Strophe: 5225_[5142] | ||
Verse: a | სახელოვანი ზარიარ, | სპანდიატ, ჯამასპ ვაზირი |
Verse: b | ჴელმწიფემ გვერცა მოისხა, | მოიყვანეს მწიგნობარი; |
Verse: c | წიგნი მისწერეს არჯასპის: | --"ხარ სიცოცხლით გამაძღარი, |
Verse: d და | კინწი მოტეხას გილამის, | სიბერითა აღარ არი! |
Strophe: 5226_[5143] | ||
Verse: a | შენისა გამოგზავნილის | კაცის მეშველი ვინ არი? |
Verse: b | შენ თურანს სპანი დაგასხა, | მიწასა შიგან მაგარი"; |
Verse: c | ჴელმწიფემ რა ეს უბრძანა, | -- მოიჴმო სიაიფარი, |
Verse: d და | ეგრე უბრძანა: "იმათი | სტაცე და გამოათარი". |
Strophe: 5227_[5144] | ||
Verse: a | რა ერანელთა სპათ ნახეს | აწ მათი უპატიობა, |
Verse: b | მათ მეტისა წყენისაგან | მიხვდა თვალთა დაბნელება; |
Verse: c | გოსტასაბს წიგნი მისწერა: | "ჭკუით გხვდა დღე-ნაკლულობა". |
Verse: d და | იმა კაცთა ჴელთა მისცა, | ქნა იმათი გაგზავნება. |
Strophe: 5228_[5145] | ||
Verse: a | ასრე შესთვალა: "შენ ვინ და | საუბარი ეგე ვინა?! |
Verse: b | გეთქვა თუ: "სპათა დაგასხამ | ამ ორს მთვარესა უკანა." |
Verse: c | ამ ორს თვეს უკან მეც მოვალ, | -- რაღა ორი მთვარე უნა?! |
Verse: d და | შენზედ ათასი ათასსა | სახელოვანთ მოსვლა უნა. |
Strophe: 5229_[5146] | ||
Verse: a | შენზედ მოვასხამ ფალავანთ | ერაჯის ნათესავებსა, |
Verse: b | პილოზედ ტახტსა დაუდგამ, | ცხენებზედ შევსხამ ლაშქრებსა. |
Verse: c | ლაშქარი სიმრავლისაგან | მაღალს მთას გაავაკებსა, |
Verse: d და | ლაშქარში გამორჩეულთა | ზარიარ -- სპანდიატებსა. |
Strophe: 5230_[5147] | ||
Verse: a | მათი ჯავშანი ჩაიცვან, | ჯაჭვი გაიწყონ ტანებსა, |
Verse: b | ვითა კაჭაჭსა დალეწდენ, | მძიმეს ლახტს სცემდენ არებსა; |
Verse: c | ვეფხნი მათს ჭანგსა ვერ უდგმენ, | ნიანგნი მალვენ თავებსა, |
Verse: d და | შიშისა მტვერით დაბნელდეს, | რა ჴმა მიესმას მინდვრებსა!.. |
Strophe: 5231_[5148] | ||
Verse: a | ჯეონსა ესმა მათი ჴმა, | იგ შიშისაგან გაჴმესა. |
Verse: b | შენს თავსა ფეჴთ ქვეშ მოვიქცევ, | -- ღმერთსა სწადს, -- იმავე დღესა; |
Verse: c | თქვენ ჩემი ომი თუ იცით, | ჯერ ლხინად მიგვაჩანს ესა. |
Verse: d და | ან ჴელით რა გამოგივა | დევთაგან უკუღმართესსა? |
Strophe: 5232_[5149] | ||
Verse: a | ჯერეთ ერანელთ ჴმალები | სისხლით არ გამშრალებია, |
Verse: b | ეგების თურქთა ეგ საქმე | ანუ რომ დავიწყებია?! |
Verse: c | შენ არ გინახავს, -- თურქთ ჰკითხე, | ერანელთ საქმეებია, |
Verse: d და | აწ თავში ჭკუა არა გაქვს, | -- უტვინოდ მეუბნებია. |
Strophe: 5233_[5150] | ||
Verse: a | შემოქმედმან ქვეყნისამან, | -- დავაბნელებ შენზედ მზესა". |
Verse: b | ამაზედან უბრძანებდა | იგ ლაშქართა უხუცესსა: |
Verse: c | "ყოველგნითა კაცი გაგზავნე, | ყოვლს ადგილსა აცნობესა,ხხხ |
Verse: d და | ლაშქარნი შემოგვეყარნენ, | სულ აქა ჩვენთან მოკრფესა". |
Strophe: 5234_[5151] | ||
Verse: a | ჴელმწიფემ სალარო გაჴსნა, | -- ლაშქართა ზედან გასცემდა, |
Verse: b | იქით იგ სახელოანი | არჯასპ ლაშქარს ამზადებდა; |
Verse: c | დევის მსგავსნი ორნი ძმანი | იდგეს მათად მინდორადა, |
Verse: d და | ერთს სახელი ქერამ ერქვა, | მეორესა -- არდამონდა. |
Strophe: 5235_[5152] | ||
Verse: a | ბრძანა, რომ"პილოსა ტახტი | დადგით და ქოსსა ჰკარითა!" |
Verse: b | მგლის სახედ დროშა ამართეს | მის ლაშქრითა სიმრავლითა. |
Verse: c | წითელ-ყვითლად, მრავალ-ფერად, | ელვა შეიქნა დროშითა, |
Verse: d და | ქერამძმა მარჯვენას მჴარსა | მოიყენა მისით სპითა. |
Strophe: 5236_[5153] | ||
Verse: a | მარცხნით მისი ძმა არდამონ | მისით სპითა დააყენა, |
Verse: b | ორთავე ასი ათასი | მეომარი მოუყენა; |
Verse: c | სეფერ, ბადუდ და ვანასი | იმათ გვერდით დაიყენა, |
Verse: d და | მათგან ავის საქმის მეტი | არ გამოვა, იქ აყენა. |
Strophe: 5237_[5154] | ||
Verse: a | ბიდრაშ დევთა უხუცესი, | გრძნეულთ დევთა თავი იყო, |
Verse: b | მგლისა-სახე დროშა მისცა, | ერთ სახელი ხასას იყო; |
Verse: c | ერთსა -- სეთურქ, ერთსა -- ნომი, | -- ლაშქართ წინა მავალ იყო, |
Verse: d და | თურქთ ჴელმწიფე სპათ ქარულებ | არონინებს, წასვლა იყო. |
Strophe: 5238_[5155] | ||
Verse: a | სადაც მივიდეს არბევდეს, | სწვევდიან და დაქცევდიან, |
Verse: b | ამ წესითა ერანისა | ქვეყანასა მოვიდიან; |
Verse: c | რა ჴელმწიფეს გოსტასაბსა | ეს საქმე გაუგონიან, |
Verse: d და | თურანელთა ლაშქართ წინა | ხასნი ბილწნი უძღვებიან. |
Strophe: 5239_[5156] | ||
Verse: a | გოსტასაბ მისცა ლაშქართა, | -- უხუცესსა უბრძანებდა, |
Verse: b | "პილოები დაკაზმენით!" | მათ ლაშქარსა უბრძანებდა; |
Verse: c | დარაზს, ხაყანს, მარდის, -- ფიცხლავ | კაის წიგნსა მისწერებდა: |
Verse: d და | "ფიცხლავ მომმართონ, -- ჩემთანა | მტერი ვერ გაიხარებდა. |
Strophe: 5240_[5157] | ||
Verse: a | ჩემზედ ლაშქარი მოვიდა, | საოტს ადგილს ვერ იშოვებს, |
Verse: b | ფიცხლავ სპანი შეიყარნეს, | -- ამ ამბავსა რა შეიტყვებს: |
Verse: c | ჴელმწიფეს პირი მიაპყრეს, | ყოვლგნით ლაშქართა მიმართებს, |
Verse: d და | ათასჯერ ათასი კაცი | მანც შეიყარა, ქოსსა ჰკრეს. |
Strophe: 5241_[5158] | ||
Verse: a | დროშა ამართეს, გორჯასპის | ლაშქრის პირსა მიაპყრობდა, |
Verse: b | ლაშქრისა სიმრავლისაგან | ქვეყანა დაბნელდებოდა; |
Verse: c | ცხენისა ჴვივილისაგან | ყურთა ჴმა აღარ ისმოდა, |
Verse: d და | მათის შუბისა წვერითა | ღრუბელი იხეწებოდა. |