TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 12
Previous part

Chapter: 12  
აქა დიდი ომი დეუთა და თაიმურაზისა; დიდი ავნეს დეუთა






Strophe: 163  
Verse: a        იქივე დადგა უძრავად   უთრუთ მებრძოლთა მზარავი,
Verse: b        რა მოინახა ბარყიჯან    ეს საქმე შესაზარავი,
Verse: c        კიჟინა დასცეს დეუებმა,   არ იყუენ ცუდი მპარავი,
Verse: d     და   მუნ დაიწვადეს ლახტები,   გურზები არ სამალავი.






Strophe: 164  
Verse: a        დეუთ შეუტოეს ერთპირად,   შეიქნა მოსაწეუარი,
Verse: b        მოვლენ ყუელაი დაწვდილი,   კურდღელზე ვითა მწევარი;
Verse: c        იკრეს ქოსსა და დაბდაბსა,   იყუიან სისხლთა მზღ[ვე]ვარი,
Verse: d     და   იყო ჴრიალი, გრიალი,   ჴმა _ ცამდი შესაწევარი.


Page of edition: 85 




Strophe: 165  
Verse: a        მტვერი ასტყდა საკუირველი,   მზესა ფერი წაუვიდა,
Verse: b        მძიმის ლახტის ცემისაგან   ზუჩთა ცეცხლი გაუვიდა,
Verse: c        ჴრმალი ელავს, მტვერსა შიგა   მკუდართა, ვერვინ შეუვიდა,
Verse: d     და   სითაც უთრუთ იომოდა,   ახლოს ვერვინ მიუვიდა.






Strophe: 166  
Verse: a        ლაშკართა ფრეწდის სფადი [და]   გასწყვიდა დეუთა ჯარია,
Verse: b        ჴეუდის და ხლეჩდის, ისროდის,   მიწა იძროდა მყარია;
Verse: c        ზოგთა ბარკალი მოაძრო,   ზოგთა თავი და მხარია,
Verse: d     და   სხვას დეუს ესროლის, მოცაკლის,   გა[ა]ყრევინის ძგარია.






Strophe: 167  
Verse: a        უპატიოდ დეუთა თავი   ადგილზედა დაიყარა,
Verse: b        ათ ათასი დეუი მოკვდა,   ბეური სისხლი დაიღვარა;
Verse: c        დაიღალნეს ომისაგან,   სიღამითა გაიყარა,
Verse: d     და   იქით დეუნი, აქით კაცნი,   გაიყარნეს გარის-გარა.






Strophe: 168  
Verse: a        მათ-მათს ალაგსა დაბარგდენ,   დაიცეს მწვანე კარავი,
Verse: b        ქაჯვაჯან დეუი ფალაგთან    მივიდა, მტერთა მზარავი;
Verse: c        ყაფის მთაშიგან იახლა,   მათი სამყოფი _ არ ავი,
Verse: d     და   ამბავსა მბობა დაიწყო,   თქუა საქმე შესაზარავი.






Strophe: 169  
Verse: a        ფალაგ ჰკითხა: რით გაგიშვეს,   აწ ამბავი თქუენი თქუენით!
Verse: b        მან თქუა: თავი დავიხსენი,   ამისთვის ვარ არ მოწყენით,
Verse: c        ათ ათასი ცხენი მივეც,   გამომიშვეს ტკბილის ენით.
Verse: d     და   ფალაგს თავსა ბრუ დაესხა,   რად მიეცო, მეტის წყენით:






Strophe: 170  
Verse: a        რად მიეც ჩვენად სამტეროთ,   რა შენი საკადრონია,
Verse: b        ცხენზედ შესხდების, გაგვწყვედენ   ადამიანთ[ა] ხრონია.
Verse: c        ქაჯვან თქუა, თუ: არ მიმეც[ა],   აღარა მქონდა დრონია,
Verse: d     და   თავსა მომკუეთდენ მაშინვე,   იცი, ეს სა[ა]ზრონია.






Strophe: 171  
Verse: a        რა გა[ა]თავეს ამბავი,   ამისი საუბარია,
Verse: b        ფალაგ მოიხმო დეუები,   რაცა ვინ სადა არია;
Verse: c        არჯანგ იხმო და ხარიფი,    ყოველი მათი კარია,
Verse: d     და   ფიცხლა მოვიდენ, ლაშკრითა   დაფარეს მიწა მყარია.






Strophe: 172  
Verse: a        ნაღარასა ჰკრეს, ფალანგმა    გარდადგა მისი ტახტია,
Verse: b        ასი ათასი მებრძოლი   იახლა, ჴელთ აქუს ლახტია,
Verse: c        გამოემართენ საომრად,   ცხენებთა ედვათ რახტია,
Verse: d     და   თაიმურაზს[ა] უამბო,   ადრე ჯაშუში გახლტია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.