Strophe: 98 | ||
Verse: a | ერთობილთა ფალავანთა | ყოვლთა ჴრმლები დაიწვადეს, |
Verse: b | შეუტოვეს ერთმანერთსა, | ომი დია მოიწადეს; |
Verse: c | უთრუთ ჭანგი გაიმახვა, | მძიმე ლახტი წაიწვადეს, |
Verse: d და | ზედ მივარდა დეუთა ზედა, | აწ მოდიო, ვისცა გწადდეს! |
Strophe: 99 | ||
Verse: a | ბეური დანაყა ლახტითა, | ზოგნიმე რჴმალსა აცვია, |
Verse: b | რიყე ვით დეუი დაჰყარა, | ისმის ლაწი და ტკაცია; |
Verse: c | არის ჭეხა და ღმრთის რისხვა, | უფრო დეუს ჴოცენ კაცია, |
Verse: d და | იქითაც ბეური დაჴოცეს | კარგი და კარგ-მამაცია. |
Strophe: 100 | ||
Verse: a | მკუდრისაგან გზანი შეიკრა, | სისხლის[ა] აღტყდა ღვარია, |
Verse: b | ცოცხალი ვეღარ მიუდგენ, | მძორთა უვლიდენ გარია; |
Verse: c | საღამობამდის არ გასწყდა, | ომი, ზათქი და ზარია, |
Verse: d და | ოცდათი ათასი დეუი | დახოცეს, იყო მკუდარია; |
Strophe: 101 | ||
Verse: a | სისხლის ღვარს ვერვინ გავიდა, | ტალახის დადგა ტბანია; |
Verse: b | მერმე სიღამემ გაჰყარა, | დღეს ომი თუცა კმანია; |
Verse: c | ფოლად აჰყარა დეუები, | არ დაიღონა ხანია, |
Verse: d და | მთის ძირს მივიდეს, მიანდვეს | მას ზურგი, მოსტყდათ ჯანია. |
Strophe: 102 | ||
Verse: a | თაიმურაზ დეუთა ზედა | დაშუშები წაუყენა, |
Verse: b | მობრუნდეს და მოახსენეს, | დეუებზედა დიდი წყენა, |
Verse: c | მთისა ძირსა მიდგომილან, | ჴელმწიფესა მოახსენა. |
Verse: d და | მეფემ ბრძანა წაუდგეთო, | უკან ვსდიოთ იმათ ჩვენა! |
Strophe: 103 | ||
Verse: a | ბრძანა: ჰკარითო ნაღარას, | გახდეს, გაუშვას დგერანი, |
Verse: b | სრულ აიყარენ, წაუდგენ | თურანი ანუ ერანი. |
Verse: c | ის დღე იარეს ღამემდის, | ვირ მზესა ქონდა მზერანი, |
Verse: d და | ახლოს მივიდენ დაბ[ა]რგდენ, | არ უნდათ ომთა ჯერანი. |
Strophe: 104 | ||
Verse: a | დეუთ მოუვიდათ ამბავი, | იმ[ა]თი გასახარია, |
Verse: b | ფალაგ დეუს გამოეგზავნა | ბარყიჯან მკლავმაგარია, |
Verse: c | რადი დეუიცა მოვაო, | თქუენდა საშველად კმარია, |
Verse: d და | ორმოცდა ათი ათასი | მათ მოსდეუს მეომარია. |
Strophe: 105 | ||
Verse: a | ასერ მოვლენო, ფოლადანს | უამბეს, მტერთა მზარავსა; |
Verse: b | ჰკრეს ნაღარასა, წავიდენ, | მიგება არა ზარავსა, |
Verse: c | მათ უსალამეს ერთმანერთს, | ამბავს ისმენენ არ ავსა; |
Verse: d და | მერმე დაბარგდენ მოიდანს, | იგ დაიცემდენ კარავსა. |
Strophe: 106 | ||
Verse: a | ფოლად შესტირა მათ დეუთა, | მწუხარმან, თვალცრემლიანმან: |
Verse: b | მამამან ჩემან ქუეყანა | მიბოძა დავლათიანმან, |
Verse: c | სრულ პატრონობა ლაშკრისა, | მომცა მას აბჯარ-რხმლიანმან, |
Verse: d და | ადამიანთა მიბრიყუეს, | რაღა ვქნა გულნაღვლიანმან. |
Strophe: 107 | ||
Verse: a | ბრძოლა დამიწყეს, გასწყვიდეს | ლაშკარი, ჩემი სპანია, |
Verse: b | თემი, ქუეყანა წამართვეს, | მომიკლეს რაცა ყმანია; |
Verse: c | აგერ მომდეუენ უკანა, | იგი საომრად მზანია; |
Verse: d და | ბიძაჩემს ჩემი არ ჰგამა, | სიკუდილი, არცა რჯანია! |
Strophe: 108 | ||
Verse: a | ბარყი დეუმა საუბარი | მოისმინა ამისანი: |
Verse: b | ბიძაშენმა შენსა ზედა | და[ა]შავა რაისანი, |
Verse: c | გამოგზავნა შენდა შველად | ძმისწული და ყმა მისანი, |
Verse: d და | დაგვავედრა: მეც მოვალო, | ჰყუეს სიმრავლე ჯარისანი. |