TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 13
Previous part

Chapter: 13  
აქა თაიმურაზისაგან ფალაგის მისვლის ცნობა






Strophe: 173  
Verse: a        რა გაიგონეს ამბავი,   დაშუშთა ჰკადრეს ყოველი,
Verse: b        უთრუთ იხმო და თავადნი   _ მტერისა შეუპოველი;
Verse: c        დასხდენ და ვეზირობა ქნეს,   იყუენ პასუხთა მფრქვეველი,
Verse: d     და   თქუეს: დიდის ლაშ[კ]რით მოსრულა,   ფალანგი დეუი მოველი.


Page of edition: 86 




Strophe: 174  
Verse: a        უთრუთ ჰკადრა ჴელმწიფესა   ენა ტკბილად მოუბარი:
Verse: b        თქუენი შვილი ჯიმშედ იხმე,   აწ იქნების მეომარი,
Verse: c        მეცა ვიხმო ჩემი ვაჟი,   გვარჯასპია მკლავმაგარი,
Verse: d     და   აწ შესძლებენ ორნივ ომსა,   იქნებიან საომარი.






Strophe: 175  
Verse: a        გოსტამის შვილი აშაქი,    მოიხმე ლაშკრით ყუელანი.
Verse: b        ახალი ყმაწვილებია,   ლახტსა მიამყრონ ჴელანი,
Verse: c        მოვიდენ, მერმე შევებათ,   სისხლის ვადინოთ ღელანი,
Verse: d     და   ღმრთითა და თქუენის ბედითა,   დეუთა დღე მივსცე ბნელანი!






Strophe: 176  
Verse: a        და[ა]სკუნეს ესე პასუხი,   წიგნსა დაუწყეს წერანი
Verse: b        მისწერეს, ჯიმშედ მოიხმეს,   მივა ფაიქი _ მერანი;
Verse: c        მიართვეს წიგნი ჯიმშედის,    ვარაყ ნაწერი მელანი,
Verse: d     და   გვაჯასპირ, აშაქ, ვინცა ვინ   ემზადებოდეს ყუელანი.






Strophe: 177  
Verse: a        ამულის, სარის, გილინის,    იხმეს ლაშკარი დიდია;
Verse: b        სტარისა მოდის ყუელანი,   ცქვიტი, მართ ვითა ჯინდია.
Verse: c        შეჯდეს აშაქ [და] გვაჯასპი,    ჯიმშედს წინ, ჯერ არ ბინდია,
Verse: d     და   სალამი მისცეს ორთავე,   პასუხი უთხრეს მშვიდია.






Strophe: 178  
Verse: a        ჯიმშედ მადლი გარდიხადა,   ორთავ მიდგა, პირს აკოცა,
Verse: b        მერმე დასხდეს ვეზირობად,   თქუა, თუ: ჭირი ამეხოცა.
Verse: c        ჯიმშედ თქუა, თუ: უხმივართო,   ცხადი არი, არ მეოცა,
Verse: d     და   თქუენ რას იტყუით, როგორა ვქნათ,   მათი მბრძოლი დაიხოცა.






Strophe: 179  
Verse: a        მათ ჰკადრეს: ლეკუი ლომისა   ნადირობისა მდომია.
Verse: b        ჩვენ ვართ დაზრდილი ყმარწვილი,   ახლა ჩვენ გვმართებს ომია,
Verse: c        ვიყოთ ბრძანების მორჩილი,   წავიდეთ უსაზომია,
Verse: d     და   დილასა ადრე წავიდეთ,   ყოველი აქა მდგომია.






Strophe: 180  
Verse: a        შეჰყარეს ორმოც ათასი   მებრძოლი მეომარია;
Verse: b        ჰკრეს ნაღარასა, სპილენძ-ჭურთ,   ისმის ზათქი და ზარია;
Verse: c        იარეს, გამოემართენ,   სად თაიმურაზ მდგარია
Verse: d     და   სანამდის მიესწრებოდენ,   იმათ შექნოდათ ძგარია.






Strophe: 181  
Verse: a        მათად მისვლამდი შე[ე]ქნათ   ომისა სიფიცხენია,
Verse: b        იკრეს ქოსსა და დაბდაბსა,   იყუიან, ვითა მჴნენია;
Verse: c        უთრუთ მოვიდა მოიდანს,   ლომგული, საროს ჴენია
Verse: d     და   საომრად დადგა მოწვდილი,   არ დია მოუწყენია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.