TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 14
Previous part

Chapter: 14  
აქა უთრუთისა და რადი დეუის ომი






Strophe: 182  
Verse: a        რა რადი დეუმან სფაადი   მაიდანს ნახა წინარე,
Verse: b        მან მძიმე ლახტი აიღო,   ვითა დოლაბი რკინარე,
Verse: c        შესძახა: ბარყი, ძმა ჩემი,   მომიკალ მოსაწყინარე,
Verse: d     და   მე არ შეგარჩენ, შეუიქენ   შენი სისხლისა მდინარე!


Page of edition: 87 




Strophe: 183  
Verse: a        ფალავანმა დაუძახა:   რა კუეხნისა ჟამი არი,
Verse: b        აპას აგერ გიახლები,   თუ ხარ ჩემი მეომარი,
Verse: c        ცოტა წინარ წამოდექი,   სხვა არ უნდა საუბარი,
Verse: d     და   მე გასწავლო მეომრობა,   რომ გიჭვრეტდეს ორივ ჯარი!






Strophe: 184  
Verse: a        რა გაიგონა, _ დეუს ქონდა   დოლაბთ ოდენი ქვანია, _
Verse: b        უთრუთს შესტყორცა, უკუხლტა,   იგი საომრად მზანია,
Verse: c        მით დაიცდინა ამ[ა]ყმა,   სიფიცხე ამად კმანია.
Verse: d     და   ადრე მისწია ბარყისა,    ვით იყუენ ტკბილი ძმანია.






Strophe: 185  
Verse: a        მერმე გახლტა ფალავანი,   ორსავ ფეხსა ჴელი სტაცა,
Verse: b        აიყუანა თავის სწორად,   მოიქნია, მიწას დასცა;
Verse: c        გავს ადრიდგან მონაკუდავსა,   ფალავანი იქივ დგასცა,
Verse: d     და   მიწად სული აღარ დაჰყვა,   გლახ, ანდერძი ვეღარ გასცა,






Strophe: 186  
Verse: a        რა ბარყიჯან სცნა, წავიდა   საომრად პილოს მჯდომია.
Verse: b        მოვიდა შუას მოიდანს,   იყო ბრძოლისა მდომია.
Verse: c        უთრუთ ილოცა, ახსენა   მაღლა მყოფი და მდგომია,
Verse: d     და   დეუმან შესძახა მაღალი,   გავს, გასკდა ცისა ხომია.






Strophe: 187  
Verse: a        აგინა: ავო, ავგ[ვ]არო,   ავის ბედისა მხედაო,
Verse: b        შენ, რაცა დეუნი გასწყუიდე,   შენი ვატირო დედაო;
Verse: c        ერთს იმათს ბეწვის მოსწყუედას   არ ღირსდა შენი ბედაო,
Verse: d     და   ადრე შეუღებო შენზედა   დედა შენი და შე დაო!






Strophe: 188  
Verse: a        ვერ მომრჩები მე ცოცხალი   ეტლისა და ბედისაგან,
Verse: b        შენ ვით შეგრჩეს ჩვენი სისხლი,   მოკუდე ჩემის ჴელისაგან,
Verse: c        ვერ გასძეხი აქანამდის   დეუთა სისხლის დენისაგან?
Verse: d     და   უთრუთ ლამის გახეთქას[ა]   ნამეტანის წყენისაგან.






Strophe: 189  
Verse: a        შესძახა დეუსა, მაღალი   კლდენი გაპობას ლამისა:
Verse: b        სხვა ნურას ნაღვლობ, თუ არ შენ,   მიგწიო აპას წამისა,
Verse: c        შენცა იმათთან მიგიყუან,   არს შემოკლება ჟამისა,
Verse: d     და   ადრე გასწორდე მიწათა,   ვიყო მოამბე ამისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.