Strophe: 260 | ||
Verse: a | მესამეს შუაღამესა | ფოლადან ნახა მვლელია. |
Verse: b | შეიჭიდნეს და შეიბნეს, | ორნ[ი]ვე სისხლთა მღვრელია; |
Verse: c | დიდს ხანად ირკინებოდეს, | იგ ერთმანერთის მკულელია, |
Verse: d და | ყელს რგოლი ეცვა ოქროსა, | გვაჯასპ ჩაჰკიდა ჴელია. |
Strophe: 261 | ||
Verse: a | რგოლსა დიდი გამოსწია, | გმირმა დეუი იძაბუნა, |
Verse: b | დიდი დასცა, ძგარი გახდა, | დაუძახა: ასრე უნა! |
Verse: c | ქამარ-სინჯი გარდა[ა]ცვა, | თრევით მოაქუს დეუი მუნა, |
Verse: d და | მიუთრია ჴელმწიფესა, | დაუმადლა მეტად თუნა. |
Strophe: 262 | ||
Verse: a | დეუთ ასი პილო შეჰკვეთეს, | ოქროთა კიდებულია, |
Verse: b | წელიწადში და ხარაჯა, | ეს მოგვცენ დადებულია: |
Verse: c | თუ ამას გვიზამთ, ჩვენცა ვქნათ, | რაც თქუენგან გაგებულია, |
Verse: d და | თვარამ ყაფის მთას წაგართვამ, | გექნების წაღებულია. |
Strophe: 263 | ||
Verse: a | არა იქთ, სრულად ამოგწყუედ, | თქუენზედ ვათავებ ქადილსა, |
Verse: b | რაცა გაქუს, ყუელას წაგართვამ, | ღმრთისაგან დანაბადილსა, |
Verse: c | დათვთა და მგელთა, ლომ-ვეფხთა | თქუენზედა ვაჭმო ხადილსა. |
Verse: d და | ჯუნდი-შას ელჩი [ა]ახლეს, | მიესწარითო სადილსა. |
Strophe: 264 | ||
Verse: a | მივიდეს ყაფის მთაშიდა, | სადა ფალაგი ქუელია, |
Verse: b | ფალაგს, ჯინბიჯანს უამბო, | იქიდგან რაცა მთქმელია; |
Verse: c | დამორჩილდენ და ასრე თქუეს: | არა ვქნათ, ჩვენთვის ძნელია. |
Verse: d და | და[ა]სკუნეს საქმე შესაწყო, | მათი დაიდვეს ჴელია. |
Strophe: 265 | ||
Verse: a | ჯინბიჯან უთხრა ფალანგის | სიტყუანი ტკბილად ენითა: |
Verse: b | ჩუენ ერთმანერთი ვაწვიოთ, | რადგან კი შეუიწყუენითა; |
Verse: c | ელჩი შემოსეს, ესე თქუეს: | საწვე[ვ]რად ემზადენითა! |
Verse: d და | ჯიმშედს ა[ა]ხლეს მწვევარი, | არ დია იყუნენ წყენითა. |
Strophe: 266 | ||
Verse: a | რა მოვიდა მაწ[ვე]ვარი, | მათ სალამი მეფემ მისცა, |
Verse: b | ესალამნეს თავადები, | მართებდიან ვისი ვისცა; |
Verse: c | ბრძანა მეფემ შერიგება, | გვირგვინითა ტახტსა ზისცა; |
Verse: d და | ვიახლებით, ვეწვევითო, | მათი სიტყუა და[ა]მტკიცა. |
Strophe: 267 | ||
Verse: a | წამოვიდა მაწვევარი | ჯინბიჯანს და ფალანგს წინა, |
Verse: b | ჰკადრა: მეფე გეწვევისო, | თავადები ვინცა ვინა. |
Verse: c | მერმე იხმეს ყაფის მთაში | საჭურჭლე და რაც რამ მინა, |
Verse: d და | პილოებით მოიღიან | იარაღი, რაცა გინა. |
Strophe: 268 | ||
Verse: a | კარვები, ნოხი, ნატები, | მძიმე სტავრისა სევანი, |
Verse: b | ნახლისა მძიმე, ძვირფასი, | აღარსად იყო ტევანი, |
Verse: c | ატლასის, ანუ ქამხისა | მოიღეს, ქონდათ ძლევანი, |
Verse: d და | იმათ ოთაღნი მოადგეს, | იაგუნდ-ლალით ფრქვევანი. |
Strophe: 269 | ||
Verse: a | მათ გარეშემო მოავლეს | ფარდანი უცხო ფერია, |
Verse: b | შუაზედ ტახტი დაუდგეს, | სინათლით ცისა ერია, |
Verse: c | თვალ-მარგალიტით შემკული, | ვერა სჯობს მას ეთერია; |
Verse: d და | მისთანა კაცსა ენახოს, | არვისგან დასაჯერია. |
Strophe: 270 | ||
Verse: a | მზე[ე]ბრ ანათლობს ალმასი, | იაგუნდი და დალალა, |
Verse: b | მარგალიტმა და ზურმუხტმა | ზაბარჯა სრულად დალალა; |
Verse: c | სად არის დამფასებელი, | ვით მიაყენონ დალალა, |
Verse: d და | მმართებს მაშიგან მსხდომელსა, | ლხინი მორთონ და დალალა. |
Strophe: 271 | ||
Verse: a | ანათლებს, ვითა ვარსკულავი, | ლაჟვარდსა ცასა ერია, |
Verse: b | მზესა წაუღო შვენება, | მოაკლო ფერი, ერია. |
Verse: c | ხშირად სხდის უცხო თვალები, | ვითა სეტყუა და ერია, |
Verse: d და | არ მოსრუ[ლ] იყო ჴელმწიფე | ჯერ, არცა მისი ერია. |
Strophe: 272 | ||
Verse: a | ოთხასის კაცის სასხდომი | იყუის ტახტისა განია, |
Verse: b | ოცი ნაბიჯი სიმაღლე, | იმისი კიბე მზანია; |
Verse: c | დაფინეს ქუეშე საფენი, | ხალსა ნაკერი კმანია, |
Verse: d და | მარგალიტითა ფრქვეული | ტყუბ-ტყუბი, ვითა ძმანია. |
Strophe: 273 | ||
Verse: a | ცხრა ათასი ოქროს კოკა | სამასპინძლო მოსატანად, |
Verse: b | ცხრა ათასი ვერცხლის კოკა | ჩასანთქმელად, მოსატანად; |
Verse: c | ცხრა ათასი ბროლის ჭიქა | ეშმაკთ მოაქუთ მო სატანად, |
Verse: d და | ცხრა ათასი ჩინურები, | მომღებელი მოსა ტანად. |
Strophe: 274 | ||
Verse: a | ცხრა ათასი ოქროს ჯამი | დიდროვანი მოიღესა, |
Verse: b | ცხრა ათასი კიდევ ოქროს | ბალქაშები წამოდგესა, |
Verse: c | ცხრა ათასი ოქროს ჩარა, | მათ[ი] სასმო იმავ დღესა, |
Verse: d და | ცხრა ათასი ქაშანური, | რას ნახვიდი უამესსა. |
Strophe: 275 | ||
Verse: a | ვერცხლის ჯამთა და ბალქაშთა, | სად არის ანგარიშია, |
Verse: b | ბროლის ჭიქა და მინანი, | სიმრავლით ზღვისა ქვიშია; |
Verse: c | გორად და გორად შეიქნა, | ყოვლთა თქუეს ვიში-ვიშია, |
Verse: d და | ვინც ნახა, დიდი ქება თქუა, | ვერვინ მოუგო იშია. |
Strophe: 276 | ||
Verse: a | რიყევით ეწყო მრავალი, | რაც გინდა, ყველისფერია, |
Verse: b | ოქროს ჭურჭელსა ყუელასა | თვალ-მარგალიტი ერია; |
Verse: c | დაუხვდეს დამზადებული | ტურფა და შვენიერია, |
Verse: d და | მობრძანდა ჯიმშედ ჴელმწიფე, | ტახტისა შესაფერია. |
Strophe: 277 | ||
Verse: a | სალხინო ქოსთა დაუკრეს, | დავლი სცემს მისი მჴმობარი, |
Verse: b | მას სპილენძ-ჭური ამოწმეს, | ვინ იყო მათი მგმობარი! |
Verse: c | რაზმად და რაზმად წამოდგეს | ჴელმწიფის გვერდით მდგომარი, |
Verse: d და | მი[ე]გებოდენ დეუები, | არავინ დახვდა მჯდომარი. |