგვნე მოუჴმარია, |
Verse: d და | მე მყავს იმათი მებრძოლი, | აწ ნადირობას არია." |
Strophe: 5100_[5017] | ||
Verse: a | მაზედ მოვიდა გოსტასაბ | -- ლომი, -- ნადირთა მსრველია, |
Verse: b | წინ გაეგება მირზარი, | ვითა ძმა საყვარელია; |
Verse: c | უამბო მისი ამბავი, | -- რის მიზეზისა მვლელია, -- |
Verse: d და | "ვიცი, ლომ-გულო, რომე ხარ | აქა ძალისა მცდელია! |
Strophe: 5101_[5018] | ||
Verse: a | მე მომინდა შესართავად | პირ-მზე ქალი კაესრისა, |
Verse: b | მიბრძანა თუ: "სასიძო ხარ, | გმართებს მოკვლა სამის მგლისა"; |
Verse: c | აწ მიშველე ამას ზედა, | შენ ხარ ღონე სულთა დგმისა, |
Verse: d და | მერმე მოგცე -- არ შეგეძლოს | ანგარიში საქონლისა! |
Strophe: 5102_[5019] | ||
Verse: a | მოგცე ცხენი და აბჯარი, | არ გნახო მათგან ძლეული, -- |
Verse: b | ჩემი ჯაჭვი და ხვაფთანი, | -- ჴმალი მაქვს პაპისეული; |
Verse: c | ის გაჰკვეთს რკინისა კეტსა, | -- მსუბუქად შემოქნეული". |
Verse: d და | გოსტასაბს დია იამა, | იყო გმირშიგან რჩეული. |
Strophe: 5103_[5020] | ||
Verse: a | ბრძანა თუ: "შენ და ეშვა (??) | წამომყევით საჭვრეტელად, |
Verse: b | თვარა ღმერთი მოწამეა, | -- არ მინდიხართ მე მეშველად!" |
Verse: c | მირზარ იტყვის: "გიახლებით, | ჩვენ გამოვალთ ორნივ ველად, |
Verse: d და | ერთობ ახლოს ნუ მიმიყვან, | შორით გიჭვრეტთ საქებელად". |
Strophe: 5104_[5021] | ||
Verse: a | ზედა მიუჴდა აფთითა, | ჴელთა აქვს საომარია, |
Verse: b | პირველ დაასხა ისარი, | ჴმალი სისხლშიგან გარია; |
Verse: c | უბნობდეს მისნი მჭვრეტელნი: | --"კაცთ სანახავად ზარია!" |
Verse: d და | გაჴდა ქვეყანა უშიშრად, | იხარებს მირზარ-ზარია. |
Strophe: 5105_[5022] | ||
Verse: a | მათ მგელთა კბილნი დალეწნა, | იხარებს ყველგან სოფელი, |
Verse: b | მირზარ კაესარს წინაშე | გაგზავნა მახარობელი: |
Verse: c | -"აჰა ნიშანი, -- მიბოძე | ქვეყნისა მანათობელი! |
Verse: d და | დამჴსნა უფალმან მიზეზი, | -- ჩემი ლახვართა მსობელი!" |
Strophe: 5106_[5023] | ||
Verse: a | გაეხარნეს ჴელმწიფესა, | ბრძანა: "წიგნი მიუწერეთ: |
Verse: b | -- სიკეთისა მგონებელო, | -- შენი საქმე დავიჯერეთ! |
Verse: c | მოდი, -- შენ და ჩემმან ქალმან | აწ საწუთრო დააშვენეთ, |
Verse: d და | ჩემი სახლი თქვენთვის მინდა | ხოსროული დაიკერეთ!" |
Strophe: 5107_[5024] | ||
Verse: a | ქორწილი გარდაიჴადეს | კაცთაგან კვლა უპოველი, |
Verse: b | ჩინეთით ჰარონ მოვიდა | გულარ ქალისა მთხოველი; |
Verse: c | უბრძანა: "მოკალ ვეშაპი, | -- იშიშვის არსი ყოველი, |
Verse: d და | რაცა მირზარ მგელთა უყო, | იმას შენგანაც მოველი!" |
Strophe: 5108_[5025] | ||
Verse: a | ჰარონ დაჰპირდა, წავიდა, | იგ მირზარს ემოყვრებისა; |
Verse: b | -"ვხახე ნაქმარი მგელზედა, | თქვენგან რა მეჯერებისა?! |
Verse: c | მითხარ, ვინ მოგცა წამალი | თქვენ წყლულთა განკურნებისა?! |
Verse: d და | სამ დღე აქ იყავ, ერთად ვსვათ", | -- მირზარ მას ეუბნებისა. |
Strophe: 5109_[5026] | ||
Verse: a | სამ დღეს ლხინით მოისვენეს, | მირზარ ამას ეუბნების: |
Verse: b | "მას ვეშაპსა შენგან ომი, | არც შეხედვა, ეკადრების, |
Verse: c | ეშვავს ერთი ვაჟი ახლავს, | -- უსაცილოდ შეებმების, |
Verse: d და | გიჯობს, იმას შეეხვეწო, | -- წყლულსა მისგან გეკურნების!" |
Strophe: 5110_[5027] | ||
Verse: a | ცხენსა შეჯდა, გაემართა, | მიდგა, ეშვავს ეუბნების: |
Verse: b | "ხვაშიადსა გამოგანდობ, | -- შენგან არსად გამჟღავნდების. |
Verse: c | თქვენ ღარიბი ვაჟი გახლავს, | -- მისი თავი მეჭირების, |
Verse: d და | ვითა მინდა, დამარჩინოს, | -- საქონლითა აივსების". |
Strophe: 5111_[5028] | ||
Verse: a | რა გოსტასაბ დაინახა, | მჴეცნი ცხენსა უკიდიან; |
Verse: b | ერთმანეთსა მოეხვივნეს, | -- მათ მჭვრეტელნი დანატრიან. |
Verse: c | თქვა: "აქიმი გიპოვნია, | ჰარონს ცრემლნი ნუღარ სდიან, |
Verse: d და | ლივლივნი და ზღვის ნიანგნი | შემოქმედსა აქებდიან". |
Strophe: 5112_[5029] | ||
Verse: a | ეშვავ და ჰარონ მთის წვერით | უჭვრეტენ შეჭირვებულნი; |
Verse: b | გოსტასაბ ვეშაპს მიუჴდა, | ვით ქარი გაფიცხებული. |
Verse: c | შემოუძახა: "რასა იქ, | -- ეშმაკისებრივ გრძნეული?" |
Verse: d და | ჴმალი ჰკრა, ორად გაკვეთა, | მობრუნდა გამარჯვებული. |
Strophe: 5113_[5030] | ||
Verse: a | მას ვეშაპსა რქა მოჰკვეთა, | გამარჯვებას ულოცვიდეს, |
Verse: b | გაჴდეს მისგან უშიშარნი, | მხიარულნი წამოვიდეს; |
Verse: c | ჰარონ მისცა უსაზომო, | თვალ-გუარსა ვინ დასთვლიდეს?! |
Verse: d და | კაესარს წინ წამოვიდეს, | დაშრტეს ცეცხლნი რომე სწვიდეს. |
Strophe: 5114_[5031] | ||
Verse: a | რა ქორწილი გარდიჴადეს, | მათ იბურთეს მერვეს დღესა, |
Verse: b | ქეთაონ თქვა: "ლომ-ნაკვეთო, | რატომ ჰმალავ სიკეთესა?! |
Verse: c | აქ თქვენებრივ მობურთალი | არვინა ჩანს, -- ვხედავ, დღესა, |
Verse: d და | თავი თქვენი აცნობინე, | შეაყვარე, ჴელმწიფესა!" |
Strophe: 5115_[5032] | ||
Verse: a | ადგა გოსტასაბ. წავიდა | ფოლოცად დოვლათ-სვიანი. |
Verse: b | ერთი ცხენი ჰყვა ვაჭარსა | მალე და მართ გვარიანი |
Verse: c | უბრძანა: "დავსცდი მოედანს | ბურთიან მე ჩოგნიანი, |
Verse: d და | მამეწონების, -- ფასს მოგცემ, | -- რომ იყო სარგებლიანი!" |
Strophe: 5116_[5033] | ||
Verse: a | დიდ ვაჭარმან მოაჴსენა: | "თქვენი? ყმა ვარ, გინდა როდეს!" |
Verse: b | ცხენსა შეჯდა, წამოვიდა, | ბურთ-ჩოგანი ჴელთა ჰქონდეს; |
Verse: c | სათამაშოდ ჩამოვიდა, | მუშკ-ამბრისა ქარი ქროდეს, |
Verse: d და | მოედანი გოსტასაბს აქვს, | სხვა სიძები ცუდად რბოდეს. |
Strophe: 5117_[5034] | ||
Verse: a | ეს კაესარსა უკვირდა, | ბრძანა თუ: "ეს ვინ არისა?!" |
Verse: b | უჴმო, ჰკითხევდა: "ლომ-გულო, | მითხარ, ხარ ვისის გვარისა?!" |
Verse: c | გოსტასაბ ჰკადრა ყოველი | მისი ნაქმარი თავისა: |
Verse: d და | "ქმარი ვარ ქეთეონისა, | ტან-სარო, პირად მთვარისა." |
Strophe: 5118_[5035] | ||
Verse: a | გაიგონა კაესარმან: | "წინწილანო, ტკბილად ჰჴმობდით! |
Verse: b | ლაშქარნო და დიდებულნო, | ამ ამბავსა ყველა სცნობდით! |
Verse: c | მე მამა და ესე შვილი, | ვითა მართებს, -- ჰმორჩილებდით! |
Verse: d და | ხაზარნო და ელიასარ, | თუ სჯობს, -- აწცა ამაყობდით!" |
Strophe: 5119_[5036] | ||
Verse: a | მოწმად ეშვავ მოიყვანა | --"ამას ჰკითხეთ, რაცა ვქენა; |
Verse: b | მას ვეშაპსა მე შევები, | -- სამნი მგელნი დავჴოცენა!" |
Verse: c | გაეხარდა კაესარსა, | ბრძანა: "ვპოვე თვალთა ჩენა! |
Verse: d და | გული მტკივის ხაზართაგან, | ფარღუზს მიხვდა დიდი ლხენა". |
Strophe: 5120_[5037] | ||
Verse: a | ქეთაონის მოსაყვანლად | პირ-მთვარენი გაუგზავნა, |
Verse: b | გოსტასაბს გვერცა დაუსვეს, | მან საწუთრო დააშვენა; |
Verse: c | კაესრის დედამ იშვილა, | კაცს გვარი და სიმჴნე უნა. |
Verse: d და | ერთსა დღესა ჴელმწიფემან | ფარღუზს ეგრე მოაჴსენა: |
Strophe: 5121_[5038] | ||
Verse: a | ფალავანთშიგან რჩეულო, | გონიერებით სავსეო! |
Verse: b | ერთი დიდი შეჭირვება | ჩემს გულს არის, -- გამართეო! |
Verse: c | შენებრ არავინ ყოფილა | ომშიგან მეჯუფთარეო, |
Verse: d და | ხაზართ მეფის შვილი არის, | -- ელიასარს უჴმობენო! |
Strophe: 5122_[5039] | ||
Verse: a | მისით სიჩქარით გიჩივი, | თემი ჩემი აუოჴრებია (?),ხხხ |
Verse: b | მისი ომი შენგან კიდე | სხვას არავის შესძლებია; |
Verse: c | მწადს შენითა სიკეთითა, | რომ ხაზარეთს წახვიდია, |
Verse: d და | ჩემად მოხარაჯედ შეჰქნა, | ვითა პირველ მყოლებია". |
Strophe: 5123_[5040] | ||
Verse: a | ფარღუზს ესმა, გაეხარნეს, | გაიზარდა სარო ვითა, |
Verse: b | იტყვის: "წავალ ჴმალ-მოწვდილი, | მე გავძღები სისხლთა ღვრითა; |
Verse: c | ელიასარს მჴარს შეუკრავ, | ავივსები სახელითა, |
Verse: d და | თავ-ჩამორთმით გამსახურებ | ბაჟითა და ხარაჯითა. |
Strophe: 5124_[5041] | ||
Verse: a | წიგნი მივსწეროთ: "მოგვართვით | ხარაჯა, -- ბაჟი ჩვენია! |
Verse: b | გოსტაშპ რა უყო ვეშაპთა | და მგელთა, მოგისმენია? |
Verse: c | მომავალი ვარ უცილოდ, | ქვეყანა მოგიმტვერნია, |
Verse: d და | მიზეზსა ნურას დაიდებ, | თუ გიჯობს, -- დამიჯერია!" |
Strophe: 5125_[5042] | ||
Verse: a | რა გაგზავნილი მივიდა, | -- ჴელმწიფესა ჰკადრეს ვითა: |
Verse: b | "კაესრისა მოციქული, | ხარაჯასა ითხოვს მითა!" |
Verse: c | ელიასარ გაგულისდა, | ბაგეს იკბინა კბილითა, |
Verse: d და | საჴელმწიფოდ დაეკაზმნეს | სტავრითა და ფარდაგითა. |
Strophe: 5126_[5043] | ||
Verse: a | ჴელმწიფე დაჯდა ტახტზედა, | შვილნი გვერცა მოუსხდესა, |
Verse: b | ელიაზარს ხაზარელნი | ფალავნობით უჴმობდესა; |
Verse: c | ტახტსა წინა თაყვანი სცა, | მოციქული მივიდესა, |
Verse: d და | ქება ჰკადრა, წიგნი მისცა, | მწიგნობას აკითხვიდესა. |
Strophe: 5127_[5044] | ||
Verse: a | ელიასარს გაუკვირდა, | წიგნი ნახა კაესრისა: |
Verse: b | "ჩემი ომი აღარ ახსოვს, | აქვს იმედი ღარიბისა; |
Verse: c | მისნი სპანი ჩემსა წინა | ყვავილია მინდორისა, |
Verse: d და | ფარდუზს თავი გარდავჰკვეთო, | -- საძღვნოდ მინდა მე მამისა!" |
Strophe: 5128_[5045] | ||
Verse: a | მას დღესა სვეს, -- მოისვენეს, | რა დაღამდა გაიყარეს, |
Verse: b | რა გათენდა, ჴელმწიფის კარს | ტაბლაკის ჴმა გააჴშირეს; |
Verse: c | ფალავნები აჴმობინა, | -- ამ საქმისა რჩევა შექნეს, |
Verse: d და | "ღვთით იმათი მე ლაშქარი | იავრად ვქნა", ეს დაასკვნეს. |
Strophe: 5129_[5046] | ||
Verse: a | წიგნი დაწერა ფარხუზარ, | ისმინე, შენ, მართალია! |
Verse: b | თუ ღარიბი ხარ, გაკლია, | მე მოგცე თვალ-გუარია. |
Verse: c | არ სჯერხარ, მოდი, მე მზა ვარ, | -- ჴელთა მაქვს საომარია! |
Verse: d და | ჴმალქვეშე არის სამარე, | -- არ ტახტი დაუმცდარია. |
Strophe: 5130_[5047] | ||
Verse: a | მოციქული კაესარსა | და გოსტასაბს წინ მოვიდა, |
Verse: b | ფალავანნი და თავადნი | სრულ შეყრილნი იქ მოვიდა; |
Verse: c | ქოს-ნაღარის ჴმა მოვიდა, | ბარგი მინდორს გამოვიდა. |
Verse: d და | ამაზედ ხაზარ მეფისა | შავი მტვერი, ჩნდა, მოვიდა. |
Strophe: 5131_[5048] | ||
Verse: a | კაესარმან მარჯვნივ მჴარი | შვილს შევედრა საყვარელსა, |
Verse: b | პილო ქოსა -- ლაშქართანა, | კაესარი -- მარცხენასა; |
Verse: c | გოსტასაბ, ვით მთვრალი პილო, | ორთავ რაზმთშუა ბრდღვინავსა, |
Verse: d და | იმისი ჴმა ცის გვრგვინვასა | ჰგავს, -- ღრუბელთა ესმოდესა. |
Strophe: 5132_[5049] | ||
Verse: a | ძროხა-სახე ლახტი ჰქონდა, | რაზმთ შუა იარებოდა, |
Verse: b | მისის შიშით ხაზარელთა, | სთქვა, გული გაუსქდებოდა! |
Verse: c | ელიასარ დაინახა, | მოციქულსა უგზავნიდა: |
Verse: d და | "ჩემგან აროდეს გწყენია!" | -- იგ გოსტასაბს შეუთვლიდა. -- |
Strophe: 5133_[5050] | ||
Verse: a | "აბჯარს მოგცემ და გუარსა, | -- გული გაქვს საქონლისათვის! |
Verse: b | ჩემსა სახლშიგან გამყოფებ, | ვიქნები, ვითა ძმისათვის. |
Verse: c | მაგ უებროს თავს რად მოჰკლავ, | მიბრძანე, კაესრისათვის? |
Verse: d და | ვეშპის მოკლვითა ნუ ზაობ, | ნურც მგელთა დაჴოცისათვის!" |
Strophe: 5134_[5051] | ||
Verse: a | გოსტასაბ ასრე შესთვალა: | --"რა ილათისა ჟამია?! -- |
Verse: b | საომარს მინდორს მოვსულვართ, | წამოდექ, -- გვმართებს ომია!" |
Verse: c | ლაშქარშიგ"შეკარ, შეიპყარ", | ჴმა შექნეს დიდი ზომია, |
Verse: d და | თავი უტანოდ მოჰქონდის, | სისხლის რუ ჩადის რომია! |
Strophe: 5135_[5052] | ||
Verse: a | ელიასარ ჯავრიანად, | ვითა პილო, რაზმსა ჰფრეწდის, |
Verse: b | გოსტასაბ, ვით მგელი ცხვარშიგ, | შევარდის და რაზმსა ლეწდის; |
Verse: c | თავადთა და ფალავანთა | თავებს მიწაზედა ჰყრიდის, |
Verse: d და | მზე გუბადსა მოეფარა, | გაიყარნეს, რა დაღამდის. |
Strophe: 5136_[5053] | ||
Verse: a | რა გათენდა, რაზმი აწყვეს, | ძახილი ცამდის ისმოდა; |
Verse: b | გოსტასაბს ჴმალი ჴელთ ჰქონდა, | რაზმთ შუა იარებოდა. |
Verse: c | ელიასარ დაინახა, | -- ფარხუზარ აჩქარდებოდა, |
Verse: d და | ჴმალი და ლახტი აიღო, | შუბითა მიუჴდებოდა. |
Strophe: 5137_[5054] | ||
Verse: a | გოსტასაბ და ელიასარ | ორთავ რაზმი გაასწორეს, |
Verse: b | უთაოსა ტანსა ზიდავს, | რაცა ჴმლითა სისხლი ღვარეს; |
Verse: c | ფარხუზ მკერდსა შუბი შესცა, | ჯაჭვი კლდესა დაადარეს, |
Verse: d და | ჴელი ჩაჰყო, აითრივა, | კაესარსა გაეხარეს. |
Strophe: 5138_[5055] | ||
Verse: a | ხაზარელნი გამოიქცნეს, | ფარხუზს ვეღარ ექადიან, |
Verse: b | კაესარი უკმობრუნდა, | ვითა მართებს, -- უხარიან; |
Verse: c | საბერძნეთში შემოვიდეს, | იგ გოსტასაბს ლოცვიდიან, |
Verse: d და | პირმთვარენი აკოცებდეს, | თავს პერპერას აყრიდიან. |
Strophe: 5139_[5056] | ||
Verse: a | ფარხუზ ჰკადრებს კაესარსა: | "კვლა მიბრძანე თქვენი მტერი, |
Verse: b | თავი ჴმლითა მოვაშორვო, | -- ან მემალე იყოს შენი?" |
Verse: c | დაუმადლა: --"ლომ-ნაკვეთო, | ხარ ტახტისა შესაფერი, |
Verse: d და | წადი, შეკარ საგდებლითა | შენ ლუარსაბ ერანელი!" |
Strophe: 5140_[5057] | ||
Verse: a | ფარხუზ თქვა: "კაცი გავგზავნოთ | ჭკვიანი, გონიერია, |
Verse: b | ფიცხლავ დაიდვას ხარაჯა, | არ იყოს თქვენი მტერია; |
Verse: c | თქვენი ბრძანება მიიღოს | და წიგნი დანაწერია, |
Verse: d და | არა ქნას, -- წავალ ლაშქრითა, | -- ნახოს რისხვისა მტვერია!" |
Strophe: 5141_[5058] | ||
Verse: a | წავიდა ასილ ვაზირი | მალე, -- უფიცხე ქარისა; |
Verse: b | ლუარსაბს ჰკადრეს: "მოვიდა | აქ ელჩი კაესარისა." |
Verse: c | ახლოს დაისვა, მას ჰკითხა | ამბავი პილოს დარისა: |
Verse: d და | "მითხარ, -- ვინ არის ღარიბი, | თუ იცი, ვისის გვარისა?!" |
Strophe: 5142_[5059] | ||
Verse: a | წიგნი რა ნახა ლუარსაბ, | აჴსენა ღვთისა სახელი, |
Verse: b | გულშიგან გაკრთა, გაკვირდა, | წაუჴდეს პირის სახენი, |
Verse: c | ჰკითხევდა მას მოციქულსა: | --"სად ნახენ ალვისა ხენი!? |
Verse: d და | ან სით მოვიდა იგ ვაჟი, | -- მისთვის ვართ მოვაგლახენი!" |
Strophe: 5143_[5060] | ||
Verse: a | ასილ ეგრე მოაჴსენა: | "ჩვენ არ ვიცით მისი გვარი; |
Verse: b | მან ხაზარნი ამოსწყვიტნა | და ლაშქარნი ბევრნი სხვანი. |
Verse: c | კაესართან შეკრული ჰყავს | ელიასარ სპილენძ-ტანი, |
Verse: d და | მან დაჴოცნა სამნი მგელნი, | იყო თვითო სპილოს დარი. |
Strophe: 5144_[5061] | ||
Verse: a | საამის მსგავსად ვეშაპი | მან მოკლა საკვირველია, |
Verse: b | მის ყმის ძალითა მზევალნი | გთხოვა ხარაჯა თქვენია!" |
Verse: c | ლუარსაბ ასრე უბრძანა: | "ხარ კაცი მეტად ბრძენია, |
Verse: d და | არსთ შემოქმედსა გაფიცებ, | -- მიამბე ვაჟის ზნენია!" |
Strophe: 5145_[5062] | ||
Verse: a | მოაჴსენა: "ჴელმწიფეო, | გვარი მისი არ ვიცია! |
Verse: b | ტანად თქვენსა ზარიარს ჰგავს, | -- ამას ბრძანებთ: ერთი ხია, -- |
Verse: c | ისეთივე ყმაწვილია, | -- სარო-ტანი, პირად მზია! |
Verse: d და | ეს იაზრა ჴელმწიფემან, | -- ტახტად მართებს ერანია! |
Strophe: 5146_[5063] | ||
Verse: a | იაზრა, იყო გოსტასაბ, | -- თქვა: "გაყმდა ბერის გულია!" |
Verse: b | უბრძანა შვილსა ზარიარს: | "შენ წადი გაბარგულია! |
Verse: c | იახელ გოდერძიანი, | -- მილადიანი სრულია, -- |
Verse: d და | ტუსისა ნათესავთაგან | მტერთა არ შერჩეს სულია?" |
Strophe: 5147_[5064] | ||
Verse: a | კვლა უთხრა: "შვილო ზარიარ, | ფიცხლავ წა, დავლათ-სვიანი! |
Verse: b | გოდერძი თან წაიტანე, | -- ტუსიან-ნოდარიანი; |
Verse: c | ფეროზის ტახტი მიართვი, | -- გვირგვინი გუარიანი, -- |
Verse: d და | ერანის ჴელმწიფობა ქნას, | -- საბერძნეთს ღარიბი არი. |
Strophe: 5148_[5065] | ||
Verse: a | მიართვი ფეროზის ტახტი, | -- გვირგვინი, სალტე ტყავია, |
Verse: b | იაგუნდისა სარტყელი, | -- ოქროს სარმუზა, -- მზანია. |
Verse: c | მანდა გიქნია სახელი, | გმირთ დაადარე თავია, |
Verse: d და | ერანის ტახტი მიგელის, | -- მე აროს გიყავ ავია! |
Strophe: 5149_[5066] | ||
Verse: a | ქექაოზ და ქაიხოსროს | ტახტი მოგელის -- ერანი! |
Verse: b | აქამდის ვიყავ ჴელმწიფედ, | გათავდა ჩემი წერანი. |
Verse: c | ტახტი, გვირგვინი, სარმუზა, | -- მანდ გამოვგზავნე ყველანი, |
Verse: d და | ჴელმწიფობა და მეფობა | გმართებს, ერანის ჭერანი". |
Strophe: 5150_[5067] | ||
Verse: a | ზარიარ ფიცხლავ წავიდა, | იახლა ფალავნებია, |
Verse: b | მას მხიარული გული უც, | იარა ღამე-დღებია; |
Verse: c | კაესარს წინა შევიდეს | მოსაჴსენებლად ყმებია: |
Verse: d და | --"ვაჟი ვინმეა ტან-სარო, | გვერც ფალავნები ხლებია!" |
Strophe: 5151_[5068] | ||
Verse: a | აქ ზარიარ მო-ცა-ვიდა, | დიდებულნი გვერც ახლდესა, |
Verse: b | წინ გოსტასაბ მიეგება, | ტახტი დადგეს სავარდესა; |
Verse: c | კაესარსა მოაჴსენეს: | ერანელნი" მოვიდესა; |
Verse: d და | წინა ვაჟი მოუძღვების, | -- სიტურფითა სწუნობს მზესა! |
Strophe: 5152_[5069] | ||
Verse: a | შვენებით პირი მზეს უგავს, | ტანი აზატსა საროსა, |
Verse: b | თქვენსა სიძესა ფარხუზარს | ჰგავს, მზისა დასადაროსა". |
Verse: c | შორს მოეგება გოსტასაბ, | ტანი ძმისაკე აროსა, |
Verse: d და | მათ ერთმანერთი დაჰკოცნეს | მთვარისა მეჯუფთაროსა. |
Strophe: 5153_[5070] | ||
Verse: a | ერანელთ ნახეს გოსტასაბ, | იქმონენ თაყვანებასა, |
Verse: b | ღმერთს წინა მადლი იკადრეს, | ვინ დასთვლის გახარებასა?! |
Verse: c | ჴელმწიფის მოციქულობა | ჰკადრეს, შეასხმენ ქებასა, |
Verse: d და | ფეროზის ტახტი, გვირგვინი, | -- დაუდგეს მათსა ნებასა. |
Strophe: 5154_[5071] | ||
Verse: a | სარტყელი, სალტე და ტყავი | ოქროსა სარმუზიანი |
Verse: b | გოსტასაბს წინა მოიდეს, | გამხიარულდა სვიანი; |
Verse: c | სავარდეს შიგან გაიღეს | მათ ტახტი დოვლათიანი, |
Verse: d და | ტანს ხოსროული ჩაიცვა, | -- მნახავთა დანატრიანი! |
Strophe: 5155_[5072] | ||
Verse: a | გოსტასაბ თავსა გვირგვინი | დაიდგა, მას დღე ლხინია, |
Verse: b | საჴელმწიფოთა სარტყლითა | ტახტზედა დაჯდა გმირია; |
Verse: c | შეიგნა მათი ამბავი, | კაესარს გაუკვირია, |
Verse: d და | მაშინ იაზრა: " -- ეს არის | ლუარსაბისა შვილია?". |
Strophe: 5156_[5073] | ||
Verse: a | ცნა, ლუარსაბ ჴელმწიფისა | შვილი არის, -- გაუკვირდა, |
Verse: b | საწუთროსა ნაქმართაგან | მისი საქმე დაუმძიმდა; |
Verse: c | მათ წინ მივა კაესარი | შესატყობლად, -- რაცა სჭირდა, |
Verse: d და | მის ნახვასა გოსტასაბ და | ზარიარცა ინატრიდა. |
Strophe: 5157_[5074] | ||
Verse: a | წინ მიეგება გოსტასაბ, | ახლავს ზარიარ ძმა მისი, |
Verse: b | კაესარი ზის ტახტზედა, | უკვირს ამბავი ამისი; |
Verse: c | პირ-მთვარეთთანა ნადიმი | შექნეს, -- ძნელია თქმა მისი, |
Verse: d და | ერანელთ მეფე სიძედ ჰყავს, | ლხინია კაესარისი. |
Strophe: 5158_[5075] | ||
Verse: a | კაესარი გაეგება, | სრისა კარნი გაიარნა, |
Verse: b | წინ მეჯლიში გაიშალა, | ვითა მართებს გაიხარნა; |
Verse: c | ორთავ ძმათა სიტურფენი | მზისა შუქმან ვერ დაფარნა, |
Verse: d და | რა გათენდა, გულ-საყვარლად | მოციქული გაუგზავნა. |
Strophe: 5159_[5076] | ||
Verse: a | აწ მოუვიდა გოსტასაბს | კაესრის მოციქულობა: |
Verse: b | "ასაკის დაშვენებითა | გაქვს ქაიხოსროს სრულობა! |
Verse: c | შენ გეფერების გვირგვინი, | ტახტისა მოკაზმულობა, |
Verse: d და | მადლისა ეტლის ძალისა | გაქვს მეტად მატებულობა! |
Strophe: 5160_[5077] | ||
Verse: a | ჴელმწიფეთა და თავადთა | სჩანს თქვენი ბედნიარობა; |
Verse: b | არ გამოსულა მიწასა | შენებრივ ნაყოფარობა! |
Verse: c | ჴელმწიფეს შენსა მამასა | აღონებს მეტი ბერობა, |
Verse: d და | წა, დაჯე, ერანს ტახტზედა, | დაიწყე ნებიარობა! |
Strophe: 5161_[5078] | ||
Verse: a | სრულ ერანი და თურანი | იქნების შენს ბრძანებასა, |
Verse: b | ჩემს სიყვარულსა ნუ მოშლი, | მაგ შენსა გამარჯვებასა! |
Verse: c | ჩემი ასული ქეთაონ | იქს თქვენთანავე ხლებასა, |
Verse: d და | მისის სიტურფით ერანი | დაიწყებს დაშვენებასა. |
Strophe: 5162_[5079] | ||
Verse: a | შენ შენი ტახტი მიგელის, | ვიცი, ერანი სრულია, |
Verse: b | ლუარსაბ გულ-ნაღვლიანი | სიბერით უსუსურია; |
Verse: c | თან წაიტანეთ ქეთეონ, | ვითა მზე, მოკაზმულია, |
Verse: d და | ნუ დამივიწყებ, გაჴსოვდე, | -- გაქონდეს სიყვარულია!" |
Strophe: 5163_[5080] | ||
Verse: a | უძღვნა გოსტასაბს ათასი | მონა, საბერძნეთს რჩეული, |
Verse: b | და ასი ქალი ლამაზი, | პირ-მთვარე გამორჩეული; |
Verse: c | ასს ჯორ-აქლემსა აჰკიდა | სტავრა ოქროთა რეული, |
Verse: d და | ოქრო და მარგალიტები, | გუარი ათასეული. |
Strophe: 5164_[5081] | ||
Verse: a | აჰკიდეს და გაემართნეს, | იქმონენ ერანს რებასა, |
Verse: b | თან წაიტანეს ქეთაონ, | არონინებდეს ნებასა; |
Verse: c | ლუარსაბს ესმა ამბავი, | იქს დიდსა გახარებასა, |
Verse: d და | ორთავ შვილთ მისვლა ახარეს, | ეწია განათლებასა. |
Strophe: 5165_[5082] | ||
Verse: a | ბრძანებასა დამორჩილდა, | გოსტასაბსაც გაეხარნეს, |
Verse: b | ქეთაონის წასატანლად | რაცა უნდა, გარდათვალნეს; |
Verse: c | ცნა ლუარსაბ, ცხენსა შეჯდა, | შვილნი წინა შეეყარნეს, |
Verse: d და | ცხენიდაღმან გარდამოჴდეს, | მზისა მჯობთა დაედარნეს. |
Strophe: 5166_[5083] | ||
Verse: a | შვილთა მისვლა რა შეიგნა, | ჴელმწიფესა იამების, |
Verse: b | რა თვალითა დაინახა, | ცხენისაგან გარდუჴდების; |
Verse: c | დამბადებელს მადლი მისცა, | პირით მიწას დაემჴობის, |
Verse: d და | იტყვის: "არსნი ვინ დაჰბადენ, | -- ყველა შენგნით მეღირსების! |
Strophe: 5167_[5084] | ||
Verse: a | აწ შენითა წყალობითა | მისუბუქდენ ძნელნი ჭირნი!" |
Verse: b | ლოცვისაგან მოიცალა, | ნახა ორნივ მისნი შვილნი; |
Verse: c | ჴელსა ზედა აკოცებდეს | და ფერჴზედა დასდვეს პირნი, |
Verse: d და | თაყვანისცა შემოქმედსა, | -- გაიცადა ვითა გმირნი. |
Strophe: 5168_[5085] | ||
Verse: a | ლუარსაბს და მისთა ძეთა | სიხარულით ცრემლნი სდიან, |
Verse: b | რა გოსტასაბ ტახტსა დასვეს, | ერანელთა უხარიან; |
Verse: c | უცხონი და მეცნიერნი | სიახლესა ინატრიან, |
Verse: d და | აწ ლხინითა გაისვენებს, | რაცა ჭირნი გარდუჴდიან. |
Strophe: 5169_[5086] | ||
Verse: a | ჴელმწიფეს სთხოვა გოსტასაბ | ფარმანი მოსათხოველი; |
Verse: b | უბრძანა: "შვილო, ნუ სჭმუნავ, | შენ გაქებს არსი ყოველი; |
Verse: c | ჭირნი განქარდეს დღეს იქით, | ლხინსა შენ თანა მოველი, |
Verse: d და | მომწონს მე შენი სიტურფე, | -- ვარ მტერთა შეუპოველი. |
Strophe: 5170_[5087] | ||
Verse: a | ვინც გნახვენ, სიაოშისა | შვენება დავიწყებია! |
Verse: b | ნუ ირცხვნი, -- ღვთის ბრძანებაა, | რაცა გიღარიბებია; |
Verse: c | ის ზეცას გაგებულია, | რაცა შენ გულსა გდებია! |
Verse: d და | დაიწვებოდის ნაღვლითა, | -- არ ჩემსა გულსა დებია. |
Strophe: 5171_[5088] | ||
Verse: a | აქ დიდი ომი გიქნია | და დიდად გაგმარჯვებია: |
Verse: b | საამის მსგავსად ვეშაპი | მოგიკლავს, -- არვინ გხლებია!" |
Verse: c | გოსტასაბ პირს მიწას დასდებს, | -- ბრძანება გახარებია, |
Verse: d და | სამოთხე ვითა, დარბაზნი | მოკაზმნეს, შიგა დგებია. |
Strophe: 5172_[5089] | ||
Verse: a | ჴელს მოეკიდა ჴელმწიფე, | -- გოსტასაბ დასვა ნებასა, |
Verse: b | საჴელმწიფოსა ტახტზედა | იქს დიდსა გახარებასა! |
Verse: c | ლუარსაბ დასდგა გვირგვინი, | ულოცავს გამარჯვებასა, |
Verse: d და | ფალავნები და თავადნი | იქმონენ თაყვანებასა. |
Strophe: 5173_[5090] | ||
Verse: a | რა გაჴელმწიფდა გოსტასაბ, | ახალი ვარდის ყვავილი, |
Verse: b | ბალხეთს მივიდა --"ოცდათ წელ, | -- ბრძანა, -- საცეცხლეს შევალი!" |
Verse: c | კალთა ჩაუშვა, მას თანა | უცხო ვერ ნახეს მავალი, |
Verse: d და | ამ წესით ღმერთსა ესევდა, | ლოცვად იდგა კარ დახშული. |
Strophe: 5174_[5091] | ||
Verse: a | მამის ტახტს დაჯდა, გვირგვინი | თავსა დაირქვა ნებასა, |
Verse: b | კაესრის ქალი ქეთაონ | იქმოდა მისსა ხლებასა; |
Verse: c | მას ორი შვილი მიეცა; | ერთი იქს მზესთან მზობასა, |
Verse: d და | ერთი მთვარისა მსგავსია, | -- იქმოდა გახარებასა. |
Strophe: 5175_[5092] | ||
Verse: a | რა გაჴელმწიფდა გოსტასაბ, | შვილი ჰყვა მზისა დარადო, |
Verse: b | სახელად დასდვეს სპანდიატ, | თქვეს გმირთა დასადარადო; |
Verse: c | მისებრი არვინ ყოფილა | არც თვალად, არცა ტანადო. |
Verse: d და | მოსწონდის ჴელმწიფობითა, | გმირია, თქვიან, გვარადო. |
Strophe: 5176_[5093] | ||
Verse: a | გოსტასაბს რომ მიეწიფა | სპანდიატ პირად მთვარია, |
Verse: b | ლომ-ნაკვთი, კარგად ნაზარდი, | დევ-ქაჯთა მეომარია, |
Verse: c | ომითა ვერვინ გაუძლის, | -- მტერზედა უზაბარია, |
Verse: d და | ჭკუა სჯობს ტახტსა-გვირგვინსა, | -- სირეგვნე მოუჴმარია. |
Strophe: 5177_[5094] | ||
Verse: a | ვეღარ იბრძოდა გოსტასაბ, | -- არ ძალ აქვს ბრძოლა მტერისა, |
Verse: b | მტერსზედა ძალი მოაკლდა, | ვით არის წესი ბერისა; |
Verse: c | მათ უკუხუთეს ხარაჯა | ურიცხვი, ბევრის ერისა, |
Verse: d და | უამბეს, თქმა არ ეგების | სპანდიატისგან წყენისა! |
Strophe: 5178_[5095] | ||
Verse: a | რა მოიწიფა სპანდიატ | გმირი, მსგავსია ლომისა, |
Verse: b | აღარსად ეპოებოდა | გამსწორებელი ომისა; |
Verse: c | ახლდის ურიცხვი ლაშქარი, | -- დამეტებული ზომისა, |
Verse: d და | აქვს ჭმუნვა მოუთმენელი | მას მეფობისა ნდომისა. |
Strophe: 5179_[5096] | ||
Verse: a | მისთვის მოუნდა მეფობა | -- მამასა ეცილებოდა, |
Verse: b | გოსტასაბს ჴელმწიფობისა | დაგდება ეძნელებოდა; |
Verse: c | ძნელს გზას გაგზავნის, -- იმისთვის | სიკვდილი ეძნელებოდა, |
Verse: d და | სპანდიატ გაიმარჯვებდის, | ვერავინ ემკლავებოდა. |
Strophe: 5180_[5097] | ||
Verse: a | მარტო ერთხელ ნადირობას | გამოვიდა გმირთა თავი; |
Verse: b | "ერთი ქაჯი გარდეკიდა, | -- თქვა, -- არ მინდა შენი ზავი!" |
Verse: c | მას სპანდიატ უპასუხა: | "მე გიჩვენო გმირი მკლავი!" |
Verse: d და | საომარად გაემართა | იგი ტურფად სანახავი. |
Strophe: 5181_[5098] | ||
Verse: a | მათ აბჯარი მოიმართეს, | წამოვიდეს დასაცდელად, |
Verse: b | ერთმანერთსა მათ ისარი | სამ-სამი ჰკრეს სისხლთა მღრველად; |
Verse: c | მათ აბჯარი არ გაუტყდა, | ომი ქონდა მეტად ძნელად, |
Verse: d და | ქაჯსა რვალის ჯაჭვი ეცვა | მახვილისგან უძლეველად. |
Strophe: 5182_[5099] | ||
Verse: a | აგრევე მისსა ცხენს ეცვა | აბჯარი საკვირველია, |
Verse: b | ყოვლისა საომრისაგან | მისი გატეხა ძნელია! |
Verse: c | მერმე შუბები დალეწეს, | აუშვეს დიდი მტვერია, |
Verse: d და | სცემდეს ჴმლითა დაა ლახტითა, | სისხლი არც ერთსა სდენია.ხხხ |
Strophe: 5183_[5100] | ||
Verse: a | ამაზედა ცხენსა მჯდომნი | ჴელ-და-ჴელ იჭიდებოდეს, |
Verse: b | დასწყდეს ჯაჭვების ლამბები, | სარტყლები შემოსწყდებოდეს; |
Verse: c | მერმე გარდაჴდეს, აგეთნი | ქვეითნი ირკინებოდეს, |
Verse: d და | მეტად გაფიცხდა სპანდიატ, | ინატრის, --"გამმარჯვებოდეს!" |
Strophe: 5184_[5101] | ||
Verse: a | მარჯვნით ბარკალს მოეკიდა, | მარცხნით კისერს წამოზიდა, |
Verse: b | მიწაზედა დაახეთქა, | -- მოსაკლავად გული სთქმიდა; |
Verse: c | წამოზიდა მუზარადსა, | ლამის -- მედგრად სისხლსა ღვრიდა, |
Verse: d და | ქალი მეტად შეეხვეწა, | -- თავს იმითა ინახვიდა. |
Strophe: 5185_[5102] | ||
Verse: a | ქაჯმან თქვა: "ჩემი სიცოცხლე | შენ დიდად მოგეჴმარების: |
Verse: b | ამ ჩემსა აბჯარსა მოგცემ, | -- სხვა არა დაედარების! |
Verse: c | აგეთივ ცხენსა მიცვია, | -- არც მასა დაეგვარების, |
Verse: d და | მტერთაგან არ გაგიტყდების, | -- ვიცი, ეს გაგეხარების!" |
Strophe: 5186_[5103] | ||
Verse: a | აღარ მოკლა და ქაჯს მისცა | იმედი სულთა ამრისა; |
Verse: b | რაცა მაშინ ქნა სპანდიატ, | -- გმირისაგანცა კმარისა. |
Verse: c | მით ერქვის სპანდიატ-რვალი, | ტანს ეცვის ჯაჭვი რვალისა, |
Verse: d და | რიდი აღარსად არ ჰქონდის | მას ლომსა მეომარისა. |
Strophe: 5187_[5104] | ||
Verse: a | სახელოვანი სპანდიატ, | გვირგვინისა შესაფერი, |
Verse: b | ფაშოთან, რაზმის მფრეწელი, | გულოვანი, ჴმლისა მკვრელი, |
Verse: c | დიდებულთა სამსახურად | მათ შეირტყან წელთა ჴმალი, |
Verse: d და | არჯასპის მეტი თურანის | ჴელმწიფეა, -- ჰყმობენ დევნი, |
Strophe: 5188_[5105] | ||
Verse: a | მას ხარაჯას მისცემდიან, | ცოტა ხანი გამოვიდა, |
Verse: b | გოსტასაბის სასახლესა | წინ ალვის ხე ამოვიდა; |
Verse: c | ღერო მისი მსხვილი იყო, | ფურცელი ესხა წვრილი და, |
Verse: d და | იგი ასეთი შეიქნა, | -- არ მოსწვდა საგდებელი და. |