TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 274
Previous part

Chapter: 191 
აქა წიგნის მიწერა არჯასპისაგან გოდერძის თანა







Strophe: 5205_[5122] 
Verse: a       პირველად ღმერთი აჴსენა,   --"რა წიგნი დაუწერია!
Verse: b       ცხად, -- იდუმალი, -- რიდობა,   -- ყველაი მასთან სწორია;
Verse: c       ერანის მეფის სიტურფე   -- ქება თქვა მრავალგვარია:
Verse: d    და   --"საწუთროს გამორჩეული,   დიდი ჴელმწიფე ხარია!"






Strophe: 5206_[5123] 
Verse: a       საწუთროსა შემნახავო,   შესაფერი ხარ ტახტისა!
Verse: b       შენი ტანი უჭირველად,   თავი უტკივრად არისა;
Verse: c       გავიგონე, რომ უცხო გზა   თქვენ დაგიჭირავს დევისა,
Verse: d    და   იმ ამბვისაგან ნათელი   ჩემი დღე ბნელად არისა.






Strophe: 5207_[5124] 
Verse: a       ბერი კაცი მატყუებლად   გამოჩენილა ავია,
Verse: b       სამოთხის და ჯოჯოხეთის   ამბავი მოუტანია;
Verse: c       მის გზასა რად მიჰყოლიხარ,   გული რად მოგიცდენია,
Verse: d    და   რომ ჴელმწიფე ტახტსა დასვა   რჯულწმინდად მამა შენია.






Strophe: 5208_[5125] 
Verse: a       მხიარულმან ჴელმწიფემან   ყოვლგნით მტერი მოიცილა,
Verse: b       საქმეს რატომ არ გასინჯავ,   აწ ამას წინათ რა ქნილა?!
Verse: c       ფრიდონის თანა ჴელმწიფე   ქვეყანაზედ არ ყოფილა;
Verse: d    და   მრავალი მისცა, რა ესმა,   -- რჯულით არ გარდადგომილა.






Strophe: 5209_[5126] 
Verse: a       ჴმელეთი ჴმლით დაიჭირა,   -- თურის, სალიმს, ერაჯს მისცა,
Verse: b       მტერთ ჯავრი ამოიყარა,   სიკეთით სავსე არისცა;
Verse: c       ტახტი სამოთხედ მოკაზმა,   კარგის სახელით არისცა;
Verse: d    და   ზააქ ავისა მოქმედი   საწუთრომა დასცა ისცა.






Strophe: 5210_[5127] 
Verse: a       მათ ზოგთა ავი სახელი,   ზოგთა სიკეთე არისა,
Verse: b       ავსა ნურასა დასთესავ,   სჯობს გაგონება კარგისა;
Verse: c       ჯიმშედის საქმე დაიდევ,   ანბავი ძველი არისა,
Verse: d    და   რჯულით იგიცა გარდაჴდა,   შუაზედ გაიჴერჴვისა.






Strophe: 5211_[5128] 
Verse: a       ვინც რჯულისგან გარდადგების,   საჴელმწიფოდ აღარ ვარგა,
Verse: b       სახელოვანმან ჴელმწიფემ   ქაიხოსრო რაც ქნა კარგა,
Verse: c       თქვენის გვარის პირის წყალი   იყო ქნითა თავადთაგა;
Verse: d    და   გამორჩევით ჯიმშედს თავი   თქვენი დია არა სჩაგა.






Strophe: 5212_[5129] 
Verse: a       დროშა, ლაშქარი, პილონი,   განძი, მოგცა უძლეველი,
Verse: b       ყოვლთ ჴელმწიფედ უხუცესად   შენ გქნა, აწე რას მოელი?!
Verse: c       ღმერთმან შენ გამოგარჩივა,   არა დიდი მიეც მადლი,
Verse: d    და   მამისთანა ჴელმწიფობა   გაქვს, გრძნეულთგან რას მოელი?!






Strophe: 5213_[5130] 
Verse: a       ბერის გრძნეულის სიტყვითა   ღვთის გზა დაჰკარგე ძველია,
Verse: b       ესე წიგნი წაიკითხე,   რა არის მონაწერია;
Verse: c       პირი არიდე მას კაცსა,   ჩემი წვრთნა დამიჯერია,
Verse: d    და   თურქთაგან არ გეშინოდეს,   -- ჩინეთიც მოამტვერია.






Strophe: 5214_[5131] 
Verse: a       ხარაჯასა აღარა გთხოვ,   სხვასაც გიზამ წყალობასა,
Verse: b       არ ჯერ ხარ, -- არ გაიგონებ   ამ ჩემსა ნაწვართობასა, --
Verse: c       მეორე მთვარეს უკანის   გიჩვენებ ლახტოსნობასა,
Verse: d    და   შენს საჴელმწიფოს ამოვსწყვეტ,   მოვასხამ ჩინეთობასა.






Strophe: 5215_[5132] 
Verse: a       სპათ მოვასხამ, ასრე რომე   მიწის პირით ამოვაგდებ,
Verse: b       დახატულსა საცეცხლესა   დავსწვავ, შენს ფესვს ამოვაგდებ.
Verse: c       ერანელთა ვის მივხვდები,   -- თავსა ტანით გარდავაგდებ,
Verse: d    და   ცოლ-შვილს თურანს დაუყიდი,   საძირკვლითა ამოვაგდებ".






Strophe: 5216_[5133] 
Verse: a       სეთურქ და ნამი მოასხა,   ეს წიგნი მისცა, --"წადითა!
Verse: b       ლუარსაბის შვილს მიართვით,   -- გოსტასაბს თანა მიდითა;
Verse: c       ესე სიტყვა გაიგონოს,   -- ნუ დაიკარგვის რჯულითა!
Verse: d    და   ტყუილს სიტყვას ნუ უჯერებს,   რას სტყუვდების ეშმაკითა?






Strophe: 5217_[5134] 
Verse: a       ზარდაშტი რომე გატყუებს,   ცოცხალი ჩამოჰკიდია!
Verse: b       თქვენ, ვითა ქარი, ისწრაფეთ,   -- გოდერძიანთან მიდია;
Verse: c       ნაომარი რაზმ-ნახული,   -- უბრძანა, -- რა მიხვიდია,
Verse: d    და   ჴელმწიფისა ტახტი ნახო,   თავს მიწაზე დასდებდია.






Strophe: 5218_[5135] 
Verse: a       გვერც მოგისხას, დავედრულსა   თქვენ ყველასა უამბობდით,
Verse: b       რა პასუხი მოგვიწერონ,   მასვე წამსა გამობრუნდით."
Verse: c       წამოვიდეს სეთურქ, ნამი,    მათ იარეს რა თურანით,
Verse: d    და   ბალხეთს მოვიდეს, ჴელმწიფეს   წიგნი მოართვეს მათ ლხენით.






Strophe: 5219_[5136] 
Verse: a       ჴელმწიფე, ტახტზედა მჯდომი,   მზეებრ პრწყინვალე ნახესა,
Verse: b       მიწას აკოცეს, ჴელმწიფე   დალოცეს, ქება ასხესა;
Verse: c       ჴელმწიფის წიგნი მიართვეს   -- უბრძანა, -- წაიკითხესა,
Verse: d    და   ჯამასპ ვაზირი მოიჴმო,   გაგულისდა რა ნახესა.






Strophe: 5220_[5137] 
Verse: a       ჴელმწიფის შვილი სპანდიატ    მაშინ მარტვილი არია,
Verse: b       რაზმის მფრეწელი ზარიარ    სპათუხუცესი არია;
Verse: c       ზარიარ, -- ჯამასპ ვაზირი,   -- ჴელმწიფეს წინა არია,
Verse: d    და   მათ მოაჴსენა, არჯასპის    რაც მონაწერი არია.






Strophe: 5221_[5138] 
Verse: a       წიგნი უჩვენა, უბრძანა:   "ამ საქმეს ვით დაჰპირდებით;
Verse: b       როგორ იქნების რჯულ-წმინდა,   -- ჩვენ მისით არ დავრიგდებით.
Verse: c       იმ თურანელთა გრძნეულთა   ეყვიან, ვერ გავრიგდებით,
Verse: d    და   ჩვენ და მათ შუა მოყვრობა   არ ვარგა, წავიკიდებით!"






Strophe: 5222_[5139] 
Verse: a       ჴელმწიფემ ბრძანა: ზარიარ,   " სპანდიატ ჴმალსა ირტყემდეს,
Verse: b       რად არის ასეთი კაცი,   -- ჴელმწიფეს მოაჴსენებდეს, --
Verse: c       ქვეყანაზედ რომე შენსა   ბრძანებას არ მორჩილებდეს
Verse: d    და   ან შენად მოსამსახურედ   ჴმალს-წელთა არ შეირტყემდეს?






Strophe: 5223_[5140] 
Verse: a       ვინც მაგ შენსა გამორჩევას   რჯულზედ არა ესევდეთა,
Verse: b       ჩვენ ფიცხლავ სულს ამოუხვამთ,   გულზედა ჩამოვჰკიდეთა".
Verse: c       ესეცა ჰკადრა: "გრძნეულსა   არჯასპს პასუხსა მისცემთა,
Verse: d    და   ასრე რომ გვირგვინოსანთა   ჴელმწიფემ მოგვიწონოსა.






Strophe: 5224_[5141] 
Verse: a       გრძნეულსა არჯასპს ეს ჩვენი   რჯული არ მოსწონებია,
Verse: b       არცა ზარდაშტის რჯულისა   ანბავი გაჰგონებია;
Verse: c       თქვენც იცით, ვინცა არ იცის,   ზარდაშტის რა რჯულებია,
Verse: d    და   თვალით სამოთხეს ვერ ნახავს,   -- ცუდ მისი საქმეებია!"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.