Strophe: 322 | ||
Verse: a | დადგეს კარავი, ოთაღნი, | მინდორთა შუაგულოსა, |
Verse: b | დაღამდა, ყოვლნი დაბარგდენ, | სადგომად მიეგულოსა; |
Verse: c | იგ საომარსა ლესდიან, | ძნელსა არ სა[ა]დვილოსა. |
Verse: d და | ცისკარმან თავი ამოყო, | ჴმელსა ამჩვენსა, ლილოსა. |
Strophe: 323 | ||
Verse: a | რა გათენდა, მზემ საწუთრო | და[ა]შვენა, ყოვლი არი, |
Verse: b | კირჩხიბისა ჭანგს დაეხსნა | და დახია შავი შარი; |
Verse: c | ზედ ამაღლდა გუმბადზედა, | გა[ა]ნათლა ყოვლი არი, |
Verse: d და | შავსა კუპრსა ყირმიზითა | გარდა[ა]ცვა, დასცა დარი. |
Strophe: 324 | ||
Verse: a | ჰკრეს ორთავ რაზმთა, გასწორდა | ხმა საომარი სტვირისა, |
Verse: b | სარაზმოს ჴმასა სცემდიან, | ცას უმძიმს, ეტლი ტირისა; |
Verse: c | მათ გამოაბეს ნაფირსა | მძივი მათისა პირისა, |
Verse: d და | ნაღარასა და ზამბულურთ | ჴმა ისმის გასაჭირისა. |
Strophe: 325 | ||
Verse: a | შეუბერეს ზროხის კუდთა, | ჴმა ისმოდა საზაროსა, |
Verse: b | მაიდანსა აშაქ მოდგა, | არ უყურა მათსა ხროსა, |
Verse: c | ქეუქავი ქნა, შუბსა ივლებს, | ეჭვს არ იგდებს სა[ა]ზროსა |
Verse: d და | მუქარასა ითხოვების: | არვის მივსცემ ჩემზე დროსა! |
Strophe: 326 | ||
Verse: a | სადი მგლისთავმა მეფემა | ნახა მუქარის მძახელი, |
Verse: b | გამოუძახა მებრძოლი, | ახსენა ღმრთისა სახელი; |
Verse: c | ერთმანერთს უყუეს ნავარდი, | იყუ[ი]ან მათი მნახველი, |
Verse: d და | აშაქ შუბი ჰკრა, მოცაკლა | იგი თვალდაუფახველი. |
Strophe: 327 | ||
Verse: a | მერმე სხვა გამო[ი]ძახა, | მასცა წაუდგა წინარე, |
Verse: b | იგიცა მოკლა ამაყმა, | სისხლით შეღება მუნ არე; |
Verse: c | მერმე გაჯავრდა ჴელმწიფე, | იკითხა: ნეტარ ვინ არე? |
Verse: d და | თქუა, თუ: რა დგომის ჟამია, | რად დაჩერდითო მძინარე! |
Strophe: 328 | ||
Verse: a | თუ გასწყუიდა მეომარი, | რად დაჩერდით ღაფლად თქუენა?! |
Verse: b | ამან იყო მგლისთავის ძმა, | მას ეტყობის დიდად წყენა, |
Verse: c | პირი დასდვა მიწაზედა | და ადიდა მაღლა ზენა; |
Verse: d და | შეუძახეს ერთმანერთსა, | მოინდომეს სისხლთა დენა. |