Strophe: 244 | ||
Verse: a | შეუტოვეს ერთმანერთსა | გულმესისხლედ, არ დარიდეს, |
Verse: b | დეუმა დაჰკრა მძიმე ლახტი, | ფალავანსა არას ჰკვირდეს; |
Verse: c | შეუძახა ფალავანმა, | გავს ღრუბელი მეხსა წვიმდეს: |
Verse: d და | მე გასწავლო მეომრობა, | სამარესა შენთვის სთხრიდეს! |
Strophe: 245 | ||
Verse: a | მამათა ჩემთა სარკენლად | გამზარდეს, ჩვენი წესია, |
Verse: b | მიწა შევღებო აპასა, | შენის სისხლითა დღესია, |
Verse: c | ჩემსა მებრძოლსა ყუელასა | ლახვარი გულსა სთესია, |
Verse: d და | ვატირო შენი მშობელი, | იგ იყოს ანაკუნესია. |
Strophe: 246 | ||
Verse: a | შეიჭიდნეს გულმესისხლედ, | ფალავან[ნი] ლომთა ლომი, |
Verse: b | ქაჯანს ბედი გარდუბრუნდა, | აღარ უნდა მისი ომი, |
Verse: c | ერთი ჴელი რქასა სტაცა | და მეორე, _ სად საჯდომი, |
Verse: d და | აიყუანა, დიდი დასცა, | გავს დაიქცა ცისა ხომი. |
Strophe: 247 | ||
Verse: a | ალმასისფერი ჴანჯარი | მო[ი]ძრო, სისხლთა მღვრელია, |
Verse: b | თავი მოჰკუეთა ქაჯვაჯანს, | მისთვის დღე გახდა ბნელია, |
Verse: c | რა მოინახეს დეუებმა, | ჴრმლებსა მიაპყრეს ჴელია, |
Verse: d და | მძიმე გურზები აიღეს, | იდგა გვაჯასპი ქუელია. |
Strophe: 248 | ||
Verse: a | წამოიღეს დოლაბები, | ყურით არა გაისმოდა, |
Verse: b | ვითა ცეცხლი მოენთიან, | გავს საწუთრო დაივსოდა; |
Verse: c | მოვლენ, მოიგინებოდენ, | პირი დორბლით აივსოდა, |
Verse: d და | მტვერი ასტყდა საკუირველი, | მზესა ფერი დაივსოდა. |
Strophe: 249 | ||
Verse: a | მზეს აღარ ქონდა სინათლე, | გახდა, მართ ვითა ზანგია, |
Verse: b | ქარი და ნისლი მოვიდა, | ზედ წვიმა, ვითა მანგია, |
Verse: c | მუნ დაეჩარენ ერთმანერთს, | ჰყრია, მართ ვითამც ბანგია, |
Verse: d და | გავს, თუ ცა დასცეს ჴმელზედა, | დღე იყო არა კარგია. |
Strophe: 250 | ||
Verse: a | ცა და ქუეყანა იძროდა, | ხრთალთ გული გაუსკდებოდა, |
Verse: b | ჰაერთ ფრინველი ცვიოდა, | მკვდართ ვინღა გაუხდებოდა, |
Verse: c | სითცა პირი ქნის გვაჯასპი, | წინ ვერვინ დაუდგებოდა, |
Verse: d და | ჯიმშედ ქუდ-მოხდით ილოცავს, | ცრემლთა ტბა აუდგებოდა. |
Strophe: 251 | ||
Verse: a | ქუდ-გვირგვინი მოიხადა, | პირი მიწად განაერთი, |
Verse: b | შე[ე]ვედრა მოწყალესა | და ადიდა დია ღმერთი: |
Verse: c | შენ დაიცევ ეს ლაშკარი, | ადამისა შენაერთი, |
Verse: d და | დეუთა მიეც შენი რისხვა, | არ არიან თქუენი ერთი! |
Strophe: 252 | ||
Verse: a | ნაღარას ჰკრეს და ნაფირთა, | ზროხის კუდთ ისმის ხმანია, |
Verse: b | სპილენძ-ჭურთა და დუმბულთა | ჴმანი საომრად მზანია, |
Verse: c | ჯიმშედის ტახტი მოგლიჯეს, | შეუსხდეს ქუეშე ყმანია, |
Verse: d და | ორმოცმან კაცმან მოიდანს | მოიღო, იყო ჴმანია. |
Strophe: 253 | ||
Verse: a | შუას მოიდანს მოიღეს | და აგრე დადგეს ნებასა, |
Verse: b | გვაჯასპი გაფიცხებული | არა იქს დეუთა თნებასა; |
Verse: c | მისი დაგანა მჴარსა უც, | დეუნი მიეცა ვნებასა, |
Verse: d და | არ მოახმარდა არც ერთსა | ხიფევლსა, არცა გრძნებასა. |
Strophe: 254 | ||
Verse: a | იგ გაფიცხლდა, ვითა ლომი, | გავს მთა იყო, ანუ გორი, |
Verse: b | გმირმა ჯანგი გაიმახვა, | რიყე ვითა ყრია მძორი, |
Verse: c | იქით-აქით იარების, | ცისა ხომთა შესასწორი, |
Verse: d და | შიშით დასკდა მისი მჭვრეტი, | ახლოს იყო, თუნდა შორი. |
Strophe: 255 | ||
Verse: a | ბრდღვინვიდა, პირით პერსა ჰყრის, | ვითა შმაგი და ჴელია; |
Verse: b | კისრისა ქედი ამოსვა, | მაიდანს პირად მვლელია, |
Verse: c | თვალები წამოსხდომოდა, | დეუთა სისხლისა მღვრელია, |
Verse: d და | გავს ათასს დეუსა ჩანთქამსო, | ვერ გამოუჩნდა მკულელია. |
Strophe: 256 | ||
Verse: a | დარჩეულნი ჯირასელნი | დეუნი ომად გამოვიდეს, |
Verse: b | შეუძახა ფალავანმა, | ველნი წითლად მოეღებნეს; |
Verse: c | მოიქნია იგ დაგანა, | ორმოცთ ტვინი მოეტკეპნეს, |
Verse: d და | ერთით მოკლა ორმოცნივე, | სისხლი მიწას მოეთქეფნეს. |
Strophe: 257 | ||
Verse: a | დაერივნეს ერთმანერთსა, | არის ლახტის ჭახა-ჭუხი, |
Verse: b | გურზითა და ჴრმლითა სცემენ, | ღრ[უ]ბელია დანაქუხი; |
Verse: c | მეხი ცვივის ზეციდაღმა, | გვანდა იყუენ განახუხი, |
Verse: d და | მუნ გვაჯასპი შუა ჴლეჩდის, | სხვამ ვინა ქნა ეს პასუხი. |
Strophe: 258 | ||
Verse: a | ნამუსრს ადენდის, მოჰგლიჯის | ზოგს ბარკალი და მჴარია, |
Verse: b | იმითი იცემებოდა, | მიწა იძროდა მყარია. |
Verse: c | ადგილი მძორით ა[ი]ვსო, | ისმის ძგური და ძგარია, |
Verse: d და | სამსა დღესა და ღამესა | არ გასწყდა ზათქი, ზარია. |
Strophe: 259 | ||
Verse: a | მკუდრისაგან გზანი შეიკრნეს, | სისხლმან დაიწყო დივილი, |
Verse: b | კაცის თავ-ფეხი მოქონდა, | ისმის ზახილი, კივილი; |
Verse: c | ათი ათასი დეუები | მოკლეს, დაიწყო ცვივილი, |
Verse: d და | ასწყდა თავადნი მრავალი, | ყოველთა ქონდა ჩივილი. |