Strophe: 200 | ||
Verse: a | ასი ათასი მებრძოლი, | მათ ახლდა დეუთა ჯარია, |
Verse: b | არჯანგ ახლავს და ხარიფი, | ფალაგის, მკლავმაგარია, |
Verse: c | კიდევ სხვა კაცმა მოიღო | ამბავი გასახარია: |
Verse: d და | მოვაო ჯიმშედ, გვაჯასპი, | აშაქი _ უზამბარია. |
Strophe: 201 | ||
Verse: a | ორმოცდაათი ათასი | მათ ახლავს მარჯვე კაცია, |
Verse: b | მათ გაიწყუიდონ მებრძოლი, | იყოს ლაწი და ტკაცია! |
Verse: c | მახარობელი შემოსეს, | მას სტავრა, ნახლი აცვია, |
Verse: d და | მისაგებავად წავიდენ, | კარგი და კარგ-მამაცია. |
Strophe: 202 | ||
Verse: a | უთრუთ შეხედა გვაჯასპირს, | გაჰკვირდა მეტისმეტადო, |
Verse: b | თავი ღრუბელშიდ მოქონდა, | მჭვრეტნი გახადა რეტადო, |
Verse: c | ვითა ჭანდარი მომცროს ჴეს, | უმა[ღ]ლე იყო სვეტადო, |
Verse: d და | აგრე ყოველს კაცს უმაღლე | ეს იყო, მიდგენ ჭვრეტადო. |
Strophe: 203 | ||
Verse: a | რკინისა ზუმპი მჴარს ედვა, | დიდის ჭანდართა ოდენა, |
Verse: b | რასაცა დაჰკრავს, და[ა]მსხვრევს, | მთა იყოს, გინდა კმოდენა! |
Verse: c | შეფრინვიდენ და შესჭვრეტ[დ]ენ, | სიკეთეს მოიტყოდენა, |
Verse: d და | ჴელმწიფეს ჴელსა აკოცა, | ჯარმან დაიწყო მოდენა. |
Strophe: 204 | ||
Verse: a | მეფემან პირსა აკოცა, | მას ლომსა, პირად მზიანსა, |
Verse: b | მამამან უთრუთ მოეჭდო, | პირად ბროლ-ბალახჩიანსა, |
Verse: c | ყოველნი მოესალამნეს, | ტანსარო, ალვის ხიანსა, |
Verse: d და | ვინ არის მისი მებრძოლი, | მტერი ჩ[ა]აგდოს ზიანსა. |
Strophe: 205 | ||
Verse: a | ათასმან კაცმან ვერ დასძრა, | იმისი რკინა-კეტია, |
Verse: b | მერმეღა სადგომს წავიდენ, | ყოველი მისი მჭვრეტია; |
Verse: c | ისმოდის ცემა ქოსისა, | სამო[ცი] დია მეტია, |
Verse: d და | აწ ბოლოს ნახეთ სოფელი, | თუ როგორ სისხლთა მხვრეტია. |