TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 10
Previous part

Chapter: 10  
აქა ომი უთრუთისა და დეუთა






Strophe: 151  
Verse: a        რა გაიგონა ბარყიჯან    უთრუთისაგან თქმულია,
Verse: b        მან გაუძახა ოცდათი   დეუები გამოთქმულია;
Verse: c        შემოუზახეს, მოუხდენ   ეშმაკისაგან ქმნულია,
Verse: d     და   პირველად ერთი მოვიდა,   არ ვეჭობ, შერჩეს სულია.






Strophe: 152  
Verse: a        დიდი ლოდი შემოსტყორცნა,   დეუმა საქმე გაიჭირა,
Verse: b        უთრუთ ჴელი მიუშვირა,   ლოდი წამზედ დაიჭირა;
Verse: c        შემოსტყორცნა, მისი ლოდით   ისივ მოკლა, მისცა ჭირა,
Verse: d     და   მერმე სხვათა შეუტოვა,   დეუთა საქმე გაუჭირა.






Strophe: 153  
Verse: a        გაფიცხდა, ვითა ლომი და   აწი მებრძოლთა მძლე არი,
Verse: b        გავარდა, ერთს ჴელი სტაცა,   იგი ალვისა ჴე არი,
Verse: c        მის დღეში სული არ სდგმოდა,   დევს დაუბნელდა მზე არი,
Verse: d     და   აიღო სხვას დეუს შესტყორცა,   ორივ სიკუდილის ზიარი.






Strophe: 154  
Verse: a        ვერ გაესწრა, ორივ მოკლა,   მისი მტერი შეძაბუნდა,
Verse: b        ერთმანერთსა შეაწყუიდა,   დაუძახა: ასრე უნდა!
Verse: c        მერმე ჴელი შეიფშვნიტა,   სხვა დეუთაკენ გამობრუნდა,
Verse: d     და   ვინცა მორჩა, გარდიხვეწა,   ფალავანი მისდეუს მუნ და.






Strophe: 155  
Verse: a        ერთს მიეწია, შე[ი]პყრა,   ლომ[მ]ან _ ალვისა ხემანო,
Verse: b        ერთი ერთს ფეხსა მოჰკიდა,   მან ჴელი ამა მჴნემანო;
Verse: c        გასწია, შუა გახლიჩა   ის დეუი თქუენმა მზემანო,
Verse: d     და   ისიც ლაშკართა შესტყორცა,   მისმან ტორმან [და] ჴელმანო.


Page of edition: 84 




Strophe: 156  
Verse: a        რა გაქცეული დეუები   ბარყიჯან ნახა რებული,
Verse: b        ბარყიმან უთხრა ბარყიჯანს,    ვით იყო სახელდებული:
Verse: c        წავიდეთ, ან ჩვენ შევებათ,   თუცა ვართ ომსა ჩვეული.
Verse: d     და   საომრად გამოემართენ,   არ ცუდი ანაზდეული.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.