TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 25
Previous part

Chapter: 25  
აქა უანგარიშო აჩუქეს დეუთა ჯიმშედს და მისთა თავადთა






Strophe: 282  
Verse: a        სუფრა აიღეს, მისჭირდათ   მეტრე ღვინისა სმანია,
Verse: b        დილა გათენდა, ემზადის   პატრონი ანუ ყმანია.
Verse: c        იგ შეიყარენ საყუარლად,   ვითამცა ღვიძლის ძმანია,
Verse: d     და   ორმოცდაათი ათასი   პილო კიდებით მზანია.


Page of edition: 98 




Strophe: 283  
Verse: a        ჯინბიჯან მეფეს მიართვა   ოქროთა კიდებულია,
Verse: b        ყველას აჩუქა, რაც იყო   მცირე და დიდებულია.
Verse: c        ორმოცდაათი ათასი   სხვა პილო ზიდებულია,
Verse: d     და   ოქრო აჰკიდა ფალანგი,    ყუელასა ღირებულია.






Strophe: 284  
Verse: a        მეფეს მიართვა ყუელაი,   წინ დეუნი მიუძღოდენა,
Verse: b        რაც იდგის იქი კარვები,   საჭურჭლე ზღვათა ოდენა,
Verse: c        იქი რაც იყო, ყუელასა   საჩუქრად მოიტყოდენა,
Verse: d     და   დეუთა არც ერთი წაიღეს,   მის მეტსა რას იქმოდენა?






Strophe: 285  
Verse: a        სრა-ფარდა, ანუ ოთაღნი,   ტახტი და ყოვლისფერია,
Verse: b        რაც იყო, მეფეს მიართვა   სხვა საქონელი ბეურია,
Verse: c        ყოვლნი [ა]ავსეს ვინც იყო,   მოყმე და ანუ ბერია,
Verse: d     და   წავიდა ჯიმშედ მორჭმული,   ყოველი მისი ერია.






Strophe: 286  
Verse: a        სარავ ქალაქსა მოვიდა   ჴელმწიფე დავლ[ა]თიანი,
Verse: b        დავარდა მოსვლა მეფისა,   შეიქნა მრავალ ყმიანი.
Verse: c        გამარჯვება სცნეს ყოველთა,   არ მიიჩნივეს ზიანი,
Verse: d     და   მიულოცვიდეს ყოველი,   ადიდეს პირად მზიანი.






Strophe: 287  
Verse: a        მას უკან გლოვა დაიდვა   ჴელმწიფემ მისის მამისა,
Verse: b        ფათრათ იგლოვა კიდევე,   საგლოვი მრავალ ჟამისა;
Verse: c        ცხვარი და ხარი მრავალი   დახოცეს, მათთვის ლამისა,
Verse: d     და   ორმოც დღეს უყუეს უწყუედლად,   იყუენ მოქმედი ამისა.






Strophe: 288  
Verse: a        გლოვა გაიხსნა, მეფემა   იხმნა თავადნი ყოველი,
Verse: b        ყოვლთა უბოძა მრავალი,   ჰგავს თუ ცა იყო მთოველი,
Verse: c        თვალ-მარგალიტი და ოქრო   ვერცხლიცა დია მოველი,
Verse: d     და   სტავრის, ნახლის და ქამხისა   არის ჯარზედა მკულეველი.






Strophe: 289  
Verse: a        რაცა მისცა სრულად ჯართა,   იმდონერთი გვაჯასპს მისცა,
Verse: b        ცოტად უმცრო აშაქს მისცა,   ჴელმწიფესა თაყვანი-სცა,
Verse: c        ვინ იქმოდა ანგარიშსა,   მან უბოძა, რაცა ვისცა,
Verse: d     და   ლარსა ხვეტდენ ყოველნივე,   ფალავანი იქივ დგისცა.






Strophe: 290  
Verse: a        გვაჯასპის მისცა ყოველი   იმისი შესაფერია,
Verse: b        ქვაბულისტანი, ქიშმირი    და ყანდაარი ერია,
Verse: c        ინდოს კარამდის უბოძა   იმათი ყოვლისფერია,
Verse: d     და   იგ გმირსა მისცა ყოველი,   ტურფა და შვენიერია.






Strophe: 291  
Verse: a        ხვარასანი აშაქს მისცა   და იმისი მოსახმარი,
Verse: b        მურდავს მისცა ფალავანსა   ალაბი და მისი მზღვარი,
Verse: c        სულად შამის ქუეყანანი,   რაცა იყო მთა და ბარი,
Verse: d     და   ყუელა ასრე გა[ა]ჩინა,   მადლს იხდიდა სრულად ჯარი.


Page of edition: 99 




Strophe: 292  
Verse: a        მას უკან შინ დაეთხოვენ   ყოველნი სპანი მათია,
Verse: b        თავ-თავის ალაგს წავიდენ   ლხინისა მოკამათია,
Verse: c        ჴელმწიფე სუფეს, იხარებს,   ბროლ-ლალი, მინა, სათია,
Verse: d     და   ამ წესით იყუის, იშვებდის,   გარდახდა დღენი ათია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.