Strophe: 122 | ||
Verse: a | რა მიართვეს თა[ი]მურაზს | ცხენი ყუელა ბედაური, |
Verse: b | მოეხვივნეს სანახავად | ქ[უ]ემო ანუ ზედაური; |
Verse: c | ყუელა უთრუთს გაუგზავნა: | ირჩიეო, შენაური. |
Verse: d და | იგ მიგვარეს ყუელაკანი | ფალავანსა ქუედაური. |
Strophe: 123 | ||
Verse: a | შეჯდის, ჩაუდრკის მუცელი | ცხენს, მიწად მიეთრეოდა, |
Verse: b | ვერც ერთმან ვერათ ვერ დაძრა, | იგი ალვისა ჴეო და, |
Verse: c | არ იქნა, ცხენმა ვერ ზიდა, | უთრუთი იყო მჴნეო და, |
Verse: d და | ისევ ჴელმწიფეს მიართვა, | ვით იყო ზეშთა ზეო და. |
Strophe: 124 | ||
Verse: a | მეფემა ჯართა დაუყო | ცხენები სრულა ყუელანი, |
Verse: b | მადლი შეჰკადრეს ყოველთა, | მაშინ აუპყრეს ჴელანი, |
Verse: c | მაშინ შეიქნა ცხენობა, | იყუიან მადლთა მჴდელანი, |
Verse: d და | წითელი, სისვი, ზერდაგი, | ამლაკი, შავი, მელანი. |
Strophe: 125 | ||
Verse: a | გაცხენიანდა ყუელანი, | არ ყოფილიყო ცხენობა, |
Verse: b | მერმე გაუშვეს ქაჯვაჯან, | სად იყო მისი შენობა; |
Verse: c | უთრუთისათვის პილო თქუა | დეუმან, იგია თქუენობა, |
Verse: d და | ის თუ ზიდავსო, სამისოდ | კარგათ ეტყობის მხნეობა. |
Strophe: 126 | ||
Verse: a | ქაჯვან მივიდა ფოლადს წინ, | ბარყიჯან მოეგებოდა, |
Verse: b | ყელს მოეხვია ფოლადან, | არა თუ გარე დგებოდა. |
Verse: c | დასხნეს, ამბავსა ჰკითხევდენ, | სად ნოხი, ნატა გებოდა, |
Verse: d და | უთრუთის საქმეს ჩიოდა, | გულს შიში დია სდებოდა. |
Strophe: 127 | ||
Verse: a | ქაჯვაჯან თქუა: რასა მკითხავთ, | მისი ომი რით იქნების, |
Verse: b | ისა ჩვენი ახსასრული, | კაცი მისგან არ იხსნების, |
Verse: c | მისი ძალი რას ვამგზავსო, | პირისაგან არ ითქმების, |
Verse: d და | იმან მიყო, მოგახსენო, | გაკვირება შეიქმნების. |
Strophe: 128 | ||
Verse: a | ერთი ჴელი რქასა მტაცა, | პირი მტვერსა გამირია, |
Verse: b | შემკეცა და მჴარშეკრული | თაიმურაზს მიმითრია; |
Verse: c | მისი ტოლი ჴმელთა ზედა | კაცი არვინ მიმიდრია, |
Verse: d და | მე იმასა აღარ ვებრძვი, | ყური დია დამიყრია! |
Strophe: 129 | ||
Verse: a | არა ვარ მისი არიფი, | არც მისი მეომარია, |
Verse: b | თქუენ ბატონი ხართ, რასაც იქთ, | ვინცა ხართ დასადარია. |
Verse: c | ბარყიჯან გამოენახა, | უთხრა რა საუბარია, _ |
Verse: d და | სიბერით ჭკუა წაგსვლია, | ძალი გეპარვის გარია; |
Strophe: 130 | ||
Verse: a | მით ამბობ წაღმა-უკუღმა, | რა შენი საკადრონია, |
Verse: b | ვინ იყო შენი მებრძოლი, | ვისგან რა სააზრონია; |
Verse: c | როს იყავ ვაჟად და გქონდა | სივაჟკაცისა დრონია, |
Verse: d და | ერთს შენს კურას ვერ დაუდგემდა, | თუმცა აქუს დიდი ზრონია! |
Strophe: 131 | ||
Verse: a | სიბერით ჭკუა აღარ გაქუს | და არცა ზავთიანობა. |
Verse: b | ქაჯვაჯან უთხრა: გავსინჯე | იმისი ძალიანობა; |
Verse: c | მე ვერა ვებრძვი, იცოდე, | შევიტყუე მათიანობა, |
Verse: d და | თქუენც ადრე გამოგიჩინოს | ძალი და ხლართიანობა! |
Strophe: 132 | ||
Verse: a | აღარ ვარ მისი არიფი, | არც მისი მეომარია, |
Verse: b | აპას თქუენც შეგატყობინოს, | როგორი საომარია; |
Verse: c | მე აქ აღარა დავდგები, | არც არა საუბარია, |
Verse: d და | მივალ ფალაგის წინაშე, | ანუ სად მისი მზღვარია. |
Strophe: 133 | ||
Verse: a | ვეღარ მოვიცდი, იმისგან | ძლივას დავიხსენ თავია, |
Verse: b | ავდგები, წავალ, თქუენც ნახეთ | მისი ძალი [და] ზავია! |
Verse: c | მან და[ა]თავა ამბავი, | წავიდა არა ავია, |
Verse: d და | მას ახლდა ორმოცდა[ა]თი | ათასი დეუი ზვავია. |
Strophe: 134 | ||
Verse: a | თან გაჰყუნეს, ფალაგს წინაშე | მივიდენ დეუნი ჴრონია, |
Verse: b | ფოლად დადგა და ბარყიჯან, | რადი მაღალი ზრონია! |
Verse: c | მას ღამე ემზადებოდენ, | ძილი რა სააზრონია, |
Verse: d და | ომს აპირებენ ხვალისათ, | თქუეს, თუ: ბრძოლისა დრონია! |
Strophe: 135 | ||
Verse: a | გათენდა, მზემან სამყარო | ყირმიზად და[ა]შვენა მან, |
Verse: b | ვარდის წყლით პირსა იბანდა, | შეგვამკო მისმან ფენამან, |
Verse: c | იკრეს ბუკსა და ტაბლაკსა, | ქუემო და ანუ ზენამან, |
Verse: d და | ორთავე რაზმი გასწორდა, | ვითა თქუას კაცთა ენამან! |
Strophe: 136 | ||
Verse: a | შაიქნა ათი ათასი | კაცები ცხენოსანია; |
Verse: b | უთრუთი იყუის ქუეითათ, | ომისა ჴელოსანია, |
Verse: c | გაფიცხებული საომრად, | კურდღელზედ მწევროსანია, |
Verse: d და | გასწყვიდა მისი მებრძოლი | ვაჟი და წვეროსანია. |
Strophe: 137 | ||
Verse: a | მძიმე ლახტი მჴარს შეიდვა, | შემოქმედსა თაყვანი სცა, |
Verse: b | საგდებელი მჴარსა ეცვა, | ლომის ტყავის იყო ისცა; |
Verse: c | მოიდანსა საომარად | მთვრალი პილო იქივ დგისცა, |
Verse: d და | ომი ასრე უხაროდა, | ქორწილობა ქონდეს ვისცა. |
Strophe: 138 | ||
Verse: a | ვით ლომი გაცოფებული, | იქით და აქათ დგებოდა, |
Verse: b | გრგვინვიდა, ვითა ღრუბელი, | გულს შიში არა სდებოდა, |
Verse: c | პერულსა ყრიდა პირიდგან, | წაღმა-უკუღმა ხლტებოდა, |
Verse: d და | ვინ ჩამოხვალო საომრად, | იძახდა, დაგიხვდეო და. |
Strophe: 139 | ||
Verse: a | დეუთა რა ესმა ამბავი | და მისი საუბარია, |
Verse: b | მოჰკაზმეს პილო ტახტითა, | დიაღ მურასად მყარია, |
Verse: c | კიბე მიადგეს ძირიდგან, | თუეს მეტი ბიჯი არია! |
Verse: d და | ზედა გავიდა ბარყიჯან, | მებრძოლთა უზამბარია. |
Strophe: 140 | ||
Verse: a | ას ორმოცი წყრთა სიმაღლე | იმას ქონდა მისსა ტანსა; |
Verse: b | ერთსა ისე ფოლად დაჯდა, | პილოზედა ამისთანსა; |
Verse: c | მიდგენ ყოვლნი საომარად, | ზედა მისდგენ თანის-თანსა, |
Verse: d და | რა შეხედეს ფალავანსა, | დეუნი მიდგენ განის-განსა. |
Strophe: 141 | ||
Verse: a | ბარყიჯან ნახა, გაჰკვირდა, | სფაადი, უთრუთ გმირია, |
Verse: b | ეუცხოვა და ასე თქვა: | ამას ვინც ებრძვის, ვირია, |
Verse: c | ზუჩი გუმბადსა უგუანდა, | იმისი ომი ჭირია! |
Verse: d და | ჭკუა წაუ[ვ]იდა ბარყიჯანს, | რა ნახა მისი პირია. |
Strophe: 142 | ||
Verse: a | ცნობა წასვლოდა, აღარ აქვს, | უკვირდა მისი მხნეობა, |
Verse: b | ფოლადს უამბო: ქაჯვაჯან | მართლად მეუბნა მეო და, |
Verse: c | თურმე ეს დევი ყოფილა, | იგი ალვისა ჴეო და, |
Verse: d და | რაცა თქუა, ორი ზომა[ა], | იგი ყოველთა ზეო და. |
Strophe: 143 | ||
Verse: a | ვინც მის პირში ჩავარდების, | მას ცოცხალი ვინ მორჩების, |
Verse: b | თუ ცოცხალი მას წაუვალ, | მის დღეშიგა რა მევნების; |
Verse: c | ვეცადოთ, _ რას, ნუთუ ვითა | მისგან მოვრჩე, ეს მერგების, |
Verse: d და | ნეტამც თვალით არ მენახა, | ჩემი ღონე რით იქნების?! |
Strophe: 144 | ||
Verse: a | ფოლად თქუა: მეც ამას ვტირი, | უკუღმა მექცა ბედია, |
Verse: b | მან გამიწყუიდა ლაშკარი, | დეუები ზედა-ზედია, |
Verse: c | დამაგდებინა ქუეყანა, | მთა, ბარი, რაცა ქედია, |
Verse: d და | ვჩივი და ბედდაკარგული | სიცოცხლე არ მაქუს მე დია! |
Strophe: 145 | ||
Verse: a | ბარყიჯან თქუა: რა მოვედით, | ომი გვმართებს მეტად დიდი, |
Verse: b | წამოვიდენ ამაზედა, | რა გათენდა ღამე, დილი; |
Verse: c | ფარვენ მიწას სიმრავლითა, | მოვიდოდენ, ვითა ჯინი, |
Verse: d და | მტვერი ცამდის ავიდოდა, | იყვის მეტად გასადიდი. |
Strophe: 146 | ||
Verse: a | მტვერი ამაღლდა ცათამდი, | ფრინველი დაღმა ცვიოდა, |
Verse: b | ცა და ქუეყანა იძროდა, | ეშმაკთა დასი ყიოდა; |
Verse: c | ჰგავს ჩაძრვა ცა და ქუეყანა, | ყველანი თავსა ჩიოდა, |
Verse: d და | მეტისა სიმრავლისაგან | სისხლი და ოფლი დიოდა. |
Strophe: 147 | ||
Verse: a | ორგნით გახშირდა ნაღარა, | ხმა ისმის ზანგა-ზუნგისა; |
Verse: b | უთრუთ მოვიდა მოიდანს, | უმალე ცისა ზურგისა, |
Verse: c | ისმოდის კუნესა სპილენძთა, | დავლისა ანუ გურგისა, |
Verse: d და | ვინც ნახის უთრუთ მებრძოლთა, | იმისგან ძვალი უთრთისა. |
Strophe: 148 | ||
Verse: a | უთრუთ რა ნახა ბარყიჯან, | პილოსა ზედა მჯდომია, |
Verse: b | ერთი ასეთი შესჭეხა, | გავს, გასკდა ცისა ხომია; |
Verse: c | უთხრა, თუ: პილწო ავგვარო, | თუ გინდა ჩემი ომია, |
Verse: d და | ვინ მოგცა თემი, ქუეყანა | ჴელმწიფის შესაზომია? |
Strophe: 149 | ||
Verse: a | არ არის შენი საფერი, | ჴელმწიფის საკადრონია, |
Verse: b | იგ თაიმურაზს მიართვი, | შენ აღარა გაქუს დრონია, |
Verse: c | მოდი და ჴელსა მაკოცე, | ეს შენგან სა[ა]ზრონია, |
Verse: d და | მიგიყუან ჴელმწიფეს წინა, | ახლავს ლაშკართა ხრონია. |
Strophe: 150 | ||
Verse: a | ტახტი და პილო მიართვი, | იმის წინაშე მიდია; |
Verse: b | მან მოგცეს ყაფის მეფობა, | გიყოს წყალობა დიდია! |
Verse: c | მოვაცემინებ, რაც გინდა, | იყავი, ჩვენთან ზმიდია, |
Verse: d და | თუ არ იქ, დაგნაყ ლახტითა, | შენი მომინდა ჯინდია! |