Strophe: 109 | ||
Verse: a | ამაშიგან ერთმან ვინმე | თა[ი]მურაზს მოახსენა: |
Verse: b | ბარყიჯან და რადი დეუი | მო[უ]ვიდათ, ვნახეთ ჩვენა; |
Verse: c | მათ ლაშკარი დიდი ახლავს, | ფოლადანს[ა] არ აქუს წყენა, |
Verse: d და | რა ისმინა ჴელმწიფემან, | სადგომთავე შექმნა დენა. |
Strophe: 110 | ||
Verse: a | მაშინღა ბრძანა: ქაჯვაჯ[ა]ნ | იხმეთ მოკუეთა[დ] თავისა! |
Verse: b | იგ მოიყუანეს შეკრული, | მაზედ არ ყოფა ზავისა, |
Verse: c | დეუმა შეიგნა: მომკულენო, | დღე დამიბნელდ[ე]ს შავისა, |
Verse: d და | თქუა: ნუ მომკლავთო, სახსარი | მოგგვარო ჩემის თავისა. |
Strophe: 111 | ||
Verse: a | თუ არ მომკლავთ, უცხო რამე | მოგგვარო შენ მეტად კარგი; |
Verse: b | შენს ჟამშიდა არ გენახოს | მოსახმარი დია მარგი; |
Verse: c | მას შე[ე]ძლოს სამსახური, | შენ გზიდოს და შენი ბარგი, |
Verse: d და | უიმისოდ არ ვარგიყოს, | ვინცა იყოს კაცი ვარგი! |
Strophe: 112 | ||
Verse: a | [მ]ათ ჰკითხეს: უცხო რა არის, | ანუ თუ რისი გვარისა? |
Verse: b | დეუმა თქუა: ყაფის მთაშიდ მყავს, | სახელად ცხენი არისა, |
Verse: c | მაზედა შეჯდეს მებრძოლი, | იმედი არის ჯარისა, |
Verse: d და | ყოველგან გარგებს სახედნად, | თუ არ კლდე არის მყარისა. |
Strophe: 113 | ||
Verse: a | ჴელმწიფემ უთხრა: რით გენდო, | გაგიშვა, რა საქნელია: |
Verse: b | ყაფის მთაშიდა წახვიდე, | რითღა მოგკიდო ჴელია. |
Verse: c | არც ცხენი მყუანდეს, აღარც შენ, | როგორ ვქნა, რა სათქმელია, |
Verse: d და | დეუისგან როგორ მოვსტყუვდე, | ან ჩემი სით სახელია! |
Strophe: 114 | ||
Verse: a | ქაჯაჯან თქუა: ორი დეუი | მე მახლავან, ჩემი ზრდილი, |
Verse: b | ერთს გავგზავნი, მოვიყუანო, | საქმე არის [ე]ს ადვილი; |
Verse: c | აღარ მოკლეს, დაუჯერეს, | სიტყუა უთხრეს დია ტკბილი, |
Verse: d და | ერთი დეუი გა[ა]გზავნეს, | რა გათენდა ღამე, დილი. |
Strophe: 115 | ||
Verse: a | დეუი წავიდა, მიმართა, | გავლო იმათი მზღვარია, |
Verse: b | ყაფის მთაშიდა მივიდა, | დეუთა სამყოფი არია; |
Verse: c | მოგვარა ცხენი უებრო, | ბედაურისა გვარია, |
Verse: d და | დიდად მოსწონდა მეფესა, | გაჰკვირდა სრულად ჯარია. |
Strophe: 116 | ||
Verse: a | ქაჯვანს ჰკითხა ჴელმწიფემა: | ცხენს შეჯდომა როგორ უნდა, |
Verse: b | დეუმან შეკრა უნაგირი, | ლომის ტყავით შექნა მუნ და, |
Verse: c | შეუკაზმა, მეფე შესვა, | მტერი მისი შეძაბუნდა, |
Verse: d და | დიაღ მეტად მოეწონა, | სახელმწიფო იყო თუნდა. |
Strophe: 117 | ||
Verse: a | ჴელმწიფე ბრძანებს: რა არის | ამისგან უკეთესია. |
Verse: b | მერმე ელჩები მოვიდა | ფოლადის, იმავ დღესია; |
Verse: c | შეასხეს ჴელმწიფეს წინა, | ტახტსა ზის ზესთა ზესია, |
Verse: d და | უთრუთ სელითა წინ უზის, | ყოველთა უდიდესია. |
Strophe: 118 | ||
Verse: a | ალყად გარე თავადები | შემოისხეს გარის-გარა, |
Verse: b | ელჩმან ყუელა დავედრული | მოახ[ს]ენა, რაცა არა: |
Verse: c | ქაჯვაჯანს თხოვს, თუ უბოძებ, | იგ წყალობად დია კმარა; |
Verse: d და | უთრუთს უჭვრეტს რა არისო, | მისი ნახვა მეტად ზარა. |
Strophe: 119 | ||
Verse: a | მეფემ ისმინა პასუხი | იმათგან დავედრულია, |
Verse: b | თქუა: დახსნა უნდა ამისი, | ისმინე ჩემგან თქმულია: |
Verse: c | მან მომცეს ათი ათასი | ცხენები დაკაზმულია, |
Verse: d და | მერმე გაუშვა ქაჯვაჯან, | ვქნა თქუენი გაზრახულია; |
Strophe: 120 | ||
Verse: a | თვარამ ტყუედ მყუანდეს, არ მოვკლა, | ცხენი მომართვა ერთია, |
Verse: b | სიკუდილის ქრთამი ის იყო, | მაშინ უხსენე ღმერთია. |
Verse: c | წავიდა იგი ელჩები, | ქარისა შენაერთია, |
Verse: d და | ფოლადს წინაშე მივიდენ | ცქვიტად, მართ ვითა შეთია. |
Strophe: 121 | ||
Verse: a | ელჩმან უამბო, ითხოვეს | ათი ათასი ცხენია, |
Verse: b | [მას]უკან გამოუშვებთო, | ბრძანებდა ალვის ხენია; |
Verse: c | ფოლადან მოაყუანინა, | ვინც არის დეუი მჴნენია, |
Verse: d და | გაგზ[ა]ნეს ბედაურები, | ეტყობის სიფიცხენია. |