TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 26
Previous part

Chapter: 26  
აქა პირველი დასაწყისი. ნოეს შვილი ქოიამარ იყო და სემც ნოეს შვილი იყო, და სემისა ნათესავნი ესნი არიან, სხვის თემისანი სადი მგლისთავი, ამან მგლისთავი, მესამე, მილად მგლისთავი სხვა თემს დაიზარდნეს, სემისა ნათესავნი ესენი იყუნეს






Strophe: 293  
Verse: a        თვით ქოიამარ ნოეს ძე   გიამბე ამას წინარე,
Verse: b        კიდეუ სხვა შვილი ნოესი    სემ იყო მოუწყინარე,
Verse: c        ახლად აწ ამას გიამბობ,   მას სჯობდა ვერვინ ვინ არე,
Verse: d     და   იმისი ნათესავები   მგლისთავნი, სისხლთა მდინარე,






Strophe: 294  
Verse: a        სხვას თემს იყუნეს ნათესავნი   მისი ესე ჩამოდიან,
Verse: b        სადი ერქო მგლისა თავსა,   ზოგთა მისგან სისხლი სდიან;
Verse: c        იგ მეორე მგლისა თავსა,   მას სახელად ამან ქუიან,
Verse: d     და   მესამესა მილად ქუიან,   სამესისხლოდ ჩამოდიან.






Strophe: 295  
Verse: a        სემისა ნათესავები,   ესენი გამოჩენილა,
Verse: b        მათ ესმა დეუთა აწყუედა:   იმათი სისხლი დენილა,
Verse: c        ჯიმშედისაგან მრავალი   მომკუდარა, არ მორჩენილა,
Verse: d     და   დიაღ ეწყინათ, დაჯავრდენ,   არ გულსა ვარდი ფენილა.






Strophe: 296  
Verse: a        ესმათ, თუ: დეუნი გასწყუიდა,   ქუეყანა დაუჭერია,
Verse: b        სრულ ქუეყანაში წაუხმან,   რაც არის ყოვლისფერია,
Verse: c        ჴმელს იჭირავსო ჯიმშედი,    იცი, ეს დაიჯერია!
Verse: d     და   მათ შეუთვალეს ამბავი,   პასუხნი მეტად ბევრია.






Strophe: 297  
Verse: a        შესთვალეს: დეუნი დახოცე,   გინდა დაჭერ[ა] ჴმელისა,
Verse: b        ჩვენცა ნოვესა შვილი ვართ,   წახდენას ნურვინ ელისა,
Verse: c        ვითა შენ გინდა ქუეყანა,   ჩვენგანც სადები ჴელისა,
Verse: d     და   რადგან უჩვენოთ შე[ე]ბით,   ორთავე ომი გველისა.






Strophe: 298  
Verse: a        რად ინდომე სრულ ქუეყანა,   შენ უჩვენოდ რასთვის ქენო,
Verse: b        მესისხლობის ჴრმალი გინდა,   ჩვენთვის შენ და თქვენთვის ჩვენო,
Verse: c        ორთავ ომით გარდავწყვიტოთ,   ანუ ჩვენ და ანუ თქუენო!
Verse: d     და   მოციქული გა[ა]ფრინეს,   თქუეს, თუ: მიდი წამსა შენო!






Strophe: 299  
Verse: a        რჴმლით გარდავსწყვიდოთ, ესე სჯობს,   არ ვარგა ცუდი ხლათია!
Verse: b        სარავ ქალაქსა მივიდა   იგ მოციქული მათია.
Verse: c        ჯიმშედს უამბეს, მოკაზმა   დარბაზი საკამათია,
Verse: d     და   ტახტი დაუდგეს მურასა,   მოავლეს ფარდა, სათია.


Page of edition: 100 




Strophe: 300  
Verse: a        ხშირად ისხდა მარგალიტი   და ალმასი მისსა ტახტსა,
Verse: b        სახელმწიფო სამოსელი   მეფისა გავს დანახატსა,
Verse: c        ტანს ჩაიცვა, მაზედ დაჯდა,   თვალ-მარგალიტს დანამატსა,
Verse: d     და   თავსა ქუდი დაიხურა   და გვირგვინი ზედან მატსა.






Strophe: 301  
Verse: a        თავადნი გარე მოისხნა,   რომელიც უკეთესია,
Verse: b        სადი მგლის თავის ელჩები   შე[ა]სხეს იმავ დღესია;
Verse: c        მეფის წინ მიწას ემთხვია,   ვითარცა იყო წესია,
Verse: d     და   სალამი მისცა მეფემან,   ვით იყო ყოვლთა ზესია.






Strophe: 302  
Verse: a        უამბეს, რაცა ესმინა,   იმათგან დავედრებული:
Verse: b        სადი გურგ მეფემ გკადრაო,   ვითა ხარ სახელდებული,
Verse: c        ჩვენცა ნოესა შვილი ვართ,   იმისგან გარიგებული.
Verse: d     და   თქუენცა აგრევე მისი ხართ,   მის მიერ გადიდებული!






Strophe: 303  
Verse: a        თემსა, ქუეყანას იჭ[ი]რავ,   რა მარტო თქუენი წესია,
Verse: b        რასთვის ჩვენ არა გვახსენეთ,   ვისნი ხართ უკეთესია.
Verse: c        ან თქუენ არ იყოთ, ანუ ჩვენ,   არ იქნა, ვიცი, ესია,
Verse: d     და   შემოგირტყამს-ყე თქუენ ჴრმალი   მესისხლობ[ი]სა დღესია!






Strophe: 304  
Verse: a        ჩვენც შემოვირტყამთ, იცოდი,   არ გვინდა თქუენი რიგება,
Verse: b        რჴმლით გარდავსწყუიდოთ ესე სჯობს,   ვიცით პასუხის მიგება,
Verse: c        აღარ იქნების, იცოდი,   ჩვენი ზავი და მშვიდობა,
Verse: d     და   თქუენცა გასინჯეთ, თუ გიჯობს,   ასეთი გარდაკიდება.






Strophe: 305  
Verse: a        ჯიმშედ ისმინა, გაჯავრდა,   თუ იტყუი, ცეცხლი სდიანო,
Verse: b        ქუდი მიწასა და[ა]რტყა,   არა თუ იქივ გდიანო;
Verse: c        წიგნი შუაზედ გახია,   თქუა: ნეტარ, ვისა ქუიანო,
Verse: d     და   მოციქულებსა ითხოვდა,   ისინი ცრემლსა ღვრიანო.






Strophe: 306  
Verse: a        შესთვალა, თუ: მამან ჩემმა   მოგცა მგლისთავთა ქუეყანა,
Verse: b        მან დაგასახლა, გიბოძა,   თვარა ვინ არის თქუენთანა,
Verse: c        შენ ვინ გაღირსა მამული,   ანუ რა გინდა ჩვენთანა,
Verse: d     და   მუქარასა მთხოვ რაითი,   _ ბევრი კაცი მყავს შენთანა!






Strophe: 307  
Verse: a        სადაცა გინდა მოგართვა,   მე ჩემი თავი იმადო,
Verse: b        ან ჩემი თავი დავაგდო,   ან თქუენი აქა გდომადო.
Verse: c        იგ მოციქულნი წავიდენ,   აღარა სცალდათ ჯდომადო,
Verse: d     და   სადი მგლის-თავსა იახლეს,   უამბეს უსაზომადო.






Strophe: 308  
Verse: a        უამბეს სადი ჴელმწიფეს   ამბავი დავედრებული;
Verse: b        მერმეღა იხმო ლაშკარი,   უბნობდა შეჭირვებული,
Verse: c        ორასი ათასი კაცი   შეჰყარა სახელდებული,
Verse: d     და   მუნ გაემართა ჯიმშედზედ,    ვით ლომი გაჯავრებული.






Strophe: 309  
Verse: a        აგრევე ჯიმშედ მოიხმო   ყოველი სპათა ჯარია,
Verse: b        გვაჯასპის წიგნი მისწერა   მოიხმო მკლავმაგარია,
Verse: c        აშაქცა იხმო, სფაადი,   მებრძოლი მეომარია,
Verse: d     და   მურდავსაც წიგნი მისწერა,   თვით იყო უზამბარია.


Page of edition: 101 




Strophe: 310  
Verse: a        გვაჯასპის წიგნი მიართვეს,   პასუხი ჰკადრეს ენითა,
Verse: b        წაიკითხა და ემთხვია,   იგ იყო არ მოწყენითა;
Verse: c        კაცი გაგზავნა, ლაშკარი   მოიხმო ყოვლად ენითა,
Verse: d     და   ორმოცი ათასი კაცი,   წამს შეიყარა ცხენითა!






Strophe: 311  
Verse: a        ზაულელნი, ქუაბულელნი,    ინდოს კარნი მოვიდენა,
Verse: b        აგრე აშაქ წამოვიდა,   ხვარასანით წამოდგენა;
Verse: c        მძიმის ლა[შ]კრით იქით მურდავ,    ჴელიერთად გამოდგენა,
Verse: d     და   წამოვიდენ, ყუელგან სარი    ქალაქს შექნეს დიდი დენა.






Strophe: 312  
Verse: a        ქალაქსა გარე დაიცეს   კარავი ფერად იანი,
Verse: b        ჴელმწიფემ იხმო გვაჯასპი,    თავადნი მრავალ ყმიანი;
Verse: c        შევიდეს, სალამი მისცეს,   ზის მეფე დავლათიანი.
Verse: d     და   ადგა ჴელმწიფე, მადლს იხდის,   ტანსარო, პირად მზიანი.






Strophe: 313  
Verse: a        ოქროსა სელი დაუდგეს,   გვაჯასპ მაზედა მჯდომია,
Verse: b        სხვა ფალავანი წეს-წესად   აწვიეს, იქი მდგომია;
Verse: c        მის რიგათ დასვეს ყუელაი,   სიკეთე მიუცთომია,
Verse: d     და   ხილი მოიღეს, შარბათი,   იამეს, ვინცა მდომია.






Strophe: 314  
Verse: a        მერმე შექნეს ვეზირობა,   იგი ახლდა ვინცა ვინა,
Verse: b        მეფე ბრძანებს: სადი მგლის-თავს    სულდგმულობა მოეწყინა,
Verse: c        ჴმალი მოაქუს სამესისხლო,   წამოსულა ჩვენსა წინა,
Verse: d     და   ქუეყანასა გვეცილების,   ჩამოდგომას ლამის წინა.






Strophe: 315  
Verse: a        აწ რასა ბრძანებთ, აქა ხართ,   ერთპირად შეიყარენით.
Verse: b        ერთობილთ პირი მიწად ქნეს,   ჴელმწიფე იყო წყნარენით,
Verse: c        გვაჯასპი ადგა და ჰკადრა   თვითონ პასუხი თქმად ენით:
Verse: d     და   ვითა ცისა და მიწისა,   მზისა, მთვარისა მზადენით.






Strophe: 316  
Verse: a        ესები ვინ ქმნა, ვარსკვლავი,   საწუთროს დამბადებელმან,
Verse: b        გიბოძოს მისი შეწევნა,   მოსავთა მამტ[ა]ცებელმან,
Verse: c        მე თქუენმა ბედმა შემწიოს,   მაჯობოს ვერა რომელმან,
Verse: d     და   მიბოძოს მტერთა მორეუნა,   ამისა ზედა მფლობელმან.






Strophe: 317  
Verse: a        მტერი თქუენი ფეხთა ქუეშე,   ღმრთითა ადრე დაგამონო,
Verse: b        მათი ეტლი ავატირო,   ჩემი თავი მოვაწონო;
Verse: c        სანამდისაც ცოცხალ ვიყო,   არასფერით შეგაღონო,
Verse: d     და   თქუენ არ გაგრჯით იმათ ზედა,   მათი საქმე გაგ[ა]გონო!






Strophe: 318  
Verse: a        არა მართებს ჴელმწიფესა   ტახტ-გვირგვინის მოშორება,
Verse: b        ჩვენ გაგვიშვით იმათ ზედა,   ვინცა ვიყოთ თქუენი კრება.
Verse: c        ჴელმწიფემა მოისმინა   გვაჯასპისგან ესე მცნება,
Verse: d     და   მან დალოცა თავადები,   დაიჯერა მისი მცნება:






Strophe: 319  
Verse: a        მბრუნავმან ეტლმან და ბედმან   დამბადა მათდა ჭირადო!
Verse: b        გამოემართენ საომრად,   ყოშუმ-ყოშუმად, ხშირადო,
Verse: c        სახელსა ზედა ღმრთისასა,   არვინ მიაჩნდა ჩირადო,
Verse: d     და   უთრუთის შვილი გვაჯასპი    იმათ მოუძღვის წინადო.


Page of edition: 102 




Strophe: 320  
Verse: a        აშაქ იყო და მურდავი    _ მებრძოლი მკლავმაგარია,
Verse: b        ორმოცდაათი ათასი   თან ახლავს სპათა ჯარია,
Verse: c        იქით მილად და ამანი,    მგლისთავნი მეომარია,
Verse: d     და   მოვდნიან იგ ფალავანნი,   ისმის ზათქი და ზარია.






Strophe: 321  
Verse: a        ორასი ათასი კაცი   მოვლიან, მოაქუთ ზრიალი,
Verse: b        ცოტაი წავლეს, გამოჩნდა   დიდი მინდორი ტრიალი;
Verse: c        მათ ერთმანერთი აუჩნდა,   ოდენ აქუს მზესა ჭრტიალი,
Verse: d     და   იქით ის დადგენ, აქით ეს,   ისმისო დიდი ჴრიალი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.