Strophe: 206 | ||
Verse: a | ნახეთ უხანო სოფელი, | ესე ერთისა წამისა, |
Verse: b | უდროოდ ჟამთა მოშლასა, | უთრუთის სიკუდილს ლამისა; |
Verse: c | ბრძანა, თუ: ნაომარი ვარ, | მოღალვით მრავალ ჟამისა, |
Verse: d და | წავიდა მარტო საბანად, | აღარ მომლოდე ხანისა. |
Strophe: 207 | ||
Verse: a | მონახა წყალი მდინარი, | ვითა ზღვა, შესაფერია, |
Verse: b | ებანა, ზედ ამოვიდა, | თურემ უჭვრეტდა მტერია; |
Verse: c | შეხედა, ერთი ჴე ჰპოვა, | ტურფა და შვენიერია, |
Verse: d და | მისს ძირსა დაწვა საძილად, | უებრო სფაადარია. |
Strophe: 208 | ||
Verse: a | რა ჴარიფ დეუმან იხილა | მძინარე ლომი ქუელია, |
Verse: b | დარაჯად იყო მოსრული | დეუი ამისთვის, მვლელია; |
Verse: c | დოლაბთ ოდენი ქუა ჰპოვა, | იმას მიამყრო ჴელია, |
Verse: d და | თავს დასცა, მოკლა მძინარი, | იყო სისხლისა მღვრელია. |
Strophe: 209 | ||
Verse: a | რაღას ვაგრძელებ, მოცაკლა | უთრუთი დევმან წყეულმან, |
Verse: b | დარბა[ზ]სა აღარ მოვიდა | ნიადაგ ომსა ჩვეულმან, |
Verse: c | უმუხან[ა]თა სოფელმან | და ჟამმან ანაზდეულმან, |
Verse: d და | გარდახდა, გავლო ქუეყანა, | ტანსარო, ალვისჴეულმან. |
Strophe: 210 | ||
Verse: a | ნახეთ, რა ქნა უხანომან | სოფელმან და ჟამმან, დრომან, |
Verse: b | ძებნა შექნეს, არ მოვიდა, | ჴელმწიფემან, ჯარმან, გრომან; |
Verse: c | წყლისა პირსა მკუდარი პოვეს, | ჴეთა ძირსა ამა ხრომან, |
Verse: d და | ყოველივე და[ა]შტერა | ამ ამბავმან საზ[ა]რომან. |
Strophe: 211 | ||
Verse: a | ტახტიდაღმა ჩამოვარდა, | ჴელმწიფესა მიაქუს ჴმანი, |
Verse: b | თავსა მიწა გარდიყარა, | მოთქმიდიან მისი ჴმანი, |
Verse: c | საყელონი გარდიხია, | აღარ უნდა ტკბილად ზმანი, |
Verse: d და | გრგვინვა შექნეს ლაშკარშიგან, | დაიგლიჯეს ყოვლთა თმანი. |
Strophe: 212 | ||
Verse: a | გვაჯასპის უთხრეს, და[ა]სკდა | დიდი, უებრო მთა ვითა, |
Verse: b | ვერ დაიმაგრეს, ეხვევის | იგი ლაშკარი ზღვა ვითა; |
Verse: c | იტყოდის: მამავ, ვით მოჰკუე, | რასთვის გამხადე შავითა, |
Verse: d და | რად ჩემი მოსვლა გეწყინა, | მტერს რასთვის დაეზავითა! |
Strophe: 213 | ||
Verse: a | მამავ, ბნელ შექმენ ქუეყანა, | შენთვის უღრუბლო, სადარე, |
Verse: b | მამავ, გასწყუიდე მებრძოლი, | სისხლით შეღებე სად არე, |
Verse: c | მამავ, სად მიხვალ, სოფლითურთ | თავი უებრო სად არე, |
Verse: d და | მამავ, აღარვინ გამოჩნდეს | ჴმელზედა შენი სადარე! |
Strophe: 214 | ||
Verse: a | იტყოდა, მოსთქუა, ტიროდის, | პასუხნი საკვირუელია, |
Verse: b | ყოველთა გლოვა დაიდვეს, | სრულ ჯარი ცრემლთა მღვრელია; |
Verse: c | იხოკენ, იგლიჯებიან, | ყოვლთა მი[ი]რტყეს ჴელია, |
Verse: d და | გაგზავნეს მისსა სამარხსა | უთრუთ ლომგული, ქუელია. |
Strophe: 215 | ||
Verse: a | მერმე აღარა აცალეს, | დეუნი საომრად მზანია, |
Verse: b | რა მზემან თავი ამ[ო]ყო, | იგ გა[ა]ნათლა ცანია, |
Verse: c | გურგთა და ქოსთა დაუკრეს, | ისმოდის დიდი ხმანია, |
Verse: d და | ორგნითვე რაზმი გასწორდა, | თან ახლდა მათი ყმანია. |
Strophe: 216 | ||
Verse: a | გვაჯასპირ მეფე დალოცა, | ახსენა მაღლა მხედია; |
Verse: b | წავიდე, მამა ვისისხლო, | დეუს გარდუბრუნო ბედია, |
Verse: c | იმისი მკულელი მოვსწყუიდო, | ამოსვა კისრის ქედია. |
Verse: d და | იგი დალოცა მეფემან, | ახს[ე]ნა შემოქმედია. |
Strophe: 217 | ||
Verse: a | უბრძანა: გიძღვის მაღალი, | არ გინდა ჩემი რიგება, |
Verse: b | მამის შვილი ხარ ასეთი, | იცი პასუხის მიგება, |
Verse: c | იცი მისებრად ყოველი, | მტერისა გარდაკიდება, |
Verse: d და | წადი, შესწირე მაღალსა | ღმერთსა მადლი და დიდება! |
Strophe: 218 | ||
Verse: a | ისიმცა წინამძღვარია | შენი, ლომო და მხნეო და, |
Verse: b | ფალავანთ თავო, ლომკაცო, | ტანო-ალვისა ჴეო და, |
Verse: c | შენითამც ნათლობს სამეფო, | მაღალო ყოვლთა ზეო და, |
Verse: d და | მუნ გაემართა საომრად, | ყმაწვილი პირად მზეო და. |
Strophe: 219 | ||
Verse: a | ას ორმოცდაათი ადლი | იყო მისი ნაზარდობა, |
Verse: b | ორი პილოს ბეჭის სიბრტყე | ქონდა ტანი, ჯომარდობა; |
Verse: c | ორ ათასის ლიტრის რკინა | კეტად ერჭო, ზომადობა, |
Verse: d და | მისი ომი არვის ძალუც, | არვის უნდა ანაზდობა. |
Strophe: 220 | ||
Verse: a | ჴელთა ქონდა საგდებელი | მისსა მტერთა ამატირსა, |
Verse: b | მოდგა მინდორს საომარად, | მტერი მისცეს უნდა ჭირსა, |
Verse: c | ფალანგ დეუმან არჯანს უთხრა: | მიუდექი პირისპირსა! |
Verse: d და | გამოგზანა, შეებიო, | მას ლომსა და ვითა გმირსა. |