TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 24
Previous part

Chapter: 24  
აქა ჯიმშედ ჴელმწიფე დეუთა ეწვია და შეიყარნეს საყუარლად






Strophe: 278  
Verse: a        ჯინბინჯან დეუი, ფალანგი,    ჯუნდა-შა მოეგებიან,
Verse: b        მათ ტახტი ედგათ პილოზედ,   თვითო თვითოზედ სხდებიან;
Verse: c        ჴელმწიფე მოჰყავთ ტახტითა,   თავადნი თან მოყვებიან,
Verse: d     და   ფალავანთ თავი გვაჯასპი,    აშაქ წინ მოუძღვებიან.






Strophe: 279  
Verse: a        წინ მოუძღვიან ესები,   ჴელმწიფე ტახტსა მართია,
Verse: b        რა მიეწურნეს, ჩამოხდენ   ტახტიტურთ, ასრე მართია,
Verse: c        სალამი მისც[ე]ს, ყვაოდენ,   ვითა ვარდი და მართ ია,
Verse: d     და   ყოველნ[ი] უთაყუანიან,   მრუდი და ანუ მართია.






Strophe: 280  
Verse: a        ტახტსა აუძღვენ მეფესა,   იმა მაღალსა ზეთასა,
Verse: b        მაზედა დასვეს, ბრწყინვიდა,   იგ უნათლესი მზეთასა.
Verse: c        ფალანგი დეუი, ჯინბიჯან,    ჯუნდი-შა ახლდენ დღეთასა,
Verse: d     და   გვაჯასპი დასვეს და აშაქ,    მათ-მათსა სიახლეთასა.






Strophe: 281  
Verse: a        ოთხასი დასხეს თავადნი,   მაღ[ალ]სა ტახტსა ეტია,
Verse: b        ოქროსა სუფრა მოიღეს,   რა გითხრა ამის მეტია;
Verse: c        გახშირდა სმა და ნადიმი,   ღვინისგან დახდენ რეტია,
Verse: d     და   სამსა დღესა და ღამესა   გარმოსდგომოდათ მჭვრეტია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.