Strophe: 229 | ||
Verse: a | გვაჯასპირ მიწას ემთხვია, | ადიდა შემოქმედია, |
Verse: b | დეუი მოუხდა, სფაადმა | ამოსვა კისრის ქედია; |
Verse: c | აგინა დეუმან გვაჯასპი, | თქუა: უკუღმა გაქუს ბედია, |
Verse: d და | გაგიწყუედია მებრძოლი, | ადრე ვისისხლო მე დია. |
Strophe: 230 | ||
Verse: a | ას ოთხმოცი წყრთა სიმაღლე | დეუსა ქონდა განაზარდი, |
Verse: b | თავი უგავს დიდსა მთასა, | სალი კლდეა ანაზარდი; |
Verse: c | სიმძიმითა მიწა უდრკის, | გულს არ ქონდა არა ზადი, |
Verse: d და | ცეცხლსა ჰყრიდა პირიდაღმა, | დევ-გრძნეული დანაბადი. |
Strophe: 231 | ||
Verse: a | დეუმან ლახტი მოუქნია, | ლომი მიხლტა, დაიცდინა, |
Verse: b | მერმე ჴელად შეიჭედენ, | დაუდგების იმათ ვინა? |
Verse: c | ფალანგ დიდი დაიყვირა, | ფრჩხილთა სისხლი წაიდინა, |
Verse: d და | იომოდენ ღამემდისი, | დაიღალნეს ორნივ წინა. |
Strophe: 232 | ||
Verse: a | დასაცემლად აიზიდა, | დეუს გვაჯასპი აემართა, |
Verse: b | დეუი ზურგსა მოიკიდა, | ჴელმწიფესკე გაემართა, |
Verse: c | გრძნება ქნა და მით მოეხსნა, | შორს დაუდგა, წაემართა; |
Verse: d და | მორჩა ამა ილათითა, | პირი ამად ეწაღმართა. |
Strophe: 233 | ||
Verse: a | აიყარნეს, ამ წესითა | ფალანგ სული შეირჩინა; |
Verse: b | ფოლადს დეუი ვერ ედრების, | მასთან თავი გაიმჩივნა, |
Verse: c | დაიღალნეს, აღარ ერჩდეს | მას ღამესა აღარვინა; |
Verse: d და | მოისვენეს ნაომართა, | მათ-მათს სადგომს, თავის წინა. |
Strophe: 234 | ||
Verse: a | ეს ამბვად იყო ნათქვამი, | რაც ლექსად დამიწერია, |
Verse: b | რა იქნა აწ თ[ა]იმურაზ, | ტახტისა შესაფერია? |
Verse: c | მოკუდა, თუ დარჩა? რა უყო, | ვის ამბვად დაუწერია, |
Verse: d და | ამისთვის დიაღ მიგმია, | მართლად შევიქენ მტერია, |
Strophe: 235 | ||
Verse: a | ჯიმშედ თქუა, მაგრამ რა უყო, | იგ თაიმურაზ მჯდომელი, |
Verse: b | ვინც ნახავს კაცი, რას იტყვის, | ნეტარ, შემცდარა რომელი? |
Verse: c | მე უბრალო ვარ, იყუენით | ამბვის მწერლისა მგმობელი, |
Verse: d და | რაც ამბვად იყო, გავლექსე, | მიფიცავს ყოვლის მყრობელი. |
Strophe: 236 | ||
Verse: a | დედამ ეს მითხრა, რაცა ვთქვი, | ზემოდაც დამიწერია, |
Verse: b | წაუდეგ მათსა შარასა, | ტყუილი ვით გამერია?! |
Verse: c | ჯიმშედ ემზადვის საომრად, | მისნი თავადნი ბევრია; |
Verse: d და | გათენდა, ნაღარასა ჰკრეს, | მოეცა ჴმელთა ფერია. |
Strophe: 237 | ||
Verse: a | დაპირისპირდენ, ისმოდა | ხრიალი საზარონია, |
Verse: b | შეიქნა ომი ფიცხელი, | კბილთა ხრჭენისა დრონია; |
Verse: c | კუპრად გარდიქცა საწუთრო, | იყო მრავალი ჴრონია, |
Verse: d და | მკვდარი ერთმანეთს შესტყორცონ, | კაცთაგან საკადრონია. |
Strophe: 238 | ||
Verse: a | ადგა ქაჯვაჯან, ფალანგს წინ | ახსენა მისი ბედია, |
Verse: b | დასტური სთხოვა: შეუებმი, | გვაჯასპი მოვკლა მე დია. |
Verse: c | დალოცა ფალაგ გრძნეულმა | და ფოლად ზედა-ზედია: |
Verse: d და | წადი, შე[ე]ბი ლომგულო, | ამოსვი კისრის ქედია. |
Strophe: 239 | ||
Verse: a | ფიცხლა წავიდა ქაჯვაჯან, | თავი ღრუბელთა სცვდებოდა, |
Verse: b | პირით ცეცხლსა ჰყრის საზარო, | წინეთ რქა მოუძღვებოდა, |
Verse: c | კბილები გარეთ გა[ე]შვა, | მნახავნი სულ შესცდებოდა; |
Verse: d და | მჴარს ლახტი ედგა, სიმძიმით | მიწანი ჩაუდრკებოდა. |
Strophe: 240 | ||
Verse: a | დაიძახა: ვინ ჩამოვა | კაცი ჩემი გამომცდელი, |
Verse: b | მე ვასწავლო მეომრობა, | დავიბანო სისხლით ჴელი! |
Verse: c | რა გოჯასპი გაიგონა, | სიტყუა ესე მისგან ძნელი, |
Verse: d და | სთხოვს ფარვანსა ჴელმწიფესა, | მან ადიდა ღმერთი მხსნელი. |
Strophe: 241 | ||
Verse: a | ჯიმშედ ქუდი მოიხადა, | დალოცა და უქნა ზნენი: |
Verse: b | მშვიდობითამც გაგიმარჯვებს | სახიერი მხსნელი ჩვენი, |
Verse: c | ვინცა შექმნა მზე და მთვარე, | ვარსკვლავია რაცა ზენი, |
Verse: d და | ისიმც არის წინამძღვარი | და მეშველი, შემწე შენი. |
Strophe: 242 | ||
Verse: a | მბრუნავმან ეტლმა დაგბადა | მტერთა სისხლისა სადენლად, |
Verse: b | პილოტანო და ლომგულო, | მ[ო]კაზმული ხარ სარკენლად; |
Verse: c | შენით იხარებს ეს ტახტი, | მტერს აუჩნდები რა დენად, |
Verse: d და | წადი, მშვიდობით მენახო, | საგდებელი გაქუს ბადენად, |
Strophe: 243 | ||
Verse: a | წავიდა, მხარსა შეიდვა | მძიმე, იგ რკინა-კეტია, |
Verse: b | ქაჯვაჯან ნახა, გაჰკვირდა, | თქუა: მამისაგან მეტია! |
Verse: c | ეწყინა, ომსა შეღონდა, | გახდა, მართ ვითა რეტია, |
Verse: d და | თქუა: რის ღონითა მოვრჩეო, | იგონებს მისი მჭვრეტია. |