TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 276
Previous part

Chapter: 193 
აქა გოსტასაბ ჯამასპ ვეზირი მოიყვანა და მისი საქმე ჰკითხა







Strophe: 5242_[5159] 
Verse: a       მოაჴსენა: "ყოვლის ძნელის   საქმისა გამომრკვეველო!
Verse: b       შენ ხარ მასკვლავთ მეცნიერი,   კარგად რამლისა მცოდნელო;
Verse: c       შენის ცოდნის შესწორებით   არ არის კაცი ბრძენიო,
Verse: d    და   ეს საქმე კარგად გაშინჯე,   მასკვლავები დათვალეო!






Strophe: 5243_[5160] 
Verse: a       ბოლოჟამ საქმე ვიზედა   დარჩებოდეს, -- შეიგენა".
Verse: b       ჯამასპს სიტყვა ეს ეწყინა,   ჴელმწიფესა მოაჴსენა:
Verse: c       "ეს საქმე არ გაეწყობის,   მიბრძანე, -- რამლი გაჴსენა,
Verse: d    და   სისხლისა ღვარი ადინდეს!   -- ჴელმწიფეს თუ არ ვაწყენა!






Strophe: 5244_[5161] 
Verse: a       შვილი უმამოდ შეიქნეს,   მამა ჩნდეს შვილ-დაკარგული,
Verse: b       პირველ ერანელთ ლაშქარი   გატყდების სახელდებული;
Verse: c       მერმე თურქთ რაზმი დაფრიწონ,   -- ჩინეთი განქარვებული.
Verse: d    და   ერანელთაგანც მრავალი   მოკვდების გამორჩეული.






Strophe: 5245_[5162] 
Verse: a       სახელოვანი არდაშელ    პირველ მემეტედ გავიდეს,
Verse: b       მრავალთ თურქთა ჩამოჰყრიდეს   და ბოლოჟამ ისიც მოკვდეს.
Verse: c       შედოშ ჴელმწიფისა შვილმან   მას უკან ცხენი გაიგდეს,
Verse: d    და   ჩინელნი მიწასა დასცენ,   -- რა ჴმალსა გამოიწვდიდეს.






Strophe: 5246_[5163] 
Verse: a       ბოლოჟამ ბედი უკუღმა   შედოშსაცა გარდუბრუნდეს,
Verse: b       სახელოვნისა თავისა   გმირთ ტახტი დაცარიელდეს;
Verse: c       შედოშის სისხლის საძებრად   კვლავ ჩემი შვილი დაბრუნდეს,
Verse: d    და   ჩინელთ ძალ-მკლავი უჩვენოს,   რა მოედანსა ჩავიდეს.






Strophe: 5247_[5164] 
Verse: a       ქვეყანაზედა მისთანა   ომი არავის ენახოს!..
Verse: b       მრავალთა თურქთა თავები,   ტანი, უსულოდ გაჴადოს;
Verse: c       მანათლობელი ქაიანთ    დროშა მიწასა ანარცხოს,
Verse: d    და   იგ ნახოს, ცხენით ჩამოჴდეს,   რაზმთ შიგა ჴელით აიღოს!






Strophe: 5248_[5165] 
Verse: a       ერთსა ჴელსა ჴმალი მისცეს,   ერთით -- დროშა ამართოსა;
Verse: b       ბოლოჟამ თურქთ ისარი ჰკრან,   -- დროშა კბილით იჭიროსა;
Verse: c       ისრის მკვრელი რაცა მოკლას,   ისიც მიწას გარიოსა,
Verse: d    და   ნოსტევ, ზარიარის შვილმან,   თავი მტერთა აშოროსა.






Strophe: 5249_[5166] 
Verse: a       მტერზედ ჴელი წაიგრძელოს,   მრავალთ დევთა ჩამოჰყრიდეს.
Verse: b       ბოლოჟამ თურქთ ისარი ჰკრან,   -- მიწასა დაენარცხოდეს;
Verse: c       გმირი ზარიარ, ვით ლომი,   ლაშქართა შიგან შევარდეს,
Verse: d    და   ჰგვანდესცა ჭექს, ღრუბელი ქუხს,   ჴელთა რომე ლახტი ჰქონდეს.






Strophe: 5250_[5167] 
Verse: a       ვისცა დაჰკრას თავსა ფარი,   და ჴმალი ზედ ალეწოსა,
Verse: b       სპანდიატეულს სამანდს ჯდეს,   -- საგდებელი ეკიდოსა,
Verse: c       მტერთაგან ათასი დარჩეს,   ჴელმწიფეს გაუგზავნოსა,
Verse: d    და   მას მტერმან ვერვინ დაუდგეს,   -- სისხლისა რუ ადინოსა.






Strophe: 5251_[5168] 
Verse: a       იგი თურქთ იცნან, ლაშქარი   ერთმანერთს შეემტკიცების;
Verse: b       თქვეს: ზარიარს" არ გავექცეთ,   -- ჩვენში კაცი არ მორჩების";
Verse: c       რა არდაშერ მკვდარი ნახოს,   გულმდუღარედ იტირების,
Verse: d    და   სადგომს მოვა, -- მეფეს ლოცავს,   ზარდაშტ მისგან იდიდების.






Strophe: 5252_[5169] 
Verse: a       ბოლოჟამ იგიცა მოკლეს,   ეტლი უკუღმა მოექცეს,
Verse: b       ომსა შიგა ბიდრაშ დევი   ზარიარს მალულს დაუდგეს;
Verse: c       ჴმალი ჰკრას მას ბილწსა დევსა,   ჴელმწიფის შვილი მოეკლეს,
Verse: d    და   გულოვანთ პირი გაყვითლდეს,   და დედამიწა ათრთოლდეს.






Strophe: 5253_[5170] 
Verse: a       ზარიარის სიკვდილითა   მზე და მთვარე და-ცა-ბნელდეს,
Verse: b       მასუკანით შუბის წვერი,   ვით მასკვლავი, ანათობდეს.
Verse: c       მუნ დაჴოცილი ცხენ-კაცი   სისხლისა ღვარსა გაჰქონდეს,
Verse: d    და   ალაგ და ალაგ მკვდარისა   გორ-გორი აიგებოდეს.






Strophe: 5254_[5171] 
Verse: a       ბიდრაშ დევი კვლა მოვიდეს,   ისივ ჴმალი ჴელთა ჰქონდეს,
Verse: b       ვითა სპილო, ლაშქართ ჰჴოცდა,   იქით აქათ დაურბოდეს;
Verse: c       სახელოვანსა სპანდიატ    უკან ლაშქარი მისდევდეს,
Verse: d    და   ბიდრაშზედ ცხენი მიაგდოს,   ინდოურსა ჴმალსა ჰკრევდეს.






Strophe: 5255_[5172] 
Verse: a       შუა გაკვეთოს, მასა წამსა   ცხენისაგან ჩამოგდოს (?),ხხხ
Verse: b       მძიმე ლახტი მოიწვადოს,   თურქი მრავლად ჩამოყაროს;
Verse: c       თურქთა ჴელმწიფე გაიქცეს,   ჴმალ-იარაღი დაყაროს,
Verse: d    და   გამარჯვება ჴელმწიფესა   დარჩეს, ამად გაიხაროს.






Strophe: 5256_[5173] 
Verse: a       ცოტაოდენი, -- რაცა ვცან,   -- თქვენ გკადრე არ დამალვითა".
Verse: b       ტახტისაგან ჩამოვარდა,   მეფე გახდა მკვდარი ვითა,
Verse: c       ბრძანა: "რაღას ვაქნევ ქვეყნად   -- ამოვსწყდები ძმა-შვილითა,
Verse: d    და   დამეხოცნენ, -- ვინც კარგნი მყვეს,   გავიმარჯვებ ნეტარ რითა?!"






Strophe: 5257_[5174] 
Verse: a       ჯამასპს უთხრა: "ომად წავალ,   სახელოვანს ძმას არ ვაწვევ,
Verse: b       არცა სიბერისა ჟამსა   დედაჩემსა გულს არ დავსწვევ;
Verse: c       ანუ ვინცა გულით მიყვარს,   არ წავიტან, არცა ვაწვევ".
Verse: d    და   ჯამასპ ეგრე მოაჴსენა:   "ჭკუით-გონებით ჴელმწიფევ!






Strophe: 5258_[5175] 
Verse: a       ისინი მძიმეს ლახტითა   სპათ წინა მოუძღვებიან,
Verse: b       ჩინელთ ფალავანთ ნაკრავსა   ვერავინ დაუდგებიან,
Verse: c       მიწით ნაგებსა ტახტს დაჯე,   თავი ნუ მოგძულებიან,
Verse: d    და   ამ საქმის ღონე არ არის,   -- ღვთისაგან ნაბრძანებიან.






Strophe: 5259_[5176] 
Verse: a       ცუდი ნაღველი გაუშვი,   -- უღვთოდ ვერ ასცილდებიან,
Verse: b       ჴელმწიფე ტახტზედა დაჯდა,   საომრად ემზადებიან;
Verse: c       რაცა ქაიანთ წესია,   ყარაულთ წაუდგებიან,
Verse: d    და   ვით ცხენოსანნი, ჴელმწიფეს   წინ მოვლენ ეუბნებიან.






Strophe: 5260_[5177] 
Verse: a       ჩინელთა და თურქთ ლაშქარი   ამისთანა ვის უნახავს!?
Verse: b       მინდორი და მთა და ბარი   კარვებითა დაუფარავს.
Verse: c       გოსტასაბ ზარიარ იჴმო,   დროშა მისცა, -- ეგრე უთხრავს;
Verse: d    და   ასი ათასი მებრძოლი   კაცი მისცა, სპილოთ ჰკაზმავს.






Strophe: 5261_[5178] 
Verse: a       ორმოცდაათი ათასი   კვლავ სპანდიატს უბოძენა,
Verse: b       სხვანი ლაშქარნიც დაკაზმნა,   ნოსტევ უკან დააყენა;
Verse: c       რა დაღამდა, ჴელმწიფემან   სმა და ლხინი დაიწყენა,
Verse: d    და   რა გათენდა, სავარდეში   ბულბულთ ჴმანი გაჴშირდენა.






Strophe: 5262_[5179] 
Verse: a       ჴელმწიფის წინა მივიდეს,   ლაშქარნი დაპირისპირდნეს,
Verse: b       აქადაღმან ჴელმწიფემან   არჯასპს ლაშქრითა აკაზმნეს;
Verse: c       ასი ათასი ხალხელნი   ცხენოსანნი აამზადნეს,
Verse: d    და   ნაცადნი სახელოვანნი   ყველა ბიდრაშთან გაგზავნეს.






Strophe: 5263_[5180] 
Verse: a       ოქროსა სარმუზოსანი   იგ უხუცესად აჩინეს,
Verse: b       ათი ათასის კაცითა   ქარქასარ სხვას მჴარს აჩინეს;
Verse: c       ჴელმწიფეს სახელოვანი   შვილი ჰყვა, ქერამ ერქვივნეს,
Verse: d    და   სპათ ზურგი მათ შეავედრა,   მზემ ქვეყანა დააშვენეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.