TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 273
Previous part

Chapter: 190 
აქა ზარდაშტის მოსლვა და ცეცხლის მოტანა გოსტასაბთანა







Strophe: 5189_[5106] 
Verse: a       ზარდაშტ ავისა მოქმედი   დევი მოკლა გონიერმან;
Verse: b       "წინასწარმეტყველი მე ვარ,   ღვთის გზას გასწავლი!" -- უთხრა მან.
Verse: c       ერთი მუჯამარი ცეცხლი   ჴელმწიფეს მოუტანა მან,
Verse: d    და   -"ეს ღვთისა განგება არის,   სამოთხით მომაქვ!" -- ჰკადრა მან.






Strophe: 5190_[5107] 
Verse: a       "ამას კაცობრივ ვინა იქს,   ამის რჯულს მოუდექითა!"
Verse: b       ჴელმწიფე გოსტასაბ მიდგა   მისის ძმით ზარიარითა;
Verse: c       ზარიარ ცოცხალი პილო   მიწასა დასცის ჴელითა,
Verse: d    და   დიდებულნი, მეცნიერნი,   თავადნი მოვლენ თემითა.






Strophe: 5191_[5108] 
Verse: a       პირველი რჯული გაუშვეს,   იმ ცეცხლსა ეთაყვანესა,
Verse: b       გოსტასაბ წიგნი გაწერა   ყოველსა საქიშმარესა;
Verse: c       მეცა გულსა ჩამივარდა,   თქვენც ესევდით საცეცხლესა.
Verse: d    და   გოსტამ რჯულსა მით მოუდგა   და იმოწმებს ალვის ხესა.






Strophe: 5192_[5109] 
Verse: a       ალვის ხეზედა დაწერა,   რა იგი ხე გაზრდილიყო,
Verse: b       მისსა ძირსა ერთი სახლი   ააშენა, რომ იგ იყო,
Verse: c       ორმოცი საბელი განით,   ორმოცი სიმაღლე იყო,
Verse: d    და   მას გარეშემო ვარდ-ია,   სურნელი შემორგულ იყო.






Strophe: 5193_[5110] 
Verse: a       ოქროს მელნითა ნახატი,   შემკობილი ლაჟვარდითა,
Verse: b       მიწის ნაცვლად იატაკი,   -- ამბარი და მუშკი ყრითა.
Verse: c       იმ სახლშიგან ფრიდონ, ჯიმშედ,    ჴელმწიფენი დახატვითა,
Verse: d    და   ამ საქმეზედ ჴელმწიფისა   ყველგან კაცი გაგზავნითა.






Strophe: 5194_[5111] 
Verse: a       შესთვალა: "საცეცხლეს ხესა   ალვის ხეს ეთაყვანენით!
Verse: b       ვინც ჩემს საუბარს იჯერებთ,   წინას რჯულს გაეყარენით,
Verse: c       ამ ალვის ხესა მიმართეთ,   სახლსა, მას დაემყარენით,
Verse: d    და   ყველამ ლოცვასა მომართეთ,   ამ საქმით დაიფარენით".






Strophe: 5195_[5112] 
Verse: a       ამაშიგან ბერმან ზარდაშტ    ჴელმწიფესა მოაჴსენა:
Verse: b       "ჩვენსა რჯულსა არ უწესებს,   თურქთ ხარაჯა მივსცეთ ჩვენა;
Verse: c       ამ საქმესა მე არ გირჩევ,   არც ნებასა დაგრთავ შენა,
Verse: d    და   ჴელმწიფენი სხვაც ყოფილან,   თურქთ ხარაჯა არ მისცენა!"






Strophe: 5196_[5113] 
Verse: a       გოსტასაბ ბრძანა: "დღეს იქით   არ მივსცემ ხარაჯასაო!"
Verse: b       ნარა დევს ესმა, თურანის    მიმართა ჴელმწიფესაო:
Verse: c       "კიდით კიდემდის გმონობენ,   ვერ გავლენ ბრძანებასაო,
Verse: d    და   გოსტასაბ აღარ გმორჩილობს,   არც მოგცემს ხარაჯასაო!..






Strophe: 5197_[5114] 
Verse: a       მტერობა გამოაცხადოს,   ლამის დაგასხას ლაშქარი,
Verse: b       აწ შენი ასი ათასი   მეომარი უფრო არი;
Verse: c       ჩვენცა ჭანგი გავიმახოთ,   -- მტერობისა ჟამი არი".
Verse: d    და   ჴელმწიფეს არჯასპს გაჰკვირდა,   -- ესმა დევის ნაუბარი.






Strophe: 5198_[5115] 
Verse: a       მას ნამეტნავად ეწყინა   და გული დაეწვებოდა;
Verse: b       რაც ქაიანთ ნათესავთგან   დიდებული მისცემოდა,
Verse: c       ყველგნით იჴმო, რაც დევთაგან   საუბარი მას ასმოდა.
Verse: d    და   უთხრა: ერანის" ქვეყნისა   ვიცით, რაცა მოჴდებოდა:






Strophe: 5199_[5116] 
Verse: a       იგი რჯულ წმიდა გოსტასაბ    ურჯულოდ რამე შექნილა,
Verse: b       ერანს წინასწარმეტყველი   გრძნეული გამოჩენილა;
Verse: c       ატყუებს: "ზეცით მოსრულვარ",   ღვთისაგან გამოჩენილა,
Verse: d    და   ღმერთმან რჯულის ნუსხა მომცა,   -- სამოთხესა შეშვებულა.






Strophe: 5200_[5117] 
Verse: a       იგ დევითა სავსე იყო,   მე რომ ვიყავ ჯოჯოხეთსა,
Verse: b       არ მიუდეგ, გამოვბრუნდი",   მათ ამ რიგად ატყუებსა.
Verse: c       ერანთა სახელოანი   გოსტასაბ გაჰყვა გრძნეულსა,
Verse: d    და   ღმერთი მას მოშორვებია,   მიჰკედლებია ეშმაკსა...






Strophe: 5201_[5118] 
Verse: a       ზარიარსცა და ყველასა   მისი გზა დაუჭერია,
Verse: b       წინასწარმეტყვლად დამჯდარა,   გრძნეულსა მოუცდენია,
Verse: c       ამა საქმისა დამჯერი   როგორ იქნების ბრძენია?"
Verse: d    და   ვაზირთ უბრძანა: "თქვენ წიგნი   გოსტასაბს მიუწერია.






Strophe: 5202_[5119] 
Verse: a       სწვართე კეთილად, ეგების   ავის გზითა უკმობრუნდეს,
Verse: b       ღვთის შიში გულშიგ ჩაუშვას,   დევის საქმესა მოშორდეს;
Verse: c       შენს საუბარს დაიჯერებს,   -- თავს ჭირისაგან იჴსნიდეს, --
Verse: d    და   თუ არასა დაგვიჯერებს,   მტერობას გაგვიახლებდეს.






Strophe: 5203_[5120] 
Verse: a       ჩვენ დაფანტული ლაშქარი   ახლად ერთად შევიყაროთ,
Verse: b       ამ საქმეზედა წავიდეთ,   ერანს ცხენ-მალედ მივმართოთ
Verse: c       უპატიოდ ჴელი დავსხათ,   შევკრათ მაგრა, დავიჭიროთ,
Verse: d    და   მას ცოცხალსა ნუ გაუშვებთ,   მთელი ძელსა ჩამოვკიდოთ!"






Strophe: 5204_[5121] 
Verse: a       ჴელმწიფე და ფალავანნი   ამ საქმესა ზედა დადგეს,
Verse: b       ორნი კაცნი მოციქულად   გრძნეულთ თანა რომე წადგეს,
Verse: c       ერთს სახელი სეთუ ერქვა,   ერთსა -- ნამი, -- ორივ მიდგეს.
Verse: d    და   მათ დღეშიგან ავის მეტი   სხვა არ ექნა, ფიცხლა გადგეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.