Strophe: 157 | ||
Verse: a | ას ორმოცია წყრთა _ სიგრძე, | იმა დევისა ტანია, |
Verse: b | ოთხის დოლაბის ოდენი | ლახტი აქუს, იგი ჯანია; |
Verse: c | მოიდანშიგან მოვიდა, | იყო საომრად მზანია, |
Verse: d და | რა თაიმურაზ იხილა, | მისკენ წამოვლო გზანია. |
Strophe: 158 | ||
Verse: a | ილოცავს, იტყუის, ჴელმწიფე: | ღმერთო, ჴმელთა და ცათაო, |
Verse: b | უთრუთ დაიცევ ამისგან, | საომრად არის მზათაო; |
Verse: c | ამას უბოძე მორევნა, | უფალო, ღმერთო, ძალთაო, |
Verse: d და | ნუ ააოხრებ დეუთაგან | ადამიანთა ჯართაო! |
Strophe: 159 | ||
Verse: a | მერმე მოუხდა უთრუთის, | დეუმან გაშალა მხარია, |
Verse: b | გულსამეს[ი]სხლოდ შეიბნეს, | ისმის ძგური და ძგარია. |
Verse: c | დეუმან ლახტი ჰკრა მას ლომსა, | უმზერდა სრულად ჯარია, |
Verse: d და | მას უკან დაჰკრა სფადმა და | იძროდის მიწა მყარია. |
Strophe: 160 | ||
Verse: a | ხუთ-ხუთი ჰკრეს ერთმანერთსა | გულმესისხლეთ, არ დარიდეს, |
Verse: b | მერმე ჴელად შეიჭიდნეს, | იგი ლომი სისხლსა ღვრიდეს; |
Verse: c | მიწა თრთოდა სიმძიმითა, | იგი ორნი ვარდსა ზვრიდეს, |
Verse: d და | ლომმან უთრუთ დაიყვირა, | მას მებრძოლი არა ჰკვირდეს. |
Strophe: 161 | ||
Verse: a | ერთი ჴელი ბარკალს მოსდვა, | ერთი ჴელი ჴელსა სტაცა, |
Verse: b | აიყუანა თავის სწორად, | ფალავანმა დეუი დასცა: |
Verse: c | მას ჴელ-ფეხი დაელეწა, | სული თვისი ადრე გასცა, |
Verse: d და | მუხლით შესდგა გულსა ზედა, | წააფრინდა იმას თავსცა, |
Strophe: 162 | ||
Verse: a | თავს წაეჭედა, მოსწყვიდა, | იყო მოქმედი ამისა, |
Verse: b | გულ-ღვიძლი ყელსა ამოჰყუა, | არს შემოკლება ჟამისა, |
Verse: c | შორს უკუაგდო იგ თავი, | კიდევე ომსა ლამისა, |
Verse: d და | მოიდანს დადგა სარკენლად, | დღე იყო ერთის წამისა. |